Home რუბრიკები პოლიტიკა სად იყავით, სად იყავით მაშინ?!

სად იყავით, სად იყავით მაშინ?!

თავხედობავ, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა გერქვას შენ!

5396
სად იყავით, სად იყავით მაშინ?!

ვინმე ინტრიგანმა წინამდებარე წერილიქართული ოცნებისმხარდამჭერად, მით უმეტეს, მის დასაცავად შეკვეთილად რომ არ ჩამითვალოს, ამთავითვე ადრე ათასჯერ თქმულს ათას მეერთედ გავიმეორებ: “ქართული ოცნება”, რომლის გახელისუფლებაში (თუ ასე თქმა უპრიანია) მრავალ ათას ქართველთან ერთად თქვენს მონამორჩილსაც მიმიძღვის მცირე წვლილი (ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ავანსცენაზე გამოჩენამდე კაი ხნით ადრე ნაცებს ჩემგან მწვავე კრიტიკული სტატიები არ მოჰკლებიათ, რაც, ყალბი თავმდაბლობის გარეშე ვიტყვი, იმ 9-წლიანი სისხლიანი ტერორის ვითარებაშიცეცხლთან თამაშიიყო), გასული წლების განმავლობაში ნელნელა ისეგაბანძდა და გაფარჩაკდა”, ისე შეურაცხყოფილი და იმედგაცრუებულია მათი ქმედებაუმოქმედობით ქართველი საზოგადოების უმრავლესობა, რომოცნებისხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში მასზე რაიმე პოზიტივის პოვნა თითქმის შეუძლებელია და, აქედან გამომდინარე, უუნარო, უნამუსო, ღორმუცელა, თავხედი და .. სხვა შესაძლებელშეუძლებელი შეურაცხმყოფელი ეპითეტებით მისი წევრებისშემკობასამართლიანი და ლეგიტიმურია.

ნათქვამია, “თავის ქება კიტრადა ღირს, კიტრი _ ორი შაურიო”…

ჰოდა, წერილის დასაწყისში ნაციონალების დამარცხების საშვილიშვილო საქმეში თქვენი მონა-მორჩილის მიერ საზოგადოების წინაშე “საქმეთა საგმირონის” განსაკუთრებულად აღნიშვნა იაფფასიანი ტრაბახ-ყელყელაობა კი არ არის, იმის ხაზგასმის მცდელობა, რომ, ქვემოთ რაზეც და ვისზეც მომიწევს, რბილად რომ ვთქვათ, კრიტიკული საუბარი, ამის მორალური უფლება, ვფიქრობ, რომ მაქვს, რადგან სიმართლისთვის, საკუთარი პრინციპებისა და სხვა “სულელური ახირებების” ერთგულების გამო საკუთარი სისხლი და ხორცი, ოჯახის წევრებიც კი არ დამიზოგავს (რის გახსენებაც სულაც არ მსიამოვნებს) და არა ისე, როგორც ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის 2-3-კაციანი და, შესაბამისად, ასევე მარად 2-3%-იანი რეიტინგის მქონე პარტიები და მათი წევრები იქცევიან, როცა ნავიდან ნავში, ხიდან ხეზე ხტებიან, მიხოხავენ, მიცოცავენ. ოპოზიციონერობა პროფესიად, შემოსავლიან ბიზნესად აქციეს. ფეშენებელურ ვილებში ცხოვრობენ და შავი ჯიპებით დაგრიალებენ და… ჰოი, თავხედობავ, გაერთიანებული ოპოზიცია უნდა გერქვას შენ!

ქართველი ხალხის სახელით ლაპარაკს ბედავენ ეს უტიფრები და, ჰოი, საკვირველებავ, შიგადაშიგ პარლამენტში შეძრომასაც ახერხებენ; თუ არადა, სარფიანი ოპოზიციონერობა ხომ ხელში უჭირავთ ლეიბორისტების უცვლელი თამადობით ხან ვის და ხან ვის. ახლაც, ე.წ. პროპორციული არჩევნები, უწინარესად, იმიტომ სურთ 30-მდე პარტიის გაერთიანებას, რათა ნულოვანი ბარიერის შემთხვევაში პარლამენტში მოხვედრის შანსი ვინმე მაჭუტაძესაც ჰქონდეს. “ვინმეს” იმიტომ ვამბობ, რომ ქუჩაში გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, გამოკითხული 100, გნებავთ _ 1000 კაციდან ვინმეს ეცოდინება მისი ვინაობა, თუ იმ გამოკითხულთა შორის თვითონ მაჭუტაძე არ აღმოჩნდა შემთხვევით?

