Home რუბრიკები პოლიტიკა რუსულ-ჩინური დეკლარაცია: ევრაზიის კონტინენტზე და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამიერიდან დგინდება სამართლიანი საერთაშორისო...

რუსულ-ჩინური დეკლარაცია: ევრაზიის კონტინენტზე და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამიერიდან დგინდება სამართლიანი საერთაშორისო წესები; წესები, რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი დაადგენენ

310
123

დაყავი და იბატონე”- პრინციპის ნაცვლად ევრაზიულ კონტინენტზე და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში მკვიდრდება პრინციპიგანვითარება ურთიერთპატივისცემითი თანამშრომლობით”. “ზოგიერთ ძალას (შეერთებულ შტატებსა და ანგლოსაქსონურ სამყაროს), რომელიც მსოფლიო სცენაზე უმცირესობას წარმოადგენს”, აქ მეტი არაფერი არ ესაქმებათ, ისინი აქ ვეღარ იბატონებენ. ეს დეკლარაცია არის ამერიკულ თარგზე მოჭრილი გლობალური ლიბერალური მსოფლიოს ალტერნატივა, წერილობით გაფორმებული.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის თავმჯდომარე სი ძინპინმა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რომელიც ზამთრის XXIV ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე დასასწრებად პეკინში ჩავიდა, მოლაპარაკებები გამართეს, შემდეგ კი ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საერთაშორისო ურთიერთობების ახალი ერის დაწყების შესახებ, რომელიც გლობალურ და მდგრად განვითარებას გულისხმობს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ დემოკრატია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობაა და არა ცალკეული სახელმწიფოების პრივილეგია, ხოლო მისი წინა პლანზე წამოწევა და დაცვა მსოფლიო საზოგადოებრიობის საერთო ამოცანაა, _ ნათქვამია განცხადებაში. ორი ქვეყნის პირველი პირების ერთობლივი განცხადების საკვანძო დებულებებს შორის არის დებულებები იმის შესახებ, რომ მოსკოვი და პეკინი:

* წინ აღუდგებიან სუვერენული ქვეყნების საშინაო საქმეებში გარედან ჩარევას, გამოვლენ მსოფლიო უსაფრთხოების ძირის გამოთხრისა და ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ;

* მიზანმიმართულად იმოქმედებენ თანამშრომლობის შანხაის ორგანიზაციის (საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2001 წლის 15 ივნისს. ამ ორგანიზაციის წევრები არიან: ირანი, ინდოეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი, ჩინეთი, პაკისტანი, რუსეთი, ტაჯიკეთი, უბზეკეთი. სახელმწიფოებიდამკვირვებლები: ავღანეთი, ბელარუსი, მონღოლეთი. _ ..) განსამტკიცებლად და მისი როლის ასამაღლებლად მდგრადი უსაფრთხოების პრინციპებზე დაფუძნებული პოლიცენტრული მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებაში;

* მოუწოდებენ ბირთვულ სახელმწიფოებს, გადადგან ნაბიჯები ბირთვული ომის რისკების შესამცირებლად;

 * გაააქტიურებენ მუშაობას ევრაზიული ეკონომიური კავშირისა და ინიციატივაერთი სარტყელი, ერთი გზისგეგმების განსახორციელებლად, რათა გაღრმავდეს პრაქტიკული თანამშრომლობა ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და ჩინეთს შორის;

* გეგმავენ პრაქტიკული კოოპერაციის გაღრმავებას არქტიკის მდგრადი განვითარების მიმართულებით;

* გეგმავენ მუშაობას ASEAN-ის (სამხრეთაღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაცია, რომელიც შეიქმნა 1967 წლის 8 აგვისტოს და აერთიანებს 23 ქვეყანას _ ..), როგორც რეგიონული არქიტექტურის საკვანძო ელემენტის როლის გასამტკიცებლად;

* გამოდიან ინტერნეტის მართვის თანაბარი უფლებისთვის, ხოლო ნაციონალური სეგმენტების შეზღუდვის უფლებას მიუღებლად მიიჩნევენ;

* მტკიცედ დაიცავენ მეორე მსოფლიო ომის შედეგებისა და ომისშემდგომი მსოფლიო წესრიგის ხელშეუხებლობას, დაიცავენ გაეროს ავტორიტეტსა და სამართლიანობას საერთაშორისო ურთიერთობებში, წინ აღუდგებიან ისტორიის უარყოფის, დამახინჯებისა და ფალსიფიკაციის მცდელობებს.

