Home ახალი ამბები სომეხმა თავდამსხმელმა ბაღში მძევლად 3 წლის ბავშვი დაიტოვა

სომეხმა თავდამსხმელმა ბაღში მძევლად 3 წლის ბავშვი დაიტოვა

831

სომხეთში საბავშვო ბაღში დანით შეიარაღებულმა პირმა აყვანილი მძევლებიდან ყველა გაათავისუფლა და მხოლოდ სამი   წლის ბავშვი დატოვა ტყვეობაში.

რუსული სააგენტო РИА-ს ცნობით, მცირეწლოვანის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დამნაშავესთან სომხური პოლიცია მოლაპარაკებებს აწარმოებს.

დანით შეიარაღებული კაცი საბავშვო ბაღს თავს ცოტა ხნის წინ დაესხა და მძევლად პერსონალი და ბავშვები აიყვანა, თუმცა მოგვიანებით ყველა გამოუშვა ერთი მცირეწლოვანის გარდა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here