Home ახალი ამბები მსოფლიო საქართველოს მოსახლეობა _ პენტაგონის ბიოლაბორატორიების საცდელი მასალა

საქართველოს მოსახლეობა _ პენტაგონის ბიოლაბორატორიების საცდელი მასალა

2827
ბიოლაბორატორია

პენტაგონი ფულს არ იშურებს რეფრენსლაბორატორიების გასახსნელად. მაგალითად, ყაზახეთში, ალმათის ლაბორატორიის მწყობრში ჩასადგომად შტატების სამხედრო უწყებამბიოლოგიური საფრთხის შემცირებისპროგრამებით 170 მილიონი დოლარი გაიღო.

მიზანი თითქოს კეთილშობილურია: “გაცილებით იოლია ამერიკის საზღვრებს დაშორებულ ტერიტორიაზე ამ საფრთხის თავიდან აცილება”, _ ამტკიცებდა ყოფილი დირექტორი კარანტინისა და ზოონოზური ინფექციების სამეცნიერო ცენტრისა, რომლის ბაზაზეც ჩამოყალიბდა რეფრენს-ლაბორატორია. “ბიოლოგიური იარაღის წარმოების შესახებ გავრცელებული ხმების საწინააღმდეგოდ ვაცხადებ, რომ ეს პოზიცია ეწინააღმდეგება ყაზახეთის საერთაშორისო ვალდებულებებს”, _ განაცხადა სამეცნიერო ცენტრის ახალმა დირექტორმა ბახით ათშაბარმა. მისი აზრით, სავსებით ნორმალურია, რომ ეს ლაბორატორია აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ დააფინანსა, რადგან “…მასობრივი განადგურების იარაღის შემცირების სფეროს ეს უწყება განაგებს”.

აი, რა მარტივად გასაგები ყოფილა ყველაფერი!

რეფრენს-ლაბორატორიას ალმათიში სტრატეგიულ “საინფორმაციო-ანალიტიკურ რესურსს”, “მსხვილ კვლევით ბაზას” უწოდებენ. ეს არის სეისმომდგრადი ოთხსართულიანი შენობა, რომელსაც მრავალდონიანი დაცვა აქვს. ლაბორატორია ორიენტირებულია “ბიოლოგიური მუქარის შემცირებაზე არა მხოლოდ ყაზახეთში, არამედ მთელ რეგიონში: სწორედ ასეა განსაზღვრული ალმათის რეფრენს-ლაბორატორიის დანიშნულება ვიდეომასალაში, რომელიც ექსპლუატაციაში მის შესვლას ეძღვნება.

რეფრენს-ლაბორატორიების მშვიდობიან მისიაზე ოფიციალურ დონეზე ლაპარაკობენ სომხეთშიც: აქ 2017 წელს ამოქმედდება ბიოქსელი, თავისი ცენტრებით ერევანში, გიუმრიში, იჯევანსა და ლორის, გაგარკუნის, სიუნიქსის ოლქებში. გულუხვი საჩუქრები, რომელთა ღირებულებამ გადააჭარბა 18 მილიონ დოლარს, სომხებმა უკვე მიიღეს პენტაგონიდან.

ამ ქვეყნის მოხელეები და მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ რეფრენს-ლაბორატორიების გამო ატეხილი ხმაური უსაფუძვლოა და რომ არავითარ ბიოლოგიურ იარაღზე ლაპარაკიც არ შეიძლება. აშშის თავდაცვის სამინისტროს მიზანი კეთილშობილურია: “ბიოლოგიური საფრთხის შემცირება”, მონიტორინგი, სამეცნიერო კვლევების განხორციელება. პასტორალური სურათია: ამერიკელ სამხედროებს, რომლებიც მტრედების სახით არიან მოვლინებული, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებისთვის ნისკარტით მიაქვთ მშვიდობიანი ბიოლაბორატორიები იმ მიზნით, რათა რომელიმე შემთხვევითმა მგზავრმა სომხეთიდან ან ყაზახეთიდან არ დააავადოს ამერიკელები ცნობილი ანუცნობიპათოგენებით. ადგილობრივი ფრინველებიც შეიძლება სტუმრად ეწვიონ ამერიკელ ფერმერებს და იქ ეპიდემია გაავრცელონ, მაგრამ, ამასთანავე, არავინ იცის და არც შეიძლება იცოდეს აშშ-ის სამხედრო უწყების ჭეშმარიტი მიზნები, ხოლო უკრაინისა და საქართველოს მაგალითები საერთოდ უარყოფს მოსაზრებას პენტაგონის მაღალი და კეთილშობილური მისიის შესახებ.

