Home ახალი ამბები მსოფლიო სერბეთსაც მიადგნენ

სერბეთსაც მიადგნენ

450
სერბეთსაც მიადგნენ

საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშის ელჩი _ სემ ბრაუნზეკი სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქ ირინეი სერბელს ეწვია. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ამერიკის ელჩი სერბეთში _ ენტონი გოდფრი და მისი თანაშემწე.

შეხვედრის თემის შესახებ საპატრიარქო არ იუწყება, მაგრამ მიმომხილველები მიიჩნევენ, რომ უთუოდ ისაუბრეს სერბეთის პატრიარქ პავლეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისადმი დამოკიდებულების შესახებ.

ანალოგიური შეხვედრა გაიმართა ათენისა და სრულიად ელადის არქიეპისკოპოსის მიერ მოწვეული სინოდის საგანგებო სხდომის წინა დღით. შეხვედრა ისე სასწრაფოდ დაინიშნა, რომ სინოდის რამდენიმე წევრმა ჩასვლა და დასწრება ვერ მოახერხა. სხდომის შედეგი ცნობილია _ უკრაინის “რასკოლნიკური” ეკლესიის აღიარება.

საბერძნეთისა და სერბეთის პარალელურად, აშშ ბალკანეთის სხვა ქვეყნებსაც სტუმრობს. ოქტომბერში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ჩრდილოეთ მაკედონიაში ჩავიდა და იქაც რასკოლნიკების მხარდასაჭერად “იქადაგა”. იყო ოხრიდშიც, სადაც იქაურ “მაკედონიის მართლმადიდებელი ეკლესიის” (ესეც “რასკოლნიკურია”) არქიეპისკოპოს სტეფანე ველიანოვსკის ესაუბრა.

უფრო ადრე კი, როგორც საბერძნეთის მართლმადიდებელი სააგენტო ღომფეა იუწყება, პომპეო ეწვია ჩერნოგორიას, სადაც სერბეთის ეკლესიას ჩერნოგორიის პრობლემები აწუხებს. წლეულს, მარტში, ახლო აღმოსავლეთში ყოფნისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა ბეირუთელ მიტროპოლიტ ილიასთან (ანტიოქიის საპატრიარქო).

მიმომხილველებმა ეს ვიზიტი შეაფასეს, როგორც აშშ-ის მორიგი მცდელობა, გათიშოს ერთ-ერთი უძველესი ადგილობრივი მართლმადიდებელი ანტიოქიის ეკლესია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here