Home რუბრიკები პოლიტიკა სამართალმა პურის ჭამა დაიწყო?..

სამართალმა პურის ჭამა დაიწყო?..

303

ნულოვანი ტოლერანტობაარანაირი პირობითი სასჯელი _ ყველა ციხეში!” _ გახსოვთ, ალბათ, მიხეილ სააკაშვილის ეს მგზნებარე მოწოდება, რომელიც საქართველოს მესამე პრეზიდენტმა პარლამენტში დეპუტატების წინაშე გამოსვლისას გააკეთა. მოწოდება, რომელიც ფეხზე ამდგარმა დეპუტატებმა ისეთი ერთსულოვანი ოვაციებითა და ტაშის გრიალით მიიღეს, რომ თავი, “დემოკრატიის შუქურადწოდებული პრეზიდენტ სააკაშვილის პარლამენტში კი არა, ცხონებული ლეონიდ ბრეჟნევის დროინდელი სსრკის რომელიმე ყრილობაზე გეგონებოდა.

პარლამენტარებისადმი იმ ავადსახსენებელი მიმართვის შემდეგ განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, სააკაშვილის ამ მოწოდებას ისტორიულიც კი შეიძლება ვუწოდოთ. სწორედ მისი ამ მოწოდების შემდეგ დაიწყო “თანამედროვე, დასავლური სტანდარტების” ციხეთა “აღმშენებლობა”. ამ “აღმშენებლობის” გვირგვინი იყო გლდანის საპყრობილე, რომელშიც ისეთი სადისტური მეთოდებით მიმდინარეობდა პატიმართა წამება-მკვლელობები, როგორიც გერმანელ ფაშიტ ჯალათებსაც კი არ მოსვლიათ თავში.

ფაშისტი ნაციონალების რეჟიმის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, გნებავთ, რეჟისორისა და სცენარისტის, “მიხეილ სისხლისმსმელის”, სამეფო კარის ვაზირთაგან უპირველესი (ანუ მიშას შემდეგ, პრაქტიკულდ, სახელმწიფოს პირველი პირი) შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი გახლდათ, რომელსაც სადისტი “მეფის” მსგავსად ერთი იდეა თუ ფრთიანი ფრაზა ეკუთვნის. ცნობილი ორი გვამი მინდა”, ჩემი აზრით, უფრო ნაკლები დანაშაულია, ვიდრე ხელი არ აგიკანკალდეთ, ბიჭებო, ტყვიებს ნუ დაზოგავთ”. ჰოდა, მეგის ქარდავების, ძმები ახალაიებისა და სხვა სადისტღლავებთანშედარებით წვრილწვრილმა ლიფსიტებმა, მაგრამ არანაკლებ სადისტებმა, მოაწყვეს .. ციხის ბუნტი, ქუჩებში ჩაცხრილეს ათობით ახალგაზრდა და, ვინც ქუჩებში დახვრეტას გადაურჩა, დააპატიმრეს და გაავსეს სააკაშვილის მიერ აშენებული ციხეები. ამ ბიჭებს ისეთი სისასტიკით აწამებდნენ, რომ სიკვდილი სანატრელი გაუხადეს.

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კარგად მოეხსენებოდათ ჩვენს დასავლელ “მეგობრებს” თუ მათთან ასოცირებულ ადამიანის უფლებათა დამცველ ე.წ. არასამთავრობო (წაიკითხე, ნაცების მთავრობა) ორგანიზაციებს, რომლებიც “ფართოდ გახელილი თვალებით” ვერაფერს ხედავდნენ და ამიტომაც 9 წლის განმავლობაში დუმდნენ. ეს დუმილი შეიძლება დღემდე გაგრძელებულიყო, რომ არა იმჟამინდელი ე.წ. წინააღმდეგობის მოძრაობის (დღეს პოლიტიკური პარტია “საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”) მიერ სიცოცხლის რისკის ფასად მოპოვებული და ევროპაში გატანილი ე.წ. ციხის კადრები, რომლებიც ისეთი შოკისმომგვრელი იყო, რომ სააკაშვილის მიერ დასავლეთში ნაყიდმა და, აქედან გამომდინარე, მისმა “ერთგულმა” “ლობიმ” (ლობი “კულტურულად” პოლიტიკური მექრთამეობაა და სხვა არაფერი) ვეღარ დაუჭირეს მხარი თავის დროზე მათ მიერვე “დემოკრატიის შუქურად” შერაცხილ სააკაშვილს. ციხის კადრები რომ არა, მიშიკო ციხეში კი არა, მის მიერვე აგებულ პრეზიდენტის სასახლეში (ოღონდაც ამჯერად პრემიერმინისტრის რანგში) ისევ სახელმწიფოს პირველ პირად იჯდებოდა, სანამ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელივით არ მობეზრდებოდა ქვეყნის “მართვა”, ანუ, პრაქტიკულად, სამუდამოდ.

ციხის კადრების შესახებ ზემოთ დაწერილ თითოეულ სიტყვაზე, რომ იტყვიან, საკუთარი თავით ვაგებ პასუხს, რადგან იმხანად მეც წინააღმდეგობის მოძრაობაში “ვიხარშებოდი” და ზემოთ თქმულ ჭორ-მართალზე კი არა, “შიგნით” გაგონილ-დანახულზეა აგებული… დღეს კი ბედის ირონია _ მიშა ციხეში ზის!

