Home რუბრიკები პოლიტიკა სპექტაკლი, სახელწოდებით “არჩევნები”, არჩევანის გარეშე

სპექტაკლი, სახელწოდებით “არჩევნები”, არჩევანის გარეშე

ეკლესიამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ ძალას დაუფარავად უნდა დაუჭიროს მხარი

4464
მეუფე პეტრე

უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება ქვეყანაზე! თუ ირგვლივ მივიხედმოვიხედავთ, შეიძლება ღრმად მორწმუნეთაც კი ეჭვი შეეპაროთ საუკუნეების განმავლობაში სენტენციად ქცეულ ამ ჭეშმარიტებაშირაც ჩვენს თავს ხდება, სატანის ნება უფრო მგონია, ვიდრე ღმერთის და, თუ ვცდები, აქედან გამომდინარე ლოგიკური კითხვით შევღაღადებ უფალს: რა დავაშავეთ, ღმერთო, ასეთი, რომ შენი მშობელი დედის წილხვედრ ივერიასა და ქართველ ერს არა და არ გვეღირსა სამშობლოს, ქართველი ერის მოყვარული ხელისუფალი?

ზვიად გამსახურდიას ეროვნული ხელისუფლების დამხობის შემდეგ ქართველი ხალხი მუდამ ცუდსა და უარესს შორის არჩევანის წინაშე ვდგავართ, რადგანაც აქამდე ჩატარებული ყველა არჩევნები იყო სპექტაკლი სახელად “არჩევნები არჩევანის გარეშე”, “გნებავთ, დანიშვნები არჩევნების სახელით” და სრული საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ მომავალი საპრეზიდენტო არჩევნებიც ამ დაუსრულებელი სპექტაკლის გაგრძელება იქნება…

ლამის 30 წელიწადია, ამ სპექტაკლს ვუყურებთ, რომლის საფინალო სიუჟეტიც იმაზეა დამოკიდებული, თუ სად, რომელ ქვეყანაში დაიწერა სპექტაკლის სცენარი, თორემ დამდგმელი რეჟისორები და მსახიობები, წლებია, ერთი და იგივე სახეები არიან.

წინასაარჩევნო კამპანიების მეტი რა გვინახავს, მაგრამ ის, რაც დღეს ხდება, მრავლის მნახველთათვისაც გასაკვირია: სრული იდიოტი, კრეტინი უნდა იყო, რომ წინასაარჩევნოდ ეკლესიას დაუპირისპირდე, გნებავთ, ეკლესია დაიპირისპირო. ერთიც და მეორეც წარმატებით მოახერხა პრეზიდენტობის სახელისუფლო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც იდიოტს ნამდვილად არ ჰგავს და ამიტომ სავსებით ლეგიტიმურია საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში გაჩენილი ეჭვი: რატომ აკეთებს თავის დამღუპველ განცხადებებს სალომე ზურაბიშვილი? იმიტომ ხომ არა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტში დაწერილი სცენარის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ავლაბრის სასახლე ნაცებისა და ევრონაცების რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატმა უნდა დაიკავოს და ამიტომ მიმდინარე პროცესს შეიძლება თამამად ვუწოდოთ ქოცების მიერ ნაცებისთვის ხელისუფლების ოფიციალურადაც გაყოფა? (სწორედ “ც”, რადგან იდეოლოგიურად “ერთმორწმუნე” ლიბერასტმა ქოც-ნაცებმა, დიდი ხანია, ხელისუფლებაც გაიყვეს და, ფაქტობრივად, პოლიტიკურადაც ერთნი არიან _ მათ ერთი მბრძანებელი ჰყავთ ოკეანის გაღმა-გამოღმიდან)

სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიის შინაარსი ხომ ძალიან ჰგავს ისედაც სახელგატეხილი და ნდობადაკარგული “ქართული ოცნების” კიდევ უფრო მეტად გაშავების არცთუ წარუმატებელ მცდელობას?

