Home ახალი ამბები საქართველო “საქართველო და მსოფლიო” და ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა

“საქართველო და მსოფლიო” და ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა

244

არსებითი ნიშანი ეროვნებისა,

მისი სული და გული ენაა”.

 ილია ჭავჭავაძე

ჩვენი ჯერხანად უკურნებელი ტკივილი და ძალიან მწვავე ტკივილიც ის არის, რომ ჩვენის ქვეყნის სწავლაგანათლების საქმე მეტად ცუდად არის მოწყობილი და პატრონი არ არის, რომ ყურადღება მიაქციონ და, რაც შეიძლება, შესცვალონ და გაასწორონ” _ ილია ჭავჭავაძის ამ გულისტკივილს ყავლი არ გასვლია, თუმცა, იმ პერიოდისგან განსხვავებით, დღეს საქართველოში ბევრია უმაღლესი განათლების დიპლომითხელდამშვენებულიადამიანი, რომლებმაც წესიერად წერაკითხვაც კი არ იციან. ჰოდა, ჩვენი საქმეც ამ რეალობის შესაბამისად  არის აწყობილი

ილიამ _ “საცა ცოდნა არ არის, იქ კაცი არ არის, საცა კაცი არ არის, იქ საზოგადოებაც არ არის, და, საცა საზოგადოება არ არის, იქ არც ხალხია. ეს უნდა თითზე დავიჭდიოთ, ეს უნდა დღე-და-ღამ გუნებაში ვიქონიოთ, ამას უნდა მივეცნეთ ყველანი ერთად და თვითოეულად ცალკე ყოველის ჩვენის შეძლებითა და ღონითა”-ო, რადგან “დღევანდელის მომდურავებმა ხვალინდელი დღე მაინც კარგი გავითენოთ”-ო.

რადგან “არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი სული და გული ენაა”, საკუთარი სახის შენარჩუნებასა და განათლებაზე ზრუნვა სწორედ მისი დაცვითა და საფუძვლიანად შესწავლითაა შესაძლებელი. ასე მოიქცა დიდი ილიაც, როცა ჟურნალიივერიადააარსა და ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლა დაიწყო.

იმხანადივერიასცხარე პოლემიკა მოუხდა ქართული ენის მტრებთან, კონკრეტულ ადამიანებთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან და მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებთან, მაგრამ არავისთვის არაფერი შეურჩენიაუკან არ დაუხევია, ეს ბრძოლა არც ერთი წუთით არ შეუწყვეტია _ “ივერიამაღმართა სკოლასა თუ საზოგადოებაში ქართული ენის უფლებებისთვის ბრძოლის დროშა. ასე უნდა მოვიქცეთ ჩვენც.

უპირველესად იმ სიტყვებსა და ფრაზებზე გავამახვილებთ ყურადღებას, რომლებიც ყველაზე ხშირად გვესმის ან დამახინჯებულად, ან სრულიად უადგილოდ. დავიწყოთ მისალმებით.

დიახ, .

მოგესალმებით!” _ ტელეეკრანზე გამოჩენისთანავე ესა თუ ის პიროვნება (და ისინი არც თუ ისე ცოტანი არიან) ასე მოგვმართავს, ანუ გვპირდება, რომ მოგვესალმება, მაგრამ ისე  დაასრულებს ხოლმე საუბარს, არც გამარჯობას ამბობს, არც დილა მშვიდობისას, არც საღამო მშვიდობისას ერთი სიტყვით, მოსალმება ავიწყდება. უფრო სწორად, მათ მოსალმება კი არ ავიწყდებათ, არამედ ეს ჰგონიათ მისალმება და წარმოდგენაც კი არ აქვთ, რომ მოგესალმებით“  მხოლოდ და მხოლოდ დაპირებაა, მისალმება კი _ გამარჯობა, გაგიმარჯოს, დილა მშვიდობისა, დღე მშვიდობისა, საღამო მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა, მწუხრი მშვიდობისა.

ეტყობა, ამ ადამიანებს თავის დროზე სკოლაში არ ასწავლეს ან თვითონ იზარმაცეს და არ ისწავლეს, რომ „მოგესალმებით“ მომავალი დროის გამომხატველია. რას ვიზამ? _ მოგესალმებით (ისევე, როგორც მოგიყვებით, მოგიტანთ, მოგართმევთ და ა.შ.), ანუ მომავალში გავაკეთებ ამასო.

მაგრამ, მაინც და მაინც თუ გვინდა, სიტყვა „სალამი“ გამოვიყენოთ და ისე მივესალმოთ შეკრებილ საზოგადოებას,  უნდა ვთქვათ და ვწეროთ:

სალამი ყველასდა არამოგესალმებით ყველას“.

ნუთუ ასე რთულია ეს ყველაფერი?!

რა თქმა უნდა, არა! აქ მხოლოდ ცოტაოდენი დაფიქრებაა საჭირო, ანუ სიტყვისა და გამოთქმის ნამდვილი შინაარსის გარკვევა და გამართული ქართულიც ხელთ გვექნება.