* რუსეთი და ჩინეთი გამოდიან გარე ძალების მიერ “საერთო მომიჯნავე რეგიონებში” ქაოსის დათესვისა და “ფერადი რევოლუციების” წინააღმდეგ. აქ საუბარია, უწინარესად, ცენტრალურ აზიაზე (ყველა სხვა მომიჯნავე რეგიონზეც, მათ შორის უკრაინასა და საქართველოზეც, რა თქმა უნდა). ეს არის ყაზახეთში კოლექტიური უსაფრთხოების მიერ ჩატარებული სამშვიდობო ოპერაციის ერთგვარი ექო. ამ რეგიონებში რუსეთი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩინეთთან.

* მხარეები გმობენ ტერორიზმს. ამასთანავე, ისინი ეწინააღმდეგებიან ტერორიზმთან ბრძოლის პოლიტიკურ ინსტრუმენტად გადაქცევას, გმობენ გეოპოლიტიკური მიზნებისთვის ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფებების გამოყენებას, საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩარევის პრაქტიკას.

* აშშ-ის მიერ საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ ხელშეკრულებიდან გასვლა და აზიისა და ევროპის რეგიონებში მათი განლაგების სურვილი იწვევს დაძაბულობისა და უნდობლობის ზრდას, გლობალური სტრატეგიული სტაბილურობის შელახვას. რუსეთი და ჩინეთი მოუწოდებენ შეერთებულ შტატებს, დადებითად უპასუხონ რუსეთის ინიციატივას და უარი თქვან აზია-წყნარი ოკეანის რეგიონსა და ევროპაში სახმელეთო ბაზირების საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების განთავსების გეგმებზე.

* რუსეთი და ჩინეთი გამოდიან ცალკეული სახელმწიფოების მცდელობების (ამერიკის შეერთებული შტატები) წინააღმდეგ, გადააქციონ კოსმოსური სივრცე შეიარაღებული დაპირისპირების არენად, კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ განზრახვას, ყველა საჭირო ძალისხმევა განახორციელონ კოსმოსში გამალებული შეიარაღების თავიდან ასაცილებლად. რუსეთი და ჩინეთი ერთობლივად შეეწინააღმდეგებიან იმ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს კოსმოსში სამხედრო უპირატესობის მიღწევას და მის გამოყენებას საბრძოლო ოპერაციების არენად.

* მხარეები მხარს უჭერენ კონვენციას ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსინური იარაღის შემუშავების, წარმოებისა და მარაგის აკრძალვისა და მათი განადგურების შესახებ.

* რუსეთი და ჩინეთი ღრმად შეშფოთებულნი არიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის პოლიტიზაციით და მოუწოდებენ მის წევრებს, დაიცვან კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების ტრადიცია. ისინი ასევე დაბეჯითებით მოითხოვენ, რომ შეერთებულმა შტატებმა, როგორც კონვენციის ერთადერთმა მხარემ, რომელმაც არ დაასრულა ქიმიური იარაღის განადგურების პროცესი, დააჩქაროს მისი განადგურება;

* რუსეთი და ჩინეთი ხაზს უსვამენ, რომ ძალის გამოუყენებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში ჩაურევლობის გაეროს ქარტიის პრინციპები ესადაგება საინფორმაციო სივრცესაც.

განცხადების ნაწილი ეძღვნება საერთაშორისო ვითარებას. ტექსტში ხაზგასმულია: არც ერთი ქვეყანა არ უნდა შეეცადოს და ვერც შეძლებს თავისი უსაფრთხოების უზრუნველყოფას მსოფლიო უსაფრთხოებისგან მოწყვეტით და სხვების უსაფრთხოების ხარჯზე.

“ცალკეული სახელმწიფოები, სამხედრო-პოლიტიკური კავშირები თუ კოალიციები მიზნად ისახავენ, მიიღონ პირდაპირი თუ ირიბი ცალმხრივი სამხედრო უპირატესობა სხვების უსაფრთხოების საზიანოდ, მათ შორის უპატიოსნო კონკურენციის მეთოდებით აძლიერებენ გეოპოლიტიკურ მეტოქეობას, აღვივებენ ანტაგონიზმსა და კონფრონტაციას, სერიოზულად უთხრიან ძირს წესრიგს საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში და გლობალურ სტრატეგიულ სტაბილურობას”, _ ნათქვამია განცხადებაში.