ეს ყველაფერი მიმდინარე მოვლენების ანალიზის შედეგია და, დასმული კითხვების ლეგიტიმურობის მიუხედავად, მათზე ერთმნიშვნელოვანი პასუხების გაცემა ძნელია. ყველაფერს მისი უდიდებულესობა დრო გამოაჩენს. მანამდე კი ერთი რამის თქმა შეიძლება: დარწმუნებული ვარ, და საზოგადოების უმეტესი ნაწილიც ასეა: უკაცრავად პასუხია და, აქეთ სალომეს და იქით ვაშაძებაქრაძის ოხერი დედა ვატირე (აი, ეს არისარჩევნები არჩევანის გარეშე”- ტრაგედია), მაგრამ, თუ კიდევ უფრო მეტად გაგვიწყრა ღმერთი და სახელმწიფო დეპარტამენტში დაწერილი სცენარის მიხედვით დასრულდასპექტაკლი”, მაშინ, ბნედიანი სააკაშვილის დაბრუნება თუ არა, სულ ცოტა, საზოგადოების სერიოზული მღელვარება ხელში გვიჭირავს.

მიუხედავად იმისა, მიმდინარე მოვლენების ჩვენეული ანალიზი სწორია თუ უსაფუძვლო, ყველა შემთხვევაში მოსალოდნელია ნაცების ხელისუფლების რეინკარნაციის მცდელობა. თუნდაც დავუშვათ, რომ სალომე ზურაბიშვილი, ბოროტი წინასწარ განზრახვით კი არა, უმეცრებით მოქმედებს, ამ შემთხვევაშიც არაფერია გამორიცხული, რადგან, ვისთვის სამწუხაროდ და ვისთვის საბედნიეროდ, წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ბიძინა ივანიშვილს სარიც რომ ჩაერჭო მიწაში (დავით ნარმანია, გიორგი მარგველაშვილი), იმასაც კი გარანტირებულად აირჩევდა ჭორვილელი მილიარდერის მიერ აშენებული სამების ბრწყინვალებით დაბრმავებული ამომრჩეველი.

ნაცების ჯერ არნახულად გააქტიურება-გათავხედების ფონზე, თავი წამოყო ე.წ. მეუფე (ყანდური) პეტრემ, რომელიც, ბედის ირონიით, წმინდა დავით აღმაშენებლის ყრმობასთან ასოცირებული ჭყონდიდის ეპარქიის დირექტორია. დიახ, დირექტორი, რადგან მიზეზთა გამო, რომლებზეც ქვემოთ მოგახსენებთ, ქრისტეს ფეხისმკვნეტელ მღვდელს მეუფეს ვერ ვუწოდებ. მარტვილის რაიონის სოფელი დიდი ჭყონი ჩემი დედულეთია, სადაც ამ ორი წლის წინათ მთელი აგვისტო მომიწია ყოფნა და ე.წ. მეუფე პეტრეზე ადგილობრივებისგან ისეთი რაღაცები შევიტყვე, რომ…

მკითხველს შევახსენებ, რომ მეუფე ყანდური “დათა თუთაშხიას” მიხედვით, ანაფორაში გამოწყობილი ეშმაკის მსახურია და, მარტვილში მოსმენილიდან გამომდინარე, “საქართველო და მსოფლიოს” ფურცლებზე ერთხელ უკვე “გავაყანდურე” ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მაგრამ ეტყობა, არ ასვენებს გამჩენი და სალომე ზურაბიშვილს მარტვილის ტაძრის ამბიონიდან პირდაპირი ტექსტით დაარტყა, უწოდა რა მას დაფრანგული აზროვნების დაფრანგული ქალბატონი, რომლისთვისაც ხმის მიცემა მიუტევებელი ცოდვა ყოფილა. სალომე ზურაბიშვილის დამცველად ვერ გამოვდგები, მაგრამ ნათქვამია, სიმართლეს გაუმარჯოსო და…

სიმართლე კი ის არის, რომ “მეუფე” პეტრეს არანაირი მორალური უფლება არ აქვს, სალომე “დაფრანგულობის” გამო შეაჩვენოს, რადგან “დაფრანგული სალომე” არაფრით ჩამოუვარდება დაჰოლანდიებულ სანდრა რულოვსს, ყოფილ პირველ ლედის, რომლის სულიერი მოძღვარი და მამა იყო ჭყონდიდის დირექტორი, რომელსაც წმინდა ხატების გვერდით დაჰოლანდიებული სანდრას შლეგი მეუღლის, მიშა სააკაშვილის, უზარმაზარი ფოტო “ესვენა”;