იმედია, ჩვენი მოკრძალებული შენიშვნა დაკვირვებულ მკითხველს არ ეწყინება, დაუკვირვებელი უწიგნურისთვის კი ეს  მცირედი განმარტება, ალბათ, კედელზე ცერცვის შეყრასავით იქნება, სამწუხაროდ.

***

დადგა ზაფხული და  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სასტუმროების მეპატრონეები ტურისტებს სულმოუთქმელად ელოდებიან.

ხშირად წააწყდებით  სოციალურ ქსელებში ასეთ წინადადებას:

გაიხსნება სასტუმროები, რომლებმაც შემოწმება გაიარეს”.

ამის დამწერს თუ დავუჯერებთ,  სასტუმროებიც დადიან; წარმოუდგენელი რამ არის! თუმცა ჩვენი მოკალმეები რას აღარ აადგმევინებენ ფეხს, თუკი მოინდომებენ, და ამას გააკეთებენ ზედმეტი ფიქრისა და შრომის გარეშე.

ეს არაქართული წინადადება, ქართული ასოების გამოყენებით დაწერილი, ქართულად ასე ითქმის და იწერება:

სასტუმროები შემოწმებულია და მზადაა სტუმრების მისაღებად“.

***

გვაპატიოს განათლებულმა  და კარგმა მოქართულე მკითხველმა, რომ ისე ვესაუბრებით, როგორც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს, მაგრამ სხვა გამოსავალს ამ სიტუაციიდან ვერ ვხედავთ. ისიც დიდი მიღწევა იქნება, თუ უაზროდ დაზეპირებული არასწორი ფრაზების ნაცვლად ჩვენი ძალისხმევის შემდეგ  ჩვენი კოლეგა ვაიმოკალმე თუნდაც თითო-ოროლა ჟურნალისტისგან  ამის შემდეგ გრამატიკულად სწორ ფრაზებს  გავიგონებთ.

დაიმახსოვრეთ:

განმარტება გააკეთადაგანცხადება გააკეთაქართულად ასე ითქმის და იწერება:

განმარტა“!

განაცხადა“!

მაგრამ, განცხადება თუ დაწერილია და კითხულობს ვინმე, უნდა ვთქვათ და ვწეროთ: „წაიკითხა განცხადება“.

***

თუ ასე გაგრძელდა, საქართველო ქართველების გარეშე დარჩება…” _ ეს ფრაზა ერთ-ერთი პროფესორის ინტერვიუდანაა, მაგრამ არც კორესპონდენტს და არც რესპონდენტს არც თვალში და არც ყურში უხეშად არ მოხვედრიათ სიტყვა გაგრძელდა.

სამწუხაროდ!

როცა მომავალზე საუბრობ, რატომ უნდა თქვა გაგრძელდა, ის ხომ წარსულის ფორმაა?!

წარსულ და მომავალ გრამატიკულ დროებს ერთმანეთისგან რომ ვერ გაარჩევენ უმაღლესი სასწავლებლის პედაგოგი და ჟურნალისტი, ამაზე მეტი უბედურება რაღა უნდა იყოს მშობლიური ქართულისთვის?!

არადა, ამ ქვეყანაში ყველა პროფესორია ან საპროფესოროდ შემზადებული; მათ „კალამიც ძალიან უჭრით“ და  წიგნების ავტორებიც არიან… წიგნების, რომლებსაც თავიანთ სტუდენტებს სახელმძღვანელოებად აჩეჩებენ და ისინიც ისე სწავლობენ, რამდენადაც ეს ამ ვაიმოქართულეთა  ნაცოდვილარითაა შესაძლებელი.

***

რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?“ _ მსგავსი შეკითხვა, ალბათ, არა ერთხელ დაუსვამთ ჟურნალისტებს თავიანთი რესპონდენტებისთვის ინტერვიუს ჩაწერისას, მაგრამ იმაზე კი არ დაფიქრებულან, არის თუ არა ეს გრამატიკულად სწორი ფრაზა.

რა თქმა უნდა, არ არის!

როცა რესპონდენტს ეკითხებით, მომავალში რას აპირებს, ცხადია, ზმნის ფორმაც მომავლისა უნდა იყოს, ანუ შეცვლიდით (რას იზამდით? წარსულის ფორმაა) კი არა, უნდა თქვათ შეცვლით (რას იზამთ? მომავლის ფორმაა). მსგავს შეცდომებს, სამწუხაროდ, სკოლის პედაგოგებიც უშვებენ, როცა მოსწავლეებს დასაწერად აძლევენ თემას სათაურით: „რას შეცვლიდით…“. ისევ ვიმეორებ: ეს ზმნა მომავალი დროის ფორმით უნდა გამოვიყენოთ, ანუ ბავშვებმა უნდა შეცვალონ რაღაც ხვალ და ზეგ (და არა გუშინ), მაგრამ ქართული ენის ცუდადმცოდნენი   მომავალი დროის ფორმის ნაცვლად იყენებენ წარსული დროის ფორმას და მივიღეთ  კიდეც აბდაუბდა შეკითხვა: დღევანდელ საქართველოში ადრე რას შეცვლიდით?

