Home ახალი ამბები სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ღამის საათებში შინაპატიმრობა მიუსაჯა

სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ღამის საათებში შინაპატიმრობა მიუსაჯა

1159
კიევის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა უკრაინის გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შინაპატიმრობასთან დაკავშირებით.

გამოცემა “რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, კიევის სააპელაციო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს ღამის 10 საათიდან დილის 7 საათმდე შინაპატიმრობა მიუსაჯა.

ოდესის ყოფილ გუბერნატორი, დანაშაულებრივ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში კიევში 2017 წლის 8 დეკემბერს დააკავეს.

პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, 11 დეკემბერს პატიმრობიდან გათავისუფლდა მანამდე ის ორჯერ დააკავეს.

გენერალურმა პროკურატურამ კიევის პეჩერსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საქართველოს ექსპრეზიდენტს სამიდან ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here