Home ახალი ამბები მსოფლიო სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

73
სლოვაკეთში რუსული ვაქცინის გამოყენება დაიწყეს

სლოვაკეთი ევროკავშირის მეორე ქვეყანაა, რომელმაც მოსახლეობის ვაქცინაციისთვის რუსული ვაქცინასპუტნიკისგამოყენება დაიწყო.

ევროპის მედიკამენტების სააგენტოს რუსული ვაქცინის გამოყენების ნებართვა ჯერჯერობით არ გაუცია, მიუხედავად ამისა, სლოვაკეთმა ვაქცინა 26 მაისს დაამტკიცა.

ქვეყანას “სპუტნიკის” 200 ათასი დოზა აქვს. სლოვაკეთში მოსახლეობის ვაქცინაცია “ფაიზერის”, “ასტრაზენეკასა” და “მოდერნას” ვაქცინებით მიმდინარეობდა. სლოვაკეთის 5.4 მილიონი მცხოვრებიდან კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების ერთი დოზა მაინც 1.8 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს მიღებული, სრულად ვაქცინირებული კი 950 000 მოქალაქეა.

ipn.ge

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here