Home ახალი ამბები საქართველო საქართველოში სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობით მეორე ფრონტი გაიხსნა

საქართველოში სალომე ზურაბიშვილის მთავარსარდლობით მეორე ფრონტი გაიხსნა

303

სხვა რა შეიძლება ეწოდოს პრეზიდენტის ბრიუსელიდან გაკეთებულ განცხადებას, რომელიც მან ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შეურაცხმყოფელ და დამამცირებელ რეზოლუციას მოაყოლა _ აშკარა ტყუილებით გაჯერებული რეზოლუციას, რომელშიც ჩაწერილი იყო, მოკლედ თუ ვიტყვით, ასეთი აღმაშფოთებელი რამ: ევროპა გინდათ? მაშინ დაუყოვნებლივ გადაიყვანეთ კერძო კლინიკაში დემოკრატიის შუქურა, სიმულანტი ექსპრეზიდენტი სააკაშვილი და ციხიდან გამოუშვით თავისუფალი მედიის მანათობელი ვარსკვლავი, ტელესაროსკიპოს დირექტორი ნიკა გვარამია

  სააკაშვილი კერძო კლინიკაში კარგა ხნის გადაყვანილია, რაც იმის დასტურია, რომ ევროპარლამენტის იმ 308 დეპუტატთაგან უმრავლესობას, რომელმაც მხარი დაუჭირა ზემოაღნიშნულ რეზოლუციას, წაკითხულიც არ ჰქონდა მისი პროექტი და ბრმად, პარტიული ბოსების მითითებით მისცეს მას ხმა; ბოსების, რომლებიც, დიდი ხანია, ნაყიდი ჰყავს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ქვეყნის ბიუჯეტიდან, ანუ რიგითი ქართველების ჯიბიდან ამოღებული ფულით. რეზოლუცია იქით იყოს და სწორედ ამიტომ „ვერ ხედავდნენ“ კუბილიუსები, პავილიონისები, ფოტიგები, გრეგორიევები და სხვა ევროპელი ნაძირალები, რა ხდებოდა 9 წლის განმავლობაში საქართველოს ციხეებში თუ მის გარეთ. ერთი სიტყვით, ზემოხსენებულმა ქართველი ერის შეურაცხმყოფელმა რეზოლუციამ საზოგადოების უმრავლესობის აშღფოთება გამოიწვია; უმცირესობამ კი პირიქით _ მეფე ერეკლეს, დავით აღმაშენებლისა და სხვა საამაყო ისტორიული გმირების მაგინებელთა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მისი საჭეთმყრობელის, კათოლიკოსპატრიარქის შეურაცხმყოფელთა წრეებმა, რომლებსაც ოპოზიციასაც ეძახიან, სიხარულის ბუკი და ნაღარა სცეს.

რაც შეეხება მმართველ “ქართულ ოცნებას”, თუ არ ჩავთვლით დიმიტრი ხუნდაძის კაცობას, მათი მხრიდან, ძირითადად, სავალდებულო პათოსის ნაკლებემოციური განცხადებები გაკეთდა. დიმიტრი ხუნდაძემ კი  დაახლოებით ასეთი რამ განაცხადა: თუ შეურაცხმყოფელი პირობებით აპირებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის მონიჭებას, ამ სტატუსზე საქართველომ  უნდა თქვას უარიო. ამ განცხადებამ ლამის გააცოფა ე.წ. არასამთავრობო სექტორი, რომლის წინაშეც გია ვოლსკიმ, ქალაქური ჟარგონით თუ ვიტყვით, „ტექნიკურად დაზადნა“ და ეს იმ დროს, როცა სახალხო დამცველით დაწყებული, მთელი არასამთავრობო სექტორი და ნაცკლასტერი დიმიტრი ხუნდაძის ლამის ლინჩის წესით დასჯას მოითხოვდა.

 ბრიუსელში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ამ ფონზე გააკეთა განცხადება, რომელიც, რომ იტყვიან, ერთი-ერთზე ჯდება ევროპარლამენტარების რეზოლუციის პათოსში: გვარამია იქნება, სააკაშვილი თუ ბიძინა ივანიშვილი, საქართველო ერთ კაცს არ უნდა გადავაყოლოთ“…

რას ნიშნავს, ქალბატონო პრეზიდენტო, ეს? შეიძლება გძულდეს ივანიშვილი, შეიძლება რაღაცაში არ ეთანხმებოდე ან პირიქით, მაგრამ გვარამიას, სააკაშვილისა და ივანიშვილის ერთ სიბრტყეში (თუ ასე თქმა უპრიანია) განხილვა, მით უმეტეს, თქვენგან, სულ ცოტა, უსინდისობაა.