ამიტომ, მხარეები:

* გამოდიან ნატოს სამომავლო გაფართოების წინააღმდეგ;

* მოუწოდებენ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, უარი თქვას ცივი ომისდროინდელ იდეოლოგიურ მიდგომებზე;

* გამოდიან აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკების სტრუქტურებისა და დაპირისპირებული ბანაკების შექმნის წინააღმდეგ;

* რუსეთი და ჩინეთი ძალისხმევას არ დაიშურებენ თანასწორუფლებიანი, ღია, ინკლუზიური, უსაფრთხოების სისტემის შესაქმნელად აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში, რომელიც მიმართული არ იქნება მესამე ქვეყნების წინააღმდეგ, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას, სტაბილურობასა და აყვავებას”, _ აღნიშნულია ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა გაგებით ეკიდება და მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციის მიერ წამოყენებულ წინადადებებს, ევროპაში ხანგრძლივი იურიდიულად აუცილებელი უსაფრთხოების გარანტიების ფორმირებას, _ ნათქვამია ტექსტში.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ლიდერმა პეკინში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ 16 დოკუმენტს მოაწერეს ხელი, მათ შორის ერთობლივ განცხადებას.

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთისა და ჩინეთის პარტნიორობამ უპრეცედენტო ხასიათი შეიძინა. სი ძინპინმა კი ყურადღება გაამახვილა პოლიტიკურ და სტრატეგიულ ურთიერთქმედებაზე რუსეთსა და ჩინეთს შორის. ამასთანავე, ჩინეთის ლიდერმა სამართლიანად მიიჩნია რუსეთის მოთხოვნები აშშ-სა და ნატოს მიმართ უსაფრთხოების გარანტიების შესახებ.

მოსკოვი და პეკინი ღრმად არიან შეშფოთებულნი საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში სერიოზული გამოწვევების გამო და მხარეები გამოდიან ნატოს სამომავლო გაფართოებისა და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში დახურული ბლოკების სტრუქტურების შექმნის წინააღმდეგ, კერძოდ, უსაფრთხოების სფეროში აშშის, დიდი ბრიტანეთისა და ავსტრალიის პარტნიორობის (AUKUS).

დემოკრატიის ტრადიციები

რუსეთი და ჩინეთი წარმოადგენენ მდიდარი კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის მქონე ზესახელმწიფოებს, აქვთ დემოკრატიის ტრადიციები, დაფუძნებული განვითარების ათასწლოვან გამოცდილებასა და მოქალაქეთა მხარდაჭერაზე. რუსეთი და ჩინეთი თავიანთ ხალხებს აძლევენ უფლებას, კანონების შესაბამისად, სხვადასხვა ფორმით მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მართვასა და საზოგადოების ცხოვრებაში. ორივე ქვეყნის ხალხები დარწმუნებულნი არიან არჩეული გზის სისწორეში და პატივისცემით ეპყრობიან სხვა ქვეყნების დემოკრატიულ წყობასა და ტრადიციებს”, _ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის პირველი პირების ერთობლივ განცხადებაში.

ადამიანის უფლებები

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ გაეროს წესდებითა და ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაციით განსაზღვრულია კეთილშობილური მიზნები ადამიანის უნივერსალური უფლებების სფეროში, გამყარებულია საბაზისო პრინციპები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იქნას და რომლებიც პრაქტიკულად უნდა განახორციელოს ყველა სახელმწიფომ”.

“ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობა აუცილებლად უნდა განხორციელდეს თანასწორუფლებიანი დიალოგის პირობებში ყველა ქვეყნის ჩართულობით. ყველა სახელმწიფოს უნდა მიუწვდებოდეს ხელი განვითარების უფლებაზე. ურთიერთქმედება და თანამშრომლობა უფლებადაცვით საკითხებზე აგებული უნდა იყოს ყველა ქვეყნის თანასწორუფლებიანობასა და ურთიერთპატივისცემაზე ადამიანის უფლებების საერთაშორისო სისტემის განმტკიცების მიზნით”, _ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.

უსაფრთხოების გარანტიები

მხარეები აღნიშნავენ, რომ დემოკრატიული პრინციპების რეალიზაცია ხდება არა მხოლოდ შიდასახელმწიფოებრივი მმართველობის, არამედ გლობალურ დონეზეც. ცალკეული სახელმწიფოების მცდელობა, თავიანთიდემოკრატიული სტანდარტები სხვა ქვეყნებს მოახვიონ თავს, მიითვისონ მონოპოლიური უფლება, შეაფასონ დემოკრატიის დონის შესაბამისობა კრიტერიუმებთან, გაავლონ გამყოფი ხაზები იდეოლოგიური ნიშნების მიხედვით, მათ შორის ვიწროფორმატიანი ბლოკებისა და სიტუაციური ალიანსების შექმნით, სინამდვილეში დემოკრატიის ფეხქვეშ გათელვა და მის სულისკვეთებასა და ჭეშმარიტ ფასეულობებზე უარის თქმაა”, _ აღნიშნულია რუსეთისა და ჩინეთის ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

პეკინისა და მოსკოვის აზრით, “ჰეგემონის როლის შესრულების მსგავსი მცდელობები სერიოზულ საფრთხეს უქმნის რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობას, ძირს უთხრის მსოფლიო წესრიგის მდგრადობას”.

