Home სხვადასხვა დაიჯესტი სამხრეთ კაროლინაში ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული თვითმფრინავი ჩამოვარდა

სამხრეთ კაროლინაში ყველაზე ძვირად ღირებული ამერიკული თვითმფრინავი ჩამოვარდა

1018
სამხრეთ კაროლინა

ბოფორტის ოლქში (სამხრეთ კაროლინის შტატი, აშშ) ავიაკატასტროფა განიცადა ამერიკის უახლესმა და ყველაზე ძვირად ღირებულმა თვითმფრინავმა, მეხუთე თაობის მრავალფუნქციურმა გამანადგურებელბომბდამშენმა F35B-. ამერიკული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, F35B ჩამოვარდა აშშის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ავიაბაზიდან რამდენიმე კმის დაშორებით.

აღსანიშნავია, რომ F35B-მ კატასტროფა განიცადა ერთი დღის შემდეგ, როცა ამერიკულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამ მოდელის თვითმფრინავმა პირველი საბრძოლო გაფრენა განახორციელა ავღანეთში და ისლამისტური მოძრაობა “თალიბანის” პოზიციებს შეუტია.

F35B-ს ფასი 108,1 მლნ დოლარია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here