Home ახალი ამბები მსოფლიო რომის პაპი: კაპიტალიზმის “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის...

რომის პაპი: კაპიტალიზმის “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა

530
რომის პაპი: კაპიტალიზმის “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა

რომის პაპი ფრანცისკეს განცხადებით, კორონავირუსის პანდემიამ დაადასტურა, რომ საბაზრო კაპიტალიზმზე “ჯადოსნურმა თეორიებმა” კრახი განიცადა და რომ მსოფლიოს სჭირდება ახალი ტიპის პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს დიალოგსა და სოლიდარობას და უარყოფს ომს ნებისმიერ ფასად. პაპის ღია მიმართვაში საუბარია ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ძმობა, იმიგრაცია, მდიდრებსა და ღარიბებს შორის უფსკრული, ეკონომიკური და სოციალური უთანასწორობა, დისბალანსი ჯანდაცვის სისტემაში და მზარდი პოლიტიკური პოლარიზაცია ბევრ ქვეყანაში.

ფრანცისკემ ასევე აღნიშნა, რომ კერძო საკუთრება არ შეიძლება მიჩნეული იყოს, როგორც აბსოლუტური უფლება ყველა შემთხვევაში, როცა ზოგი ფუფუნებაში ცხოვრობს, სხვებს არაფერი აქვთ. ამ ყველაფრის ფონზე ინგლისში აკრძალეს სახელმძღვანელოები, რომლებშიც კაპიტალიზმია გაკრიტიკებული.

alt-info.com

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here