Home ახალი ამბები მსოფლიო სიკვდილის კულტის სპირალი

სიკვდილის კულტის სპირალი

840
აქცია

ამ სათაურით გამოაქვეყნა ახლახან გამოცემა ჩოუნტერ Pუნცჰმა ჰიროიუკი ჰამადას წერილი.

რუსი ოლიგარქები _ ეს  აშშ-ის პოლიტიკური ჩარევის შედეგია, რომელმაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ამერიკა არა მხოლოდ ჩაერია სსრ კავშირში მიმდინარე პროცესებში, არამედ გაანადგურა იგი. აშშ-ის დახმარებით განხორციელებული გადატრიალებისას დაიღუპა ათასობით ადამიანი, ქვეყანა კი “ოლიგარქებმა” გაყიდეს. მხოლოდ ვლადიმერ პუტინმა არ მოისურვა ყველაფრის გაყიდვა. სწორედ ამიტომაა იგი მიჩნეული “ბოროტებად” ამერიკელი ოლიგარქების მიერ.

და სწორედ ამიტომ გაჩნდნენ ჩვენთან მორგან ფრიმანის მსგავსი ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ აშშ ებრძვის რუსეთს. კონფლიქტის ასეთი გაღვივება ფრიმენის მხრიდან საზიზღარი საქმეა, მაგრამ ერთ რამეში ის მართალია: ამერიკა ნამდვილად ებრძვის რუსეთს, რადგან აშშ-მა თვითონ შექმნა სტრუქტურა სახელწოდებით “ალ-ქაიდა”, რომელსაც რუსეთი სირიაში ებრძვის.

როგორც მახსოვს, აშშ-მა ტერორიზმის წინააღმდეგ ომი “ალ-ქაიდასთან” ბრძოლის საბაბით დაიწყო. ჩვენ გვითხრეს, რომ სწორედ ეს დაჯგუფება იდგა 11 სექტემბერს განხორციელებული ტერაქტების უკან, მაგრამ ეს, ბევრის აზრით, იყო მიზეზი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისთვის ნავთობის მოსაპარავად, ნავთობდოლარების დასაცავად და არასასურველი რეჟიმების მოსაცილებლად. ამჟამად კი ვხედავთ, რომ აშშ სირიაში იბრძვის იმ მიზნით, რათა ნავთობსაბადოები გადასცეს დასავლეთის მიერ მხარდაჭერილ ექსტრემისტებსა და სეპარატისტებს.

დასავლეთის ქვეყნები გამუდმებით ებრძვიან ტერორისტებს, რომლებიც თავად გაწვრთნეს, აღჭურვეს და დააფინანსეს. აშშ მათ სხვადასხვა ქვეყანაში შესაჭრელად და მსოფლიოში სამხედრო ბაზების შესაქმნელად იყენებს. ამერიკას უკვე აქვს 900 სამხედრო ბაზა და ჯაშუშობის 17 ცენტრი.

ამჟამად აშშ ბომბავს შვიდ ქვეყანას, მონაწილეობს გლობალურ დაზვერვაში, საიდუმლო ოპერაციებსა და პროპაგანდისტულ კამპანიებში. ეს ყველაფერი კი ეკონომიკური ჰეგემონობის მხარდასაჭერად კეთდება. აშშ-ის კოლონიური პოლიტიკის შედეგად დაიღუპა 25-დან 35 მილიონამდე ადამიანი და დედამიწის ყოველი მეასე მოქალაქე ლტოლვილად იქცა. მასმედია კი თავს გვახვევს მოსაზრებას, რომ ჩვენ უნდა ვუფრთხოდეთ “რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხეს”. ისეთი ადამიანები, როგორებიც არიან მარკ ცუკერბერგი, ძმები კოხები (კორპორაცია Koch Industries) ან დონალდ ტრამი, კაპიტალიზმის იმპერიის პრინციპების განსახიერებად წარმოგვიდგებიან. კაპიტალიზმის ეს ოსტატები სულაც არ არიან სულელები. მათ ყველაფერი ზუსტად აქვთ გათვლილი. იციან, რომ ზღაპრები უცხოური მუქარის შესახებ ერთადერთი საშუალებაა ყველა თავიანთი ალოგიკური ქმედების გასამართლებლად. სიმდიდრისა და ძალაუფლების ეს ცოცხალი განსახიერებანი, აგრეთვე, ჰოლივუდის სუროგატული სახელგანთქმული ვარსკვლავები დაკავებულნი არიან სიკვდილის კულტის პროპაგანდით და ამერიკის შეერთებული შტატების არსებობის განუყოფელ ნაწილად წარმოგვიდგებიან.

იმპერიალისტებისთვის ბირთვული ომი და კლიმატის ცვლილება არავითარ რისკს არ წარმოადგენს. წარმოიდგინეთ, რა შეიძლება მოჰყვეს ბირთვულ აფეთქებას ნიუ იორკის, ბოსტონის ან ვაშინგტონის თავზე, თუ გავიხსენებთ, რომ 11 სექტემბრის ტერაქტები ახლო აღმოსავლეთში ომების გაჩაღების კატალიზატორი გახდა; ან როგორ დაეხმარა ქარიშხალი “ქათრინი” მთელი რაიონების გარდაქმნას და ახალი კორპორაციების შექმნას. ადამიანების ტკივილი და წამება დღევანდელი ეკონომიკური სისტემისთვის მიგებას ნიშნავს.

ახლა გესმით, რას ნიშნავს “სიკვდილის კულტი”? კაპიტალიზმის სასიკვდილო სპირალი ემუქრება ჩვენს სიცოცხლეს და სწორედ ეს იმპულსი, რომელსაც ბირთვული ომისა და კლიმატის ცვლილებისკენ მივყავართ, აუცილებელია ამ სისტემის შესანარჩუნებლად, რომლის საფუძველშიც წესრიგისადმი მორჩილება დევს  და რომელიც გვანადგურებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here