მარტვილელებმა ისიც მაუწყეს, რომ ჭყონდიდის მიტროპოლიტი მისდამი დაქვემდებარებულ მღვდლებს ავალებდა: ხალხს პირდაპირ უქადაგეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებშინაცმოძრაობასადა მიხეილ სააკაშვილის გუნდს დაუჭირონ მხარიო. ვიდრე ციხის სკანდალური კადრები გამოქვეყნდებოდა, მეუფისთვის წინააღმდეგობის გაწევას ვერავინ ბედავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც სააკაშვილის ხელისუფლებას ნიღაბი საბოლოოდ ჩამოეხსნა, სასულიერო პირებმა სალხინოს მამათა მონასტერი პროტესტის ნიშნად დატოვეს. მათი წასვლა უკავშირდება მეუფე პეტრეს მიერ სააკაშვილის ზონდერების გამოძახებისა და ურჩი სასულიერო პირების ძალით დამორჩილების შესაძლო მოლოდინს, რადგან ცნობილია, რომ ერთმა მაღალმა იერარქმა განდგომილი ხელქვეითების დასამორჩილებლად დახმარებისთვის სპეცრაზმს მიმართა და სპეცრაზმმაც უყოყმანოდ აღასრულა უბინძურესი მისია _ მღვდლები და ბერები სასტიკად სცემა.

აღარც ის არის საიდუმლო, რომ მეუფე (პეტრე) ყანდური იფარებდა “ქართული ოცნების” ხელისუფლების მიერ ძებნილ ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის სადისტ ჯალათებს _ მეგის ქარდავასა და ძმებ ახალაიებს. იმასაც დაბეჯითებით ირწმუნებიან, რომ ჭყონდიდის დირექტორი ხშირად მიემგზავრებოდა კიევსა და თურქეთში, სადაც თავის სულიერ შვილს, მიხეილ სააკაშვილს, ხვდებოდა, 2013 წელს კი _ მანიაკ დათა ახალაიას.

ახლა იმის შესახებ, რაც არავის უთქვამს, მაგრამ ადამიანს თუ თვალი და ყური ასხია, ყველაფერი ხელისგულზე დევს:

ჭყონდიდელმა ყანდურმა, პრაქტიკულად, დაუმორჩილებლობა გამოუცხადა მის უწმინდესობას, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს მას შემდეგ, რაც ე.წ. ციანიდის საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად მოგვევლინა “რუსთავი 2”-ში რესპონდენტის სახით. გახსოვთ, ალბათ, ამ ნაძირალას ქვეყნისა და ერის (რომ არაფერი ვთქვათ, კათალიკოს-პატრიარქზე) შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომ პატრიარქი ასაკის გამო ვეღარაფერს აკონტროლებს და საპატრიარქოს ერთპიროვნულად მართავს შორენა თეთრუაშვილი; რომ ილია მეორე საქართველოს ბოლო პატრიარქია და ა.შ.

სწორედ ამ ამბების გამო გაიმართა იმ ხანებში წმინდა სინოდის სხდომა, რომელზეც ილია მეორემ მეუფე პეტრეს ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩამოცილება მოითხოვა, მაგრამ წმინდა სინოდმა არ დააკმაყოფილა პატრიარქის მოთხოვნა და განჩინებაში მხოლოდ ის ჩაწერა, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დირექტორი გაათავისუფლეს საპატრიარქოს ტელევიზიის გენერალური დირექტორობიდან და მას აეკრძალა მასმედიის წარმომადგენლებისთვის ინტერვიუების მიცემა.

