Home ახალი ამბები მსოფლიო რუსეთში სტალინის კიდევ ერთი ძეგლი გაიხსნა

რუსეთში სტალინის კიდევ ერთი ძეგლი გაიხსნა

2596
რუსეთში სტალინის კიდევ ერთი ძეგლი გაიხსნა

9 მაისს დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღის აღსანიშნავად რუსეთში, ნოვოსიბირსკში გენერალისიმუს იოსებ სტალინის ძეგლი გახსნეს.

ასობით ნოვოსიბირსკელი დაესწრო ამ საზეიმო ცერემონიას, მომსვლელები ძეგლის მიმდებარე მოედანზე რომ ვერ დაეტივნენ, მეზობელ გორაკებზე განლაგდნენ.

_ სტალინის სახელით უტევდნენ მტერს ჩვენი მეომრები. ეს ლიტერატურული შტამპი კი არ არის, ისტორიაა, რომელსაც უნდა ვიცნობდეთ და გვახსოვდეს, _ აცხადებდნენ ზეიმის მონაწილენი.

_ ძეგლის დადგმა ხალხის გადაწყვეტილება იყო. ხალხი მოითხოვს სიმართლესა და სამართლიანობას. ჩვენ გამარჯვებულთა მემკვიდრენი ვართ და უნდა გვახსოვდეს ამ გამარჯვების შემოქმედი იოსებ სტალინი. ჩვენი მიზანია დავიცვათ ისტორიის სიწმინდე, არავის გავაბინძურებინოთ ჭუჭყიანი ხელებით! _ ამბობდნენ ვეტერანებიც და ახალი თაობის წარმომადგენლებიც და დასძენდნენ, რომ სწორედ სტალინს უნდა უმადლოდნენ ევროპის ხალხები ფაშისტური უღლისგან გათავისუფლებას, ზოგიერთი ერი კი _ სრული განადგურებისგან.

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვერა განზიამ სტალინის ძეგლის გახსნისადმი გამართულ მიტინგზე გამოსვლისას განაცხადა:

_ დღეს ძეგლი დავუდგით გამოჩენილ პოლიტიკურ და სახელმწიფო მოღვაწეს, გამარჯვების სულისჩამდგმელ სარდალს იოსებ სტალინს. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც XX საუკუნის უდიდესი პოლიტიკოსი. ძეგლის გახსნა ეს ქვეყნის ახალი ისტორიაა.

მან თხოვნით მიმართა პოლიტიკოსებსა და ისტორიკოსებს არ გააბინძურონ ისტორია, რადგან იგი არავის აპატიებს მისდამი უდიერ დამოკიდებულებასა და ისტორიული გაკვეთილების უგულებელყოფას.

“ყოველთვის აკეთეთ სიკეთე!” _ ასეთი იყო მიტინგის მონაწილეთა საერთო მოწოდება.

მომზადდა უცხოურ მედიაში

გამოქვეყნებული მასალების მიხედვით

4 COMMENTS

  1. ასე, ჩვენთან კი არსებული ძეგლი მოვთხარეთ და დღემდე პირდაღმა აგდია სადღაც, მთავრობ კი მის აღდგენაზე არც კი ფიქრობს.

  2. ნებართვა აშშ საელჩოდან არის ასაღები.
    კახეთის რომელიღაც სოფლიდან, კიდევ ერთი ძეგლი აიღეს.
    რეგვენობაც ეს არის, კაცობრიობის ყველა დროის უდიდესი გენია საკუთარი ხელით მოთხარო.
    ნოვოსიბირსკში კი ხალხის თხოვნით, ახალი ძეგლი დადგეს, იმდენი ხალხი დაესწრო რომ, ახლო ბორცვებიც კი ხალხს ვერ იტევდა.

  3. 9 მაისს ლანჩხუთელები აპირებდნენ ერთ მოფარებულ ქუჩაზე სტალინის ბიუსტის აღდგენას ანუ ძველ ადგილზე დადგმას, მაგრამ პოლიცია და პრესა ადრე დილასვე იყო მობილიზებული და ხალხს ნება არ მისცეს

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here