ძალიან სამწუხაროა ეს ყველაფერი თუნდაც იმიტომ, რომ ასე ბავშვები სკოლაშივე ეჩვევიან გაუაზრებელ მეტყველებასა და წერას;

სამწუხაროა, რომ  ეს შემთხვევით არ ხდება, ეს ხდება ქართული ენისა და ლიტერატურის არაერთი მასწავლებლის, ჩვენი ინსტიტუტებისა და უნივერსიტეტების პროფესორ-მასწავლებელთა მიერ ქართული ენის ცუდად ცოდნის გამო.

***

ახლახან წავიკითხე სამწუხარო ინფორმაცია: ბანკეტზე მიმავალი  მე-12 კლასელები რიონში გადავარდნენო.

ჯერ ერთი, ეს გოგო-ბიჭები გზაზე (გზად) მიდიოდნენ და მდინარე რიონში კი არ გადავარდნენ, გადაცვივდნენ.

რატომ?

 თუ მხოლობით რიცხვში ვამბობთ და ვწერთ, მაგალითად, კითხულობს, მრავლობითიც, წესისამებრ, შესაბამისი სუფიქსის დამატებით ეწარმოება და გვაქვს კითხულობენ. მაშინ რატომაა შეცდომა გადავარდნენ? _ იკითხავს ამის დამწერი.

იმიტომ, რომ ქართულში გვაქვს ისეთი ზმნებიც, რომლებიც საერთო წესს არ ემორჩილება და მათი დამახსოვრებაა საჭირო. მაგალითად: აგდია ქვა _ ყრია ქვები. შესაბამისად,  ერთი  (ბიჭი) გადავარდება; ორი ან ორზე მეტი (ბიჭები) _ გადაცვივდებიან, მაგრამ უსულო საგნები (ჭურჭელი, ქაღალდები…) გადაცვივდება.

და კიდევ: ბანკეტზე სიარული ვის გაუგონია, ისიც მანქანით?!

სიარული შეიძლება გზაზე, ბაგირზეც კი, მაგრამ ბანკეტსა და სუფრაზე, რა თქმა უნდა, არა!

უნდა ვთქვათ: ბანკეტი, ანუ წვეულება ჰქონდათ და (იქ) მიიჩქაროდნენ.

 მე ის მიკვირს, ასე ერთნაირიქართულისად და ვისგან ისწავლეს ამმსუბუქადგანათლებულმა მოკალმეებმა?!

ოღონდ რამე დაწერონ და სულერთია, როგორ დაწერენ.

***

“ულტრალიბერალური ღირებულებების ასე ხელაღებით თავსმოხვევა არ შეიძლება. ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამ, უნდა გამოიკვლიო ერის მენტალიტეტი და წარსული”, _ ამ თვალსაზრისს სრულიად ვეთანხმები, მაგრამ რა შუაშია აქ ვიდრე? როგორც ჩანს, ამ პატივცემულმა ადამიანმა არ იცის ერთი უბრალო ჭეშმარიტება: ვიდრე გამოიყენება შედარებისას. მაგალითად, ეს ახალგაზრდა უფრო ჭკვიანია, ვიდრე მისი პროფესორი. ზემოთ მოცემულ ტექსტში კი უნდა ეწეროს: “ულტრალიბერალური ღირებულებების ასე ხელაღებით თავსმოხვევა არ შეიძლება. სანამ ამ ნაბიჯს გადადგამ, უნდა გამოიკვლიო ერის მენტალიტეტი და წარსული”.

დაიმახსოვრეთ: ვიდრე და სანამ სინონიმები არ არის!

***

ისინი ვიღაცისგან იყვნენ მართულნი”. იყვნენ მართულნი რუსულის კალკია. ქართულად ასე ითქმის: მათ ვიღაც მართავდა.

წლებია, საქართველო პოლიტიკური პარტიების ბრძოლის ველია მხოლოდ. ამის გამო ვერც ქვეყნის ეკონომიკა ვითარდება, ვერც სოფელი დადგა ფეხზე და ვერც ქალაქმა იხეირა; მეტიც _ საქართველოში გაიზარდა არაქართველი მოსახლეობის წილი და ქართულ ენასაც წყალი შეუდგა. 

როგორც ილია იტყოდა ასეთ შემთხვევაში, “ჩვენის ქვეყნის სწავლა-განათლების საქმე მეტად ცუდად არის მოწყობილი”, პატრონი არ ჰყავს, რომ ყურადღება მიაქციოს და რაც შეიძლება შესცვალოს და გაასწოროს. რადგან წყალი სათავეშია ამღვრეული, დღეს, უპირველესად, სასკოლო სახელმძღვანელოები უნდა გადაიხედოს, გასასწორებელი გასწორდეს და შესაცვლელი შეიცვალოს. ამაზე გაზეთ “საქართველო და მსოფლიოშიც”  ვწერდით და აქაც ვისაუბრებთ, იქნებ ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ამ საქმის მოსაგვარებლად რაღაც ნაბიჯები მაინც გადაიდგას.

რუბრიკას უძღვება დარეჯან ანდრიაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here