აია–სოფიას მეჩეთად ხელახლა გადაკეთების პასუხად სირიის პროვინცია (მუჰაფაზა) ჰამაში ააშენებენ აია–სოფიას ტაძრის რეპლიკას. ტაძრის აშენებაში სირიელებს რუსები დაეხმარებიან, _ იუწყება ორგანიზაცია Middle Fast Monitor–ი.
როგორც ლიბანური საინფორმაციო სერვისი Al-Modon-ი წერს, წმინდა ტაძრის აგების ინიციატივა ეკუთვნის პროვინციის მილიციის უფროს ნაბეულ ალ-აბდულას, რომელმაც ადგილი გამოყო ტაძრის ასაშენებლად. ბერძნული მართლმადიდებელი ეკლესიის მიტროპოლიტის, ჰამის ეპისკოპოს ნიკოლას ბაალბაკისგან თანხმობის მიღების შემდეგ გეგმა წარუდგინეს სირიაში რუსეთის არმიას, _ იუწყება Middle Fast Monitor-ი.
ცნობილი ტაძრის რეპლიკას ააგებენ ას-სუკაილაბიაში, სადაც ბერძენი მართლმადიდებლების დიდი თემი ცხოვრობს. Middle Fast Monitor-ის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ისტორიული ტაძრის რეპლიკის აგება განიხილება, როგორც ჟესტი შურისძიებისა თურქეთის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს სირიელ ამბოხებულებს სირიის სამოქალაქო ომში. ეს, აგრეთვე, არის სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის სიმბოლური ჟესტი სირიელი ქრისტიანების მიმართ.
iarex.ru–ზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა ნიკა კორინთელმა
sheuzvret amerikelebs shav sajdomshi da rusebs movtxovot gvino gagviyideo duraki xar sheno