Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ასადმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

სირიის საპრეზიდენტო არჩევნებში ასადმა დამაჯერებლად გაიმარჯვა

74
ბაშარ ასადი ცოლთან ერთად
ბაშარ ასადი ცოლთან ერთად

ბაშარ ასადმა ამომრჩეველთა ხმების 95,1% მოაგროვა და სირიის პრეზიდენტის არჩევნებში გაიმარჯვა, _ განაცხადა სირიის პარლამენტის თავმჯდომარე ჰამუდა საბაგმა.

ასადს ხმა მისცა 13,5 მლნ-მა სირიელმა. მან ხმების დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა. ამომრჩეველი იყო 18,1 მლნ, კენჭისყრაში მონაწილეობდა 14,2 მლნ. ასადმა ხმების 95,1% მოაგროვა. ასადმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ქვეყნის ისტორიაში ახალი ეტაპის დაწყება გამოაცხადა. “მოდი, ხვალიდანვე დავიწყოთ მუშაობა ისეთი სირიის ასაშენებლად, როგორიც უნდა იყოს ის”, _ განაცხადა ბაშარ ასადმა.

სირიაში საპრეზიდენტო არჩევნები 26 მაისს გაიმართა. ასადი, რომელსაც პრეზიდენტის პოსტი 2000 წლიდან უკავია, კიდევ ერთხელ აირჩიეს 7-წლიანი ვადით.

ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here