რაზე მეტყველებს წმინდა სინოდის ეს განჩინება? უწინარესად იმაზე, რომ წმინდა სინოდში მეუფე ყანდურთა ნაკლებობა არ არის. მათი ძალისხმევით არ დაკმაყოფილდა პატრიარქის მოთხოვნა, ამასთანავე, მეუფეპეტრეს არც უფიქრია მედიასთან კონტაქტის შეწყვეტა და დღემდე არა მხოლოდ მარჯვნივ თუ მარცხნივ არიგებს დედაეკლესიის ძირგამომთხრელ ტელე თუ საგაზეთო ინტერვიუებს, არამედ ამბიონიდან ისიც კი განაცხადა, ჭყონდიდის ეპარქიიდან ჩემი ჩამოშორების იდეას ერთმორწმუნე მეზობლისკენ მივყავართო. ეს, პრაქტიკულად, იმას ნიშნავს, რომ ილია მეორე, კრემლის აგენტი თუ არ არის, სულ ცოტა, რუსეთის პატრიარქ კირილის მითითებებს ასრულებს, რაც გაუგონარი თავხედური შეურაცხყოფაა ჩვენი სალოცავი და ჩვენზე მლოცველი პატრიარქისა.

როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, პეტრემ პრაქტიკულად შეაჩვენა სალომე ზურაბიშვილი. და ეს წმინდა ილია მართლის ლამის ციტირების ფოზე შეასრულა მეუფე ყანდურმა _ ილია ჭავჭავაძეს ქალაქის თავის არჩევნებზე თურმე(?) უთქვამს: არჩევენები ცოდვა-მადლის გარჩევის დროაო. და პეტრე-ყანდურმა, თავის მხრივ, ილია ჭავჭავაძის ნათქვამის ინტერპრეტაცია შემოგვთავაზა: სწორ არჩევანს გააკეთებ _ მადლია, ხოლო არასწორი _ ცოდვაო და იქვეგააიასნა”, რა არის სწორი, უწოდა რადაფრანგულ ქალბატონსსამშობლოს მოღალატე

მოკლედ, მეუფეპეტრე ჩასაფრებული ნაცია, რომელმაც ჩამოიხსნა ნიღაბი და, როგორც ამბობენ, უკვე ხმამაღლა ლაპარაკობს: “ქართულ ოცნებას” (წაიკითხე, ბიძინა ივანიშვილი) ძალიან ცოტა დრო დარჩა და მიშნაცები ხელისუფლებაში მალე დაბრუნდებიანო

ისე, თუნდაც მოხდეს არმოსახდენი და პრეზიდენტი თუ რომელიმე ნაცი გახდა, არა მგონია, უუფლებო პრეზიდენტმა ქვეყნის დაქცევა შეძლოს, თუნდაც იმიტომ, რომ საქართველოში თითქმის აღარაფერია დასაქცევი.

მთავარი ბრძოლები წინ არის _ ღმერთმა დიდი ხანი მისცეს, მაგრამ, როცა იქნება, პატრიარქი უკეთეს ქვეყანაში წავა და აი მაშინ ატყდება ფარული თუ ხილული შეტაკებები საპატრიარქოს შიგნით, წმინდა სინოდში მეუფე ყანდურთა და პატრიარქის მიერ თანამოსაყდრედ დადგენილი მეუფე შიოს მომხრეთა შორის და ამ ომში ყანდურთა მარცხი სულაც არ მოჩანს უეჭველი.

მაშ, სად არის გამოსავალი? ჩემი აზრით, უნდა უკუვაგდოთ ცრუ თეზა, რომლის მიხედვით სასულიერო პირს უფლება არ აქვს პოლიტიკაში ჩარევის. ეს მართებული არ არის, რადგან ისტორია იმაზე მეტყველებს, რომ მღვდელ-მონაზონნი (გრიგოლ ხანძთელისა და გიორგი ჭყონდიდელის სახელებიც კმარა მაგალითებად) არათუ ერეოდნენ პოლიტიკაში, არამედ საჭიროების შემთხვევაში ხმლით ეკვეთებოდნენ (თორნიკე ერისთავი) მტერს.

ეკლესიამ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში ეროვნულ ძალას დაუფარავად უნდა დაუჭიროს მხარი, ისევე, როგორც უჭერენ მხარს ევრო-ნაცებს მეუფე ყანდურნი. სად არის ასეთი ძალა? როგორც თავში ვთქვით, უფლის ნებით ხდება ყველაფერი და უფლის ნებით გამოჩნდება ასეთი ძალაც…

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here