2002 წელს საქართველომ, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, ხელი მოაწერა შეთანხმებას ერთობ ბუნდოვანი სახელწოდებით “თანამშრომლობის შესახებ ტექნოლოგიებისა და პათოგენების სფეროში, რომლებიც დაკავშირებულია ბიოლოგიურ იარაღთან და ამ სფეროში ინფორმაციის გაუვრცელებლობასთან”. 2003 წელს საქართველოს პარლამენტმა ამ შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. 2004 წელს საქართველოს ესტუმრა ამერიკელი სენატორი რიჩარდ ლუგარი. ამ ვიზიტის შედეგად 2004 წლის სექტემბერში თბილისში ხელი მოაწერეს დოკუმენტს ალექსეევკის დასახლებაში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის (ლაბორატორიის) შექმნის შესახებ. ბიოლოგიურად საშიში ობიექტის ასაგებად ასეთი უცნაური ადგილის შერჩევამ არ შეაშფოთა ქვეყნის ხელმძღვანელობა. 2006 წელს, როცა, ოფიციალური მონაცემებით, ჯერ კიდევ გრძელდებოდა ობიექტის მშენებლობა, უკვე მიმდინარეობდა კვლევები, ხოლო სენატორის მორიგი ვიზიტის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა გააასაიდუმლოა ლუგარის ცენტრის საქმიანობა.

აი ასე, ნაწილ-ნაწილ შეიძლება აღვადგინოთ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში პენტაგონის საქმიანობა ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის შექმნის მიმართულებით: 1990-იან წლებში აფორმებდნენ განიარაღების საერთო შეთანხმებებს, 2000-იან წლებში _ კონკრეტულ შეთანხმებებს “თანამშრომლობის” თაობაზე, მათ კვალზე კი აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო იწყებდა ბიოლაბორატორიებისა და ბიოსადგურების მშენებლობასა და მოდერნიზაციას. იქ, სადაც ხელისუფლება პროამერიკულით შეიცვალა, კვლევები და მონიტორინგი ბიოქსელის შექმნის პარალელურად მიმდინარეობდა.

ბიოლაბორატორიების პოტენციურ საფრთხეზე ლაპარაკი მხოლოდ რამდენიმე წლის წინათ დაიწყო, მხოლოდ მას შემდეგ, რაც უკრაინასა და საქართველოში ეპიდემიებმა იფეთქა. ამიტომ გასაგები უნდა იყოს მათი პოზიცია, ვინც ამბობს, რომ სომხეთსა და ყაზახეთში არ ღირს რეფრენსლაბორატორიების საშიშროების საკითხზე ყურადღების გამახვილება, ანუ იმ ბიოლაბორატორიებზე ლაპარაკი, რომლებიც აიგო და აღიჭურვა პენტაგონის ფულით: ამერიკელები მზად არიან, დასახული მიზნებისკენ წლების განმავლობაში იარონ; ხოლო ქსელი, რომელსაც ისინი ამჟამად ქმნიან, თავის ჭეშმარიტ დანიშნულებას გამოავლენს არა დღეს, არამედ _ როცა ამის დრო დადგება.

ასე მოხდა ალექსეევკის ბიოლაბორატორიის შემთხვევაში, რომელიც მწყობრში ჩადგა 2011 წელს. შექმნის ეტაპზე და 2013 წლამდე ეს ობიექტი არ ექვემდებარებოდა საქართველოს მთავრობის კონტროლს და მუშაობდა აშშ-ის არმიის უოლტერ რიდის ინსტიტუტის ამოცანების შესასრულებლად. სამხედრო ლიტერატურაში იგი აღნიშნული იყო, როგორც “უცხოეთში მომუშავე კვლევითი ქვედანაყოფი”, ე.ი. ეს ბიოლაბორატორია ორმაგი დანიშნულებისა რომ იყო, ამაში ეჭვის შეტანა უაზრობა იქნებოდა.

რა დაჯდა ამ ობიექტის აგება?

ქართველი მოხელეები თავდაპირველად ასახელებდნენ 15 მილიონ დოლარს. გარკვეული დროის შემდეგ 95 მილიონ დოლარამდე გაზარდეს დანახარჯი. სენატორი ლუგარი მხოლოდ 30 მილიონ დოლარზე ლაპარაკობდა. მოგვიანებით პრესაში დაიწერა 250-300 მილიონი დოლარი, რომელიც დაიხარჯა მხოლოდ ლუგარის ცენტრის თუბიოლოგიური მუქარის შემცირებისქართული ქსელის შექმნაზე, რომელშიც შედის თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის ობიექტები და მათი ბიოსადგურების ქსელი.

