Home ახალი ამბები მსოფლიო სირიელთა შურისძიება: ჰამაში აია-სოფიას ააგებენ

სირიელთა შურისძიება: ჰამაში აია-სოფიას ააგებენ

2505
სირიელთა შურისძიება: ჰამაში აია-სოფიას ააგებენ

აიასოფიას მეჩეთად ხელახლა გადაკეთების პასუხად სირიის პროვინცია (მუჰაფაზა) ჰამაში ააშენებენ აიასოფიას ტაძრის რეპლიკას. ტაძრის აშენებაში სირიელებს რუსები დაეხმარებიან, _ იუწყება ორგანიზაცია Middle Fast Monitor.

როგორც ლიბანური საინფორმაციო სერვისი Al-Modon-ი წერს, წმინდა ტაძრის აგების ინიციატივა ეკუთვნის პროვინციის მილიციის უფროს ნაბეულ ალ-აბდულას, რომელმაც ადგილი გამოყო ტაძრის ასაშენებლად. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ჰამის ეპისკოპოს ნიკოლას ბაალბაკისგან თანხმობის მიღების შემდეგ გეგმა წარუდგინეს სირიაში რუსეთის არმიას, _ იუწყება Middle Fast Monitor-ი.

ცნობილი ტაძრის რეპლიკას ააგებენ ას-სუკაილაბიაში, სადაც ბერძენი მართლმადიდებლების დიდი თემი ცხოვრობს. Middle Fast Monitor-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისტორიული ტაძრის რეპლიკის აგება განიხილება, როგორც ჟესტი შურისძიებისა თურქეთის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს სირიელ ამბოხებულებს სირიის სამოქალაქო ომში. ეს, აგრეთვე, არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის სიმბოლური ჟესტი სირიელი ქრისტიანების მიმართ.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here