სამაგიეროდ ეს ეამა ე.წ. სახალხო დამცველ ლომჯარიას, სოროსელ კაპიტან ეკა გიგაურს და სრულიად არასამთავრობო სეტორს, რომელიც მეხუთე კოლონაა საქართველოში, ხოლო სალომე ზურაბიშვილი _ კოლექტიური დასავლეთის მიერ საქართველოში ჩანერგილი ე.წ. გავლენის აგენტი, რომლის სიმპათია უსამშობლო ხალხით დაკომპლექტებული არასამთავრობო სექტორისადმი სულ უფრო აშკარა ხდება, იქამდეც კი, რომ  პრეზიდენტს მისივე ნათქვამი ცნობილი ფრაზა „არა და არასოდეს“ შეიძლება დაავიწყონ და ქალბატონმა სალომემ ერთ მშვენიერ დღეს სააკაშვილი შეიწყალოს. მერე ნახეთ ცოტა ხნის წინათ „მომაკვდავი“ პრეზიდენტის ნავარდი ევროპასა თუ ამერიკაში.

აქვე მინდა, არა ნიშნის მოგებით, არამედ მეგობრულად  გოგა ხაინდრავას შევახსენო საპრეზიდნტო არჩევნების წინ ტელედებატებში ნათქვამი: გრიგოლ ვაშაძე ძველი “კაგებეშნიკია”, ხოლო სალომე ზურაბიშვილი _ მენშევიკი ემიგრანტების ოჯახში ქართულად აღზრდილი პატრიოტი და მათი ერთმანეთთან შედარება როგორ შეიძლებაო. ამის შემდეგ ზურაბიშვილის გამარჯვებაში დარწმუნებულმა, ხმების დათვლამდე თეთრი ვარდების უზარმაზარი თაიგულით გამარჯვება მიულოცა მეორე ტურში ძლივს გასულ სალომეს და, რომ არა მეორე ტურშიპატრიოტთა ალიანსისმიერ გამოყვანილი ქუდზე კაციგენეტიკურად მოღალატე მენშევიკების ნაშიერის გამარჯვება სათუო იქნებოდა.

სალომე ზურაბიშვილმა ანტიეროვნული, შეიძლება ითქვას, მაბეზღარა განცხადებები გააკეთა ევროპის დედაქალაქ ბრიუსელში _ ღარიბაშვილი მიშლის ხელს, თორემ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად უკრაინასა და სხვა ქვეყნებში ჩასვლაც მინდოდაო. სახალხო დამცველი კი დაუფარავად აცხადებს, რომ სააკაშვილის პირადი დამცველია. ამაზე ქოცებს „გველის კაჭრობა“ ემართებათ, _ ასეთი რამ გაგონილა სადმეო?! იმას კი არავინ კითხულობს, საიდან ასეთი მართლაც გაუგონარი პარადოქსი. ჰოდა, აქედან გამომდინარე, ერთ რიტორიკულ კითხვას დავსვამ: რისი ან ვისი ბრალია ეს ყოველივე? სახალხო დამცველად თქვენი არჩეული თუ დანიშნული არ არის ნინო ლომჯარია?  მის გარდა ხომ კიდევ 2 კანდიდატი იყო: ერთი _ ფრანგულ ჟურნალისტიკაში მოღვაწე გიორგი ფოფხაძე და მეორე _ დამოუკიდებელი კვოტით, 8  შვილის მამა დიმიტრი ლორთქიფანიძე. მან პარლამენტს მხარდამჭერთა 70-ათასიანი სია წარუდგინა, რომელიც, ფიგურალურად თუ ვიტყვით, თავზე გადაგვახიეთ სრულიად საქართველოს და სახალხო დამცველად ქართველთმოძულე ნინო ლომჯარია დასვით, რისთვისაც (ქართველთმოძულეობისთვის) მას საქართველოს ბიუჯეტიდან, ანუ ჩემი და თქვენი ჯიბეებიდან უზარმაზარ ხელფასს ვუხდით…

ლიბერასტმაჟურნალისტებმაპრემიერი ღარიბაშვილი ლამის შეჭამეს _ როგორ თუ ევროკავშირის კანდიდატად საქართველოს აღიარებას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და საქართველოზე მიღებული, მით უმეტეს ტყუილებით გაბერილი რეზოლუცია გავლენას ვერ მოახდენს გადაწყვეტილების მიღებაზეო.

ამ ვითარებამ უნებლიეთ ნატოსკენ საქართველოს “სწრაფვა”  გამახსენა… 2008 წელს ბუქარესტის სამიტზე განაცხადეს, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი, მაგრამ მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა… კანდიდატიც ვიყავით, ნატოს სამხედრო მისიებში სისხლიც უაზროდ ვღვარეთ და ბოლოს, როდესაც დავიწყეთ მიხვედრა, რომ ნატოს დაპირებულ ღია კარში შესვლა უტოპია იყო, სპეციალურად ჩვენთვის ახალი სატყუარა მოიგონეს _ ნატოს ასპირანტობა. ასპირანტურის დამთავრებას, როგორც წესი, დისერტაციის დაცვა მოსდევს, რაც აშშ-სა და რუსეთს შორის უკრაინის ტერიტორიაზე ომმა შეუძლებელი გახადა და კოლექტიურმა დასავლეთმა ჩვენისთანა „ლოხებისათვის“ ახალი სატყუარა მოიგონა _ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა. ამაზე  ღარიბაშვილმა თამამად განაცხადა, რომ საქართველო „ლოხების“ კი არა, მრავალსაუკუნოვანი მაღალი კულტურის ქვეყანაა და მისი პრემიერი, უწინარესად, ქართველი ერის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here