იმის გამო, რომ ალექსეევკის ობიექტი გასაიდუმლოებული იყო და წლების განმავლობაში სახელმწიფო კონტროლს არ ექვემდებარებოდა, შეუძლებელია მასზე დახარჯული თანხის და იქ მიმდინარე კვლევების ხასიათის ზუსტად დადგენა. 2013 წელს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლება შეიცვალა, ლუგარის ცენტრი ფორმალურად დაიხურა, ხოლო ქსელის აღჭურვილობა (22 ლაბორატორიისა) გადაეცა საქართველოს ჯანდაცვის, შრომისა და სოციალური საკითხების სამინისტროს, მაგრამ 2015 წლამდე პენტაგონი დე ფაქტო იყო ქართული ბიოქსელის პატრონი, გამოკვლევებისა და მონიტორინგის სპონსორად კი დღემდე რჩება. საქართველო მხოლოდ 2018 წლისთვის გეგმავს ბიუჯეტიდან ამ ქსელის დაფინანსებას. გამორიცხულია, რომ აშშის სამხედრო უწყებამ ხელი აიღოს ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შექმნილი ქსელის კონტროლზე.

პირველი, ვინაც გაასაჯაროვა ლუგარის პროექტის საშიშროების შესახებ ინფორმაცია, იყო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ყოფილი მრჩეველი, ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანი. “თბილისის სანახებში მდებარე ლუგარის ლაბორატორიაში აწარმოებენ ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებებს და მათ ადგილობრივ მოსახლეობაზე გამოცდიან. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოში ცხოველებსა და ადამიანებზე საშიშ ექსპერიმენტებს ატარებენ”, _ განუცხადა მან პრესას და დაადასტურა, რომ პენტაგონის მიერ შექმნილი ბიოლაბორატორიები 1972 წლის კონვენციისთვის გვერდის ასაქცევად არის განხორციელებული.

ლუგარის ლაბორატორია
ლუგარის ლაბორატორია

ჯეფრი სილვერმანის მონაცემებით, 2013 წელს ალექსეევკის ლაბორატორიის პერსონალი დაავადდა. მაშინ მათ ფარულად მკურნალობდნენ, ინციდენტის შესახებ ინფორმაციას მედიაში რომ არ გაეჟონა. მსგავს შემთხვევაზე ლაპარაკობენ ალექსეევკაში მცხოვრები მოქალაქეებიც: 2012 წელს დაავადდნენ ფილიპინელებიც (ოთხი ადამიანი), რომლებიც ლაბორატორიაში მუშაობდნენ. მათგან ორი გარდაიცვალა.

ვარაუდობენ, რომ ღორების აფრიკული ჭირი საქართველოდან გავრცელდა რუსეთის ტერიტორიაზე. აფხაზეთში კიმოულოდნელადაღმოაჩინეს კოღოები, რომელთა ნაკბენი სასიკვდილო იყო. “ახლახან აფხაზეთში აღმოაჩინესზიკასვირუსის გადამტანი კოღოები. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ისინი ამ შემთხვევამდე არავის უნახავს.

ეს მწერი სამხრეთ ამერიკის მკვიდრი კოღოა. ვირუსი კი ლაბორატორიაში არის შექმნილი. შეიძლება ზუსტად განისაზღვროს, რომელ ლაბორატორიაში იყო კონსტრუირებული _ ამერიკულ ლაბორატორიაში”, _ ამბობს იგორ ნიკულინი.

ამ დროს კი ყაზახეთში აწყობენ სწავლებას ვირუს “ებოლას” ლოკალიზაციის მიზნით: ვაითუ ამერიკაში ჩავიდა ამგვარი ვირუსით დაავადებული ტურისტი? ამერიკული ლაბორატორიები მზად არიან, გამოიკვლიონ, რამდენად მდგრადია ყაზახეთის მოსახლეობა ამ დაავადებისადმი, როგორ მოქმედებს პათოგენი ყაზახებზე. ეს მონაცემები საშუალებას მისცემთ, უკვე სხვა ქვეყნების ლაბორატორიებში მიიღონ ახალი თვისებების მქონე პათოგენი და შემდეგ უკვე სხვა ვირუსით ინფიცირებული ტურისტი ჩამოვა თვითმფრინავის ტრაპიდან ყაზახეთის ყოფილ დედაქალაქ ალმათიში, ან კიევში, ან ერევანში.

პენტაგონმა ზუსტად იცის, რისთვის სჭირდება აშშ ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელი ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, რუსეთის გარშემო. მხოლოდ ამ ყოფილ რესპუბლიკებში სჯერათ ამერიკელი სამხედროების კეთილშობილების, რომლებიცბიოლოგიურისაშიშროების შესამცირებლად იღვწიან.

ამ პუბლიკაციაში მოყვანილი მაგალითები საწინააღმდეგოს მეტყველებს.

მომზადებულია fondsk.ru-ს მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here