საქსტატმა 2020 წლის პირველი ნახევრის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლების წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა. ამ მონაცემების თანახმად, 2020 წლის იანვარ–ივნისის პერიოდში ქვეყანაში დაიბადა 22 142, ხოლო გარდაიცვალა 23 448 ადამიანი. გარდაცვლილთა რაოდენობა ახალშობილებს 1 306-ით აღემატება.
მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ყველაზე მეტი ადამიანი თბილისში, იმერეთისა და აჭარის რეგიონებში დაიბადა, ყველაზე ცოტა კი _ რაჭა-ლეჩხუმში, გურიასა და მცხეთა-მთიანეთში. მიმდინარე წელს, გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით, 981-ით ნაკლები ადამიანი დაიბადა.
alt-info.com