მიხეილ სააკაშვილის დაკავება თბილისში, სანზონაში

ამ ფაქტმა ბევრი ვარაუდი და კითხვა გააჩინა ქართველ საზოგადოებაში, იმდენი კითხვა, რომ მათი მხოლოდ ჩამოთვლა წაგვიყვანს ძალიან შორს. თანაც ყველა კითხვასა თუ ვარაუდს არსებობის საფუძვლიანი უფლება აქვს, ამიტომ უარს ვამბობ სავარაუდო კითხვების ჯერ მოძიებასა და შემდეგ პასუხის გაცემაზე და იმედებზე ვისაუბრებ. შემდეგ კი მკითხველმა განსაჯოს, არის კი საფუძვლიანი ჩემი იმედები თუ გულუბრყვილო ვარ.

ჩემი უფროსი, ევროპა კი არა, ქართველი ხალხია _ ქიზიყური “დიპლომატიით” მიახალა პირში საქართველოს ერთ-ერთ დასავლელ “მეგობარს” პრემიერმა ღარიბაშვილმა, რომელიც ადრეც აკეთებდა მსგავს “დიპლომატიურ” განცხადებებს (მაგალითად, ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინებების, ოჯახის ინსტიტუტის, საქართველოს პატრიარქის შესახებ და ა.შ.) და, ალბათ, როგორც მამალი, რომელმაც უდროოდ იყივლა, ამის გამოც “ჩამოალაბორანტეს”… ახლახან, როდესაც კლოუნი სააკაშვილი იქ გაამწესეს, სადაც ჯერ არს, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ, თუ დასავლეთი სააკაშვილის გათავისუფლებას მოგვთხოვს, ეს ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევა იქნება, რასაც არ დავუშვებთო. ადრე ასეთი რამ კოლექტიური დასავლეთის “შნირი” საქართველოს ხელისუფლებისგან წარმოუდგენელი იყო, ამიტომ წულუკიანის ეს განცხადება საქართველოს მიერ დამოუკიდებლად ნაბიჯის გადადგმის ფრთხილ მცდელობად აღვიქვი. სიტყვამ მოიტანა და, დასავლეთი არ ვიცი, მაგრამ უკრაინელმა კლოუნმა ზელენსკიმ უკვე განაცხადა, რომ მისი კოლეგის, საქართველოს პრეზიდენტყოფილის დაპატიმრების გამო უკრაინა-საქართველოს ურთიერთობები ძველებურად კარგი ვეღარ იქნება.

ნეტავი რა იყო ძველებურად კარგი”?! 9 წლის განმავლობაში ქართულ მართლმსაჯულებას გაქცეულ, საქართველოს კრიმინალ და ძებნილ ექსპრეზიდენტს რომ ინახავდნენ?!

შეთქმულების თეორიის მიმდევრები იმას “აწვებოდნენ”, რომ სააკაშვილის დაპატიმრება ვიღაცებთან (აშშ-თან, რუსეთთან, თურქეთთან და რა ვიცი, კიდევ, ვისთან აღარ) შეთანხმებულ-დადგმული სპექტაკლია, სააკაშვილს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეიწყალებს და “კინოც დამთავრდება”-ო, რაზეც სალომემ მყისვე უარი განაცხადა. თანაც უარიც არის და უარიც: “არა და არასოდეს!” _ ამაზე მკვახე პასუხის მოძებნა ძნელია.

წინამდებარე წერილის ეპილოგში კი ვიტყვი, რომ ვერ ვიგებ ისეთ “ჰუმანიზმს”, როდესაც მავანი ამბობს, არავის დაპატიმრება არ მიხარიაო.

არც მე ვარ სისხლისმსმელი, მაგრამ პატიმარიც არის და პატიმარიც _ მიშა სააკაშვილმა იმდენი სისხლი და ცრემლი გვადინა ქართველებს, დაპატიმრება კი არა, ვლადიმერ პუტინმა დაპირება რომ აუსრულოს, _ “ერთი ადგილით ჩამოგკიდებო”, _ ვისაც რა გინდათ, ის მიწოდეთ, მაგ სურათსაც სიამოვნებით ვუყურებ. მიშარასტი არასამთავრობოები და პირადად ე.წ. სახალხო დამცვლი მონდომებულნი არიან, სააკაშვილს საკანში ყველანაირი კომფორტი შეუქმნან _ კომპიუტერით დაწყებული, მაცივარ-ტელევიზორითა და რესტორნის მენიუთი დამთავრებული. ქალბატონ სახალხო დამცველს მივმართავ: სხვა საკნის პატიმრებმა, გნებავთ, უმძიმესი მუხლებით მსჯავრდადებულებმა, მიშაზე მეტი რა დააშავეს _ ის, რომ საკუთარი ხალხის გენოციდი არ მოუწყვიათ თუ ტერიტორიები რომ არ ჩაუბარებიათ?

აქ ვანო მერაბიშვილის ციხიდან გამოსვლა გამახსენდა _ ისეთი გაბადრული და გასუქებული სახე ჰქონდა, რომ, ციხიდან კი არა, ლებარდეს კურორტიდან ჩამოსულს ჰგავდა. ანდა გიგი უგულავა

ისე, ირონიით ვიტყვი, და, მომეცით 50 მილიონი და მეც ჩავჯდები 1-2 წელიწადს

ჩემთვის და ბევრი ქართველისთვის მთავარია, რომ ქართველთა სისხლსა და ცრემლში მოვასვასე სააკაშვილი, როგორც იქნა, დაატუსაღეს. ნათქვამია, თეთრი … და შავი … აბანოში გამოჩნდებაო. დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს, დრო დაგვანახვებს, ვინ ვის შეეკრა და რისთვის.

დავით მხეიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here