Home ახალი ამბები მსოფლიო სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზადაა

სერგეი ლავროვი: რუსეთი საქართველოსთან ურთიერთობის აღსადგენად მზადაა

“სტრატეგიული მეგობარი” კი რუსებთან დალაპარაკებასაც არ გვანებებს

250

თუ საქართველო რუსეთთან, როგორც თავის მეზობელთან, ნორმალურად ცხოვრებისთვის მზადაა, მოსკოვი ურთიერთობების აღსადგენად მზადაა”, _ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

“თუ საქართველოს ნამდვილად სურს არ გაითამაშოს რუსეთის კარტი დასავლეთის მფარველობის შესანარჩუნებლად და ჩვენთან, როგორც მეზობლებთან, ნორმალური ცხოვრება სურს, ამისთვის მზად ვართ ნებისმიერ დროს”, _ აღნიშნა ლავროვმა. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კიდევ ერთხელ გაიხსენა თბილისში, საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომა და იმხანად განვითარებული მოვლენები.

“განზრახული გვქონდა, გვეპასუხა ქართველი მეზობლისთვის, როცა მათ უვიზო რეჟიმი შემოიღეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. თავდაპირველად მაინც ვაკვირდებოდით, რა ხდებოდა და, რა თქმა უნდა, არავის ვუკრძალავთ საქართველოში ჩასვლას. დაახლოებით წელიწად-ნახევრის წინათ მზადაც კი ვიყავით საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოსაღებად, მაგრამ მოხდა არასასიამოვნო ინციდენტი, უხეში პროვოკაცია რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წინაღმდეგ თბილისში საპარლამენტთაშორისო მართლმადიდებლობის ასამბლეის სხდომაზე”, _ განაცხადა სერგეი ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მყისვე გამოეხმაურა “საქაართველოს სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობრის”, აშშ-ის ელჩი საქართველოში _ კელი დეგნანი, რომელმაც ქართველები დაგვაკვალიანა (აბა, რა!) _ სანამ ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ ნაბიჯს ოკუპირებულ ტერიტორიების მიმართ, კრემლიდან წამოსულ განცხადებებს დიდი წონა არ აქვსო.

მისი შეფასებით, ქართველებს კრემლიდან წამოსული ასეთი განცხადება არაერთხელ მოუსმენიათ და უფრო დამაჯერებელი იქნებოდა, თუ ამ განცხადებებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან გასვლა და ოკუპირებული ცხინვალისა და აფხაზეთის აღიარების შეწყვეტა მოჰყვებოდა. ასე რომ, “მეგობარმა” აშშ-მა კიდევ ერთხელ აგვიკრძალა რუსეთთან არათუ დალაპარაკება, არამედ მისკენ გახედვაც კი.

როგორც რუსი ბარდის, ვლადიმერ ვისოცკის, სიმღერაშია: “Жираф болышои, ему видней”!

მოამზადა                                             

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here