რუსეთისა და ჩინეთის მეგობრობა

დოკუმენტში მითითებულია, რომ ჩინეთსა და რუსეთს შორის მეგობრობას საზღვარი არ აქვს, თანამშრომლობაში “არ არის აკრძალული ზონები”, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთქმედება მიმართული არ არის მესამე ქვეყნების წინააღმდეგ.

ორ სახელმწიფოს შორის მეგობრობას არ აქვს საზღვარი, თანამშრომლობაში არ არის აკრძალული ზონები, ორმხრივი სტრატეგიული ურთიერთქმედებები მიმართული არ არის მესამე ქვეყნების მიმართ, არ არის დამოკიდებული საერთაშორისო ვითარების შეცვლასა და სიტუაციურ ცვლილებებზე მესამე ქვეყნებში”, _ მითითებულია დოკუმენტში.

მოსკოვმა და პეკინმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ “გამოდიან სახელმწიფოებს შორის ახალი ტიპის ურთიერთობით, რომელიც დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე, მშვიდობიან თანაარსებობასა და ურთიერთხელსაყრელ თანამშრომლობაზე”.

დასკვნა

რუსეთისა და ჩინეთის დეკლარაციის მიხედვით, “დაყავი და იბატონე”- პრინციპის ნაცვლად ევრაზიის კონტინენტსა და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში მკვიდრდება პრინციპიგანვითარება ურთიერთპატივისცემითი თანამშრომლობით”. ევრაზიის კონტინენტსა და აზიაწყნარი ოკეანის რეგიონში მკვიდრდება სამართლიანი საერთაშორისო წესები, რომლებსაც რუსეთი და ჩინეთი დაადგენენ. აღსანიშნავია, თითქმის ყველა პოზიციაში მოსკოვი და პეკინი გაეროს წესდებას იშველიებენ. ორივე დაჟინებით მოითხოვს გაეროს ინსტრუმენტების გამოყენებას გლობალური პრობლემების გადასაჭრელად, განსაკუთრებით უსაფრთხოების სფეროში. შეერთებული შტატები კი რეალობას აცდენილი იდეებით განაგრძობს მსოფლიო წესრიგის დესტაბილიზაციას და ცდილობს დააბრუნოს სისტემა, როდესაც ისინი უპირობოდ აწესებდნენ თავიანთ დიქტატს მსოფლიოში. სწორედ შეერთებული შტატები ეწევა ისეთი რეგიონული ომების (უკრაინასა და ტაივანში) პროვოცირებას, რომლებსაც აქვს მსოფლიო ომებში გადაზრდის ყველა შანსი. შეერთებული შტატები უარს ამბობს ძირითადი მსოფლიო მოთამაშეებისთვის მისაღები კონსტრუქციული, ობიექტური წესების შემუშავებაზე, ამჯობინებს თავისი ინტერესების გატარებას მუქარით, შანტაჟით, სხვა ქვეყნების ელიტების მოსყიდვით, დაპირისპირებისა და წინააღმდეგობების გაღვივებით, ძალის გამოყენებითა და სანქციების დაწესებით. აქედან გამომდინარე, ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი ანტიამერიკელი წამქეზებლები კი არა, როგორც მათ დასავლური მედია წარმოაჩენს, არამედ, როგორც ჩინეთის Global Timesმა განაცხადა, ცვალებადი მსოფლიოს სტაბილიზატორები არიან. ხალხებს მოენატრათ პატივისცემით მოპყრობა, სურთ, იცხოვრონ არა თავსმოხვეულიდემოკრატიისა და ლიბერალიზმის ბანაკში”, არამედ საკუთარი ჭკუით. თუ ადრე დასავლეთს ეშინოდა ჩინეთის ეკონომიკური ძლიერებისა და რუსეთის სამხედრო ძალის, ახლა მათ ახალი საფრთხე გამოუჩნდათ _ ღირებულებები, რომლებიც რუსეთსა და ჩინეთს აერთიანებს, და მიდგომები, რომლებიც გამოაცხადეს.

ria.ruსა და tass.ruზე გამოქვეყნებული მასალების მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here