ისე, რას გადავეკიდე საწყალ მაჭუტაძეს, ანალოგიურის თქმა, ერთი-ორის გამოკლებით, ხომ გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტიაზე შეიძლება?!

მაჭუტაძეზე ნაკლები ვითომ რით არის აბსოლუტურად ურეიტინგო გიორგი ვაშაძე?! ან შალვა ნათელაშვილის უკვდავი “დაუნ ვი დიქტეიტე” რად ღირს, ან თაკო ჩარკვიანის პარტიის “რეიტინგული პულსი”?!

ე.წ. გაერთიანებული ოპოზიციის პარტიების მეორე ნომრები კი არა, პარტიათა ზუსტი რაოდენობა და, შესაბამისად, მათი ლიდერების ვინაობა, ვეჭვობ, ბევრმა არც იცოდეს. ზემოთ აღვნიშნე, “ქართული ოცნების” ქმედება-უმოქმედობაში პოზიტივის პოვნა თითქმის შეუძლებელია-მეთქი, რაც, “თითქმის” იმას ნიშნავს, რომ სურვილისა და გონების არცთუ ძლიერად დაძაბვის შემთხვევაში პოზიტივის (და ეს რბილად არის ნათქვამი) გახსენება შეიძლება…

ამას წინათ ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს (გაერთიანებული ოპოზიციიდან ერთ-ერთს, ვისაც ასე თუ ისე “რეიტინგული პულსი” ესინჯება), ვფიქრობ, რბილად რომ ვთქვათ, ზედმეტი მოუვიდა, როცა განაცხადა (ციტირებაზე თავს ვერ დავდებ): “ქართულ ოცნებას” იმის მორალური უფლებაც აღარ აქვს, რომ თქვას, მისი ხელისუფლება ნაცებისას რაიმეთი ჯობია. ჩემი და “ქართული ოცნების” გზები საბოლოოდ დიდი ხნის წინათ (საყდრისის აფეთქების შემდეგ) გაიყარა და მას შემდეგ თუ ვინმე აკრიტიკებს “ქართულ ოცნებას” და ბიძინა ივანიშვილს, მათ შორის, პირველი თუ არა, ბოლო ნამდვილად არ ვარ, ამიტომ მათ ადვოკატად ვერ გამოვდგები, მაგრამ მავანთაგან განსხვავებით ჯერჯერობით სკლეროზს არ ვუჩივი და თავს ნებას მივცემ, სისხლიანი 26 მაისის მთავარ აქტორს არ დავეთანხმო.

“ქართული ოცნებისთვის” დედა არ მიგინებია (პუბლიცისტიკაში ბილწსიტყვაობა “არ მოსულა”, თორემ ეგებ მეგინებინა კიდეც), თორემ ყველა შესაძლო შეურაცხმყოფელი ეპითეტით შემიმკია, მაგრამ ის, რაც “ნაციონალურმა მოძრაობამ” 9 წლის განმავლობაში საქართველოს დამართა (ჩამოთვლას არ დავიწყებ, რადგან იმედი მაქვს, საქართველოს მოსახლეობას კოლექტიური ამნეზია არ შეჰყრია და, ვისაც უნდა, რომ ახსოვდეს, ყველაფერი ახსოვს), საშინელებათა ფილმებშიც კი არ მინახავს და “ქართული ოცნებისა” და ნაცების რა შედარებაზეა ლაპარაკი?! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ციხეებში პატიმრებს წამებაში არ ხდიან სულს და ქუჩებში ახალგაზრდებს არ ხვრეტენ, თუნდაც მხოლოდ ამიტომ ვერავინ და ვერაფერი მათქმევინებს, რომ ნაცი და ქოცი ერთი ბედენაა. მით უმეტეს იმას ვერ ვიტყვი, რომ მიშას მმართველობის პერიოდი სჯობდა დღევანდელს.

არადა, სწორედ აქეთ მიჰყავთ საქმე ჩვენს ამერიკელ თუ ევროპელმეგობრებს”, რომლებიც გრაფომანებად ქცეულან და საქართველოში დემოკრატიის ნაკლებობის შესახებ წერილს წერილზე უგზავნიან შიშისგან აცახცახებულ საქართველოს ხელისუფლებას. ამიტომ ყოველგვარი დიპლომატიის გარეშე, პრაქტიკულად, ღია ტექსტით ბრძანებენ კოლექტიური ძია სემები, რომ საქართველოში ხელისუფლება უნდა შეიცვალოს .. გაერთიანებული ოპოზიციის იმ პარტიებით, რომლებსაც ოდნავ მაინც ესინჯებათ რეიტინგული პულსი _ ნაცებით, ევრონაცებით, “გირჩით”, რესპუბლიკელებითა და, შესაძლოა, პრაქტიკულად, განაცებული ლეიბორისტებით, ანუ კოალიციით, რომლის შემადგენელი სუბიექტები სხვადასხვა დასახელების, მაგრამ ერთი ნეოლიბერასტული იდეოლოგიის პარტიები არიან, რაც საბოლოო ჯამში, მოდი, პირდაპირ ვთქვათ, ნაციონალების ხავერდოვან კონტრრევოლუციას, ნაცების ხელისუფლების რესტავრაციას ნიშნავს.

