Home რუბრიკები ისტორია როგორ ყიდდნენ ინგლისელები ცოლებს

როგორ ყიდდნენ ინგლისელები ცოლებს

1923
ნახატი

საქართველოს .. სტრატეგიული მეგობრები ჩვენს ქვეყანას და სხვა სახელმწიფოებსაც გამუდმებით მიუთითებენ დასავლურ ღირებულებებსა და ფასეულობებზე _ სექსუალური უმცირესობებისა და ქალთა უფლებების დაცვაზე, რასობრივ, რელიგიურ და გენდერულ თანასწორობაზე, თუმცა ამ დემოკრატიის აკვნად წოდებულ ქვეყნებში სულ ცოტა ხნის წინათ მძვინვარებდა რასიზმიც და სეგრეგაციაც, და ქალთა უფლებების დაცვა კი არა, ინგლისში პატივცემული ჯენტლმენები თავიანთ ცოლებს ერთი კათხა ლუდის საფასურად ან 1 გირვანქა სტელინგად ჰყიდდნენ.

გამაოგნებელი ფაქტებიდემოკრატიბრიტანელების ისტორიიდან

XVII საუკუნიდან XX საუკუნის 20-იან წლებამდე ინგლისში ნებისმიერ მამაკაცს, თუ ცოლი “მოჰყირჭდებოდა”, შეეძლო ბაზარზე გაეყვანა გასაყიდად. ეს ხდებოდა ასე: ქმარს ყელზე აღვირგამობმული ცოლი ბაზრის მოედანზე გაჰყავდა, სადაც მიჰყიდდა მას, ვინც მეტ თანხას შესთავაზებდა. ზოგიერთი მახვილგონიერი ინგლისელი ქმარი ამ საქმისთვის ქირაობდა აუქციონერს, რომელიც გასაყიდი ქალის ღირსებებს საჯაროდ წარმოაჩენდა.

ინგლისელი ისტორიკოსების მტკიცებით, ბაზარზე ცოლის გაყიდვა დაკავშირებული იყო იმასთან, რომ განქორწინების უფლების მისაღებად საჭირო იყო პარლამენტის თანხმობა, ეს კი ძალიან ძვირი ღირდა. ცოლის გაყიდვის პრაქტიკას ზოგიერთი “ძველ ჩვეულებას” უკავშირებს და იმასაც, რომ ღარიბებისთვის ეს იყო ერთადერთი შანსი, თავიდან აერიდებინათ პენიტენციალურ დაწესებულებაში მოხვედრა.

კარიკატურა ინგლისელ დიდგვაროვანზე, რომელიც სმიტფილდის ბაზარში მიემართება ცოლის გასაყიდად
კარიკატურა ინგლისელ დიდგვაროვანზე, რომელიც სმიტფილდის ბაზარში მიემართება ცოლის გასაყიდად

“ცოლებით ვაჭრობის” ზოგიერთი მომხრე კი ამტკიცებდა, რომ ქალების უმრავლესობა თანახმა იყო, ქმარს გაეყიდა. თუმცა უკვე XVIII საუკუნეში პროგრესულად განწყობილი ბრიტანელები ამ წეს-ჩვეულებას ბარბაროსულსა და უღირსს უწოდებდნენ. XIX საუკუნეში კი ცოლის გაყიდვას უწოდეს “საკუთრების გადაცემა ახალი მფლობელისთვის”.

გასაყიდი ცოლების ფასი სხვადასხვანაირი იყო. ზოგი 1 პინტა (0,56 ლიტრი) ლუდი ღირდა, ზოგი _ 100 და მეტი გირვანქა სტერლინგი. ინგლისელთა ეს ჩვეულება აისახა ფერწერაშიც და ლიტერატურულ ნაწარმოებებშიც; მაგალითად, თომას ჰარდის რომანკესტენბრიჯის მერში”, რომლის მთავარი გმირი ყიდის ცოლს, მაგრამ შემდეგ სინდისის ქენჯნის გამო მოკვდება.

ცოლის გაყიდვის ფაქტებს დაწვრილებით აღწერდნენ ადგილობრივ გაზეთებში. ცოლის გაყიდვის პირველი შემთხვევა იყო სამუელ უაიტჰაუსის ცოლის, მერის, გაყიდვა 1733 წელს. მერი უაიტჰაუსი ვინმე თომას გრიფიტსმა 1 გინვანქა სტერლინგად იყიდა. კიდევ ერთი ქალბატონი, რომლის საწყისი ფასი 1 პენი იყო, ფერმერებმა საბოლოოდ 5 შილინგად და 6 პენად იყიდეს.

ცოლებს ჰყიდდნენ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. ცოლს ხშირად ყიდულობდა მისივე საყვარელი; ზოგჯერ ყოფილი ქმარი, ცოლი და მისი ახალი მფლობელი ერთად მიდიოდნენ ტავერნაში გარიგების წარმატებით დასრულების აღსანიშნავად.

1830 წლის ფრანგული გრავიურა.ინგლისში ცოლის გაყიდვის შესახებ.მოქმედება ხდება ბაზარში, რაც მომხდარს აიგივებს საქონლის გაყიდვასთან და მიანიშნებს, რომ ცოლს საყვარელი ჰყავს, რადგან ქმარი რქებითაა გამოსახული
1830 წლის ფრანგული გრავიურა.ინგლისში ცოლის გაყიდვის შესახებ.მოქმედება ხდება ბაზარში, რაც მომხდარს აიგივებს საქონლის გაყიდვასთან და მიანიშნებს, რომ ცოლს საყვარელი ჰყავს, რადგან ქმარი რქებითაა გამოსახული

ინგლისში ცოლებით ვაჭრობის პოპულარობამ პიკს 1780-1850 წლებში მიაღწია. საარქივო დოკუმენტებით დასტურდება, სულ ცოტა, 300 ასეთი ფაქტი. ყველაფერი კი 1753 წელს ქორწინების შესახებ კანონის მიღებით დაიწყო. მანამდე ქორწინების რეგისტრაცია საჭირო არ იყო. ქალები უუფლებონი იყვნენ და ქმრებს, პრაქტიკულად, ყველაფერში ემორჩილებოდნენ. რაც შეეხება განქორწინებას, ეს ისეთი ძვირად ღირებული პროცედურა იყო, რომ თავისთვის ამის უფლების მიცემა მხოლოდ ძალიან მდიდარ ინგლისელებს შეეძლოთ. ცოლის გაყიდვა გაყრის საუკეთესო მეთოდად იქცა იმ წყვილებისთვის, რომლებიც ერთმანეთს ვერ შეეწყვნენ, მთავრობა კი ამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა.

ცოლის გაყიდვის შესახებ ბოლო ცნობა 1913 წლით არის დათარიღებული.

ქალმა, რომელმაც ჩვენება მისცა ქალაქ ლიდსის სასამართლოს, განაცხადა, რომ ქმარმა ის თავის კოლეგას 1 გირვანქა სტერლინგად მიჰყიდა.

აღსანიშნავია, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში იაპონიაშიც არსებობდა მსგავსი ტრადიცია. ე.წ. დროებითი ცოლების გაყიდვის პრაქტიკა საფუძვლად დაედო ჯაკომო პუჩინის ცნობილი ოპერის _ “მადამ ბატერფლაის” (“ჩიო-ჩიო-სანის”) სიუჟეტს.

მომზადდა ვებგვერდ

politikano01.wordpress.comის მიხედვით

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here