Home ახალი ამბები საქართველო რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად?

რომელი ქვეყნიდან ჩამოდიან საქართველოში უმაღლესი განათლების მისაღებად?

722
უნივერსიტეტი

ამჟამად საქართველოში 8012 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. 2015-2016 სასწავლო წელთან შედარებით, უცხოელი სტუდენტების რაოდენობა საქართველოში მომატებულია, შარშან ქვეყანაში 6 643 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში ბაკალავრიატის საფეხურზე 3611 უცხოელი სტუდენტია, ხოლო მაგისტრატურაზე _ 4401. ბაკალავრიატზე ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი (2235) სოციალური მეცნიერების, ბიზნესისა და სამართლის საფეხურზე სწავლობს.

792 უცხოელი სტუდენტი ირიცხება ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ბაკალავრიატის საფეხურზე, ხოლო 204 _ მეცნიერების ფაკულტეტზე.

რაც შეეხება მაგისტრატურას, 2016-2017 სასწავლო წელს ყველაზე მეტი უცხოელი მაგისტრანტი (4232) საქართველოში ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის ფაკულტეტზე იყო.

2016 წელს დოქტურანტურის საფეხურზე საქართველოში უცხო ქვეყნის 83 სტუდენტი ირიცხებოდა. ყველაზე მეტი უცხოელი სტუდენტი საქართველოში აზერბაიჯანიდანაა: წელს მეზობელი სახელმწიფოდან 2650 სტუდენტი სწავლობს საქართველოში, შარშან კი 2388 იყო. მეორე ადგილზეა ინდოეთი 2505 სტუდენტით, მესამეზე _ ერაყი 974 სტუდენტით. საქართველო საინტერესოა ნიგერიელი სტუდენტებისთვისაც: მიმდინარე სასწავლო წელს 439-მა ადამიანმა აირჩია საქართველო სასწავლებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here