Home ახალი ამბები მსოფლიო სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: დასავლეთი ეშმაკსაც კი შეაიარაღებს, თუკი ის რუსეთის...

სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე: დასავლეთი ეშმაკსაც კი შეაიარაღებს, თუკი ის რუსეთის წინააღმდეგ წავა

131

დასავლეთი უარს არ იტყვის ეშმაკის შეიარაღებაზეც კი, თუ ის რუსეთის წინააღმდეგი იქნება, _ განაცხადა სირიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ბაშარ ჯააფრიმ.

“ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა, მაგრამ უკვე გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ ნეონაცისტებს უკრაინაში იმ დროშებით, რომლებიც ევროპის აჩრდილად ითვლებოდა, და მხარს უჭერენ, მათ შორის სპეცსამსახურების დახმარებით”, _ განაცხადა სირიელმა დიპლომატმა. თანაც, მხარდაჭერა ხდება იმის მიუხედავად, რომ რამდენიმე ათეული წლის წინათ დასავლეთი ნაცისტების წინააღმდეგ რუსეთთან ერთად იბრძოდა.

დასავლეთი ნამდვილი მოკავშირე რომ ყოფილიყო, დღეს მხარს არ დაუჭერდა ახალ ნაცისტებს. სირიის არაბთა რესპუბლიკაში არ გამორიცხავენ, რომ დღეს თუ ხვალ უკრაინაში “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებს გაგზავნიან.

vesti.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ლუკა მაისურაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here