ეს ყველაფერი კი “აი-არ-აი”-”ენ-დი-აი”-ს კვლევების, პლუს კაპიტან ეკა გიგაურისა და ეფრეიტორ ნინო ლომჯარიას, ანუ არასამთავრობო სექტორის აქტიური ქმედებების ბრალიც იქნება, რომლებიც, როდესაც საქართველო საკუთარ სისხლსა და ცრემლში იხრჩობოდა, “დემოკრატიულად” დუმდნენ!

ამასობაში, როგორც იქნა, საქართველოში ამერიკის ელჩი ჩამობრძანდა, რომელმაც ვეჭვობ, ზემოთ დახატული სავალალო სურათი “ქართული ოცნების” წარმომადგენლების სასარგებლოდ შეცვალოს, რომლებმაც უმძიმესი ვითარების გასაუმჯობესებლად ე.წ. ვაზელინის მეთოდი აირჩიეს და აშშ-ის კონგრესსა და სენატში დელეგაცია მიავლინეს, _ თქვენგან კრიტიკული წერილების მდინარეები იმიტომ წამოვიდა, რომ ნაცებისგან მოწოდებულ ცრუ ინფორმაციას დაეყრდენით, ახლა ზალკანიანი ჩამოგიტანთ სიმართლეს და წერილების ნაკადიც შეწყდებაო. დაახლოებით ამ შინაარსის კომენტარებს აკეთებენ ქოცნებისტები, რაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს! ილიკო ჩიგოგიძის ნათქვამის პერიფრაზით: თქვე აბდლებო (ქოცებო), დედამიწის გულში რაია, ის იციან ამერიკელებმა და ქოცებს რა უდევთ გულში ზალკანიანის გარეშე არ ეცოდინებათ?

ისე, რატომ არავინ სვამს კითხვას _ რომელი ნაციც უნდა დაიჭირონ, ეგრევე პოლიტპატიმრად რომ აცხადებენ, სად იყვნენ მაშინ, როდესაც საქართველოს ციხეები მართლაც სავსე იყო პოლიტპატიმრებით?

პარლამენტის შტურმით აღების მცდელობის აღკვეთისას არაპროპორციული ძალა გამოიყენეთო, სად იყავით მაშინ, როდესაც 2007 წლის 7 ნოემბერს სასტიკად დაარბიეს მშვიდობიანი მომიტინგენი, ანდა როდესაც 2011 წლის 26 მაისს გვამებს სახურავებზე აწყობდნენ, სად იყავით მაშინ, ადამიანის უფლებების დამცველო ტრუბადურებო?

მოკლედ, იმდენი “სად იყავით მაშინ” შეიძლება გავიხსენოთ, რომ ადეკვატური, თავმოყვარე ხელისუფლება ვაზელინით სავსე ჩემოდნით კი არ წავიდოდა ამერიკელ თუ ევროპელ “მეგობრებთან”, არამედ დასავლეთს შეახსენებდა, რომ მეგობრობა, ცალ კარში თამაში კი არა, ორმხრივი პროცესია და, სტრატეგიული მოკავშირეობის გადახედვით რომ გვემუქრებიან, ჩვენ თვითონ ვიფიქრებდით სტრატეგიული მოკავშირის, ანუ ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლაზე.

საით? _ ჩემი აზრით, რუსეთის მიმართულებას ალტერნატივა არ აქვს!

დავით მხეიძე

P.S. დასასრულ, ერთ, ჩემი აზრით, რიტორიკულ კითხვას დავსვამ: 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნების წინ, ვთქვათ, 30 სექტემბერს რომ გცოდნოდათ, დღეს ისეთ ქვეყანაში იცხოვრებდით, როგორშიც ცხოვრობთ (ეკონომიკურსოციალურ გაჭირვებას ვგულისხმობ), მეორე დღეს, 1 ოქტომბერს, საარჩევნო ყუთთან მიშას მისცემდით ხმას თუ ბიძინას? თუ ეს კითხვა საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის რიტორიკული არ არის (ანუ, პასუხი _ მაინც ბიძინას), მაშინ დავღუპულვართ და ეგ არის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here