Home სხვადასხვა დაიჯესტი საფრანგეთის ფლოტის ფლაგმანის ეკიპაჟი ინფიცირებულია

საფრანგეთის ფლოტის ფლაგმანის ეკიპაჟი ინფიცირებულია

898
საფრანგეთის ფლოტის ფლაგმანის ეკიპაჟი ინფიცირებულია

ფრანგულ ავიამზიდშარლ დე გოლისეკიპაჟის 50 წევრს კორონავირუსი დაუდგინდა, _ განაცხადა საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

“შარლ დე გოლი” _ საფრანგეთის სამხედრო ფლოტის ფლაგმანი და ქვეყნის ერთადერთი ავიამზიდია.

“კოვიდ-19”-ზე ეჭვის მიტანის შემდეგ “შარლ დე გოლის” ბორტზე სამედიცინო სამსახურის გუნდი ავიდა. ჩატარებულმა ტესტებმა დაადასტურა, რომ ეკიპაჟის 50 წევრი ინფიცირებულია”, _ განაცხადეს საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროში.

9 აპრილს ეკიპაჟის სამი წევრი ვერტმფრენით გადაიყვანეს პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონის აეროპორტში, იქიდან კი თვითმფრინავით _ ტულონში, წმინდა ანას სახელობის ჰოსპიტალში.

ავიამზიდი ამჟამად მიემართება ტულონის პორტისკენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here