Home რუბრიკები ეკონომიკა როგორ დააზარალებს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაწყვეტა

როგორ დააზარალებს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაწყვეტა

9660
როგორ დააზარალებს საქართველოს რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური და ტურისტული ურთიერთობის გაწყვეტა

თბილისში გამართული ანტირუსული აქციების საპასუხოდ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოში რუსეთის მოქალაქეების თვითმფრინავებით გადაყვანის შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ტუროპერატორებსა და ტურაგენტებს ურჩევს, არ დაგეგმონ ტურები საქართველოში. ბრძანებულება ამოქმედდება 8 ივლისიდან. ამასთანავე, რუსეთის კავშირგაბმულობის სამინისტრომ დავალიანების გამო ფრენა აუკრძალა ქართული ავიაკომპანიების თვითმფრინავებს. ამრიგად, საქართველოს უნიათო ხელისუფლებამ და პროვოკატორმანაციონალურმა მოძრაობამამერიკელი პატრონების წაქეზებით საფრთხის წინაშე დააყენეს ქვეყანა, რომ რუსეთთან სრულად გაწყდეს სავაჭროეკონომიკური კავშირები. შეძლებს კი საქართველოს ეკონომიკა ფეხზე მყარად დგომას რუსი ტურისტების გარეშე, ქართველი მეღვინეები კი _ რუსი მყიდველების გარეშე?

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსეთის პარლამენტის დეპუტატ სერგეი გავრილოვის გამოჩენისა და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის გამო დაწყებული საზოგადოებრივი მღელვარება არეულობებში გადაიზარდა. სამართალდამცველებთან მომიტინგეების შეტაკების შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის _ 80 პოლიციელი. დაკავებულ 121 პირს შეეფარდა ადმინისტრაციული სასჯელი.

ეს იყო ძალიან არასასიამოვნო ისტორია, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოსა და ქართველი ხალხის ცუდი კუთხით წარმოჩენას. რადიკალებს, რა თქმა უნდა, სურდათ საქართველოს დისკრედიტაცია, მისი იზოლირება საერთაშორისო თანამეგობრობისგან, მისი, როგორც მართლმადიდებელი ქვეყნის, დისკრედიტაცია. მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეა რუსი დეპუტატების მონაწილეობით, უბრალოდ, საბაბი იყო სახელმწიფო გადატრიალებისა. ეს არ იყო სპონტანური პროტესტი. ყველა აქტივისტი წინასწარ ჰყავდა მომზადებული, მათ მართავდნენ კოორდინატორები, რომლებიც ამერიკული ინგლისურით ლაპარაკობდნენ. ყველა ანტირუსული შინაარსის პლაკატი წინასწარ დაბეჭდეს, თუმცა საქართველოს ხელისუფლებასაც ეკისრება პასუხისმგებლობა მომხდარზე”, _ განაცხადა რუსეთის პარლამენტის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა Riafan.ru-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია რუსეთის მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოში გამგზავრებისგან რუსოფობიური საპროტესტო აქციების გამო. როგორც ჩანს, ვითარება განვითარდება ყველაზე ცუდი სცენარით და საქმე მივა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების სრულ გაწყვეტამდე, როგორც ეს იყო 2000-იანი წლების ბოლოს.

2018 წელს საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის 1,4 მლნ მოქალაქე (25%-ით მეტი, ვიდრე 2017 წელს) და წელს ტურისტების რაოდენობა კვლავ იმატებდა სარეკორდო ტემპით. მიმდინარე წლის მაისში საქართველო პირველად შევიდა რუსებისთვის ყველაზე პოპულარული მიმართულების სამეულში. 2018 წელს საქართველოს სულ 4,8 მლნ ტურისტი ეწვია, გამოდის, ყოველი მესამე ტურისტი რუსეთის მოქალაქეა. საინტერესოა, რომ საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა ორჯერ მეტია _ 8,7 მლნ კაცი. ეს აიხსნება იმით, რომ მეზობელი სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები ხშირად ჩამოდიან საქართველოში დღისით ღამის გაუთევლად, ტურისტად კი ითვლება ის, ვინც უცხო ქვეყანაში ერთი ღამეს მაინც გაათევს.

საქართველოში მოგზაურობაზე საშუალო დანახარჯი 440 დოლარია, რუსები კი საქართველოში ტოვებენ 530 დოლარს. ამრიგად, თუკი საქართველოში აღარ ჩამოვლენ რუსი ტურისტები, ქვეყანა ყოველწლიურად დაკარგავს 750 მლნ-დან მილიარდ დოლარმდე. ეს კოლოსალური დანაკარგი იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც შარშან ტურიზმიდან 3,2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო (ქვეყნის მშპ-ს 9%) და რომლის 2019 წლის ბიუჯეტი 12,7 მლრდ ლარს შეადგენს.

აქცია

არანაკლებ მტკივნეული დარტყმა შეიძლება მიიღონ ქართული ღვინის, კონიაკისა და მინერალური წყლების მწარმოებლებმა. რადგან საქართველომ ვერ შეძლო ამ საექსპორტო პროდუქტების მიწოდების დივერსიფიკაცია. რუსეთისა და ყოფილი სსრკ-ის რამდენიმე ქვეყნის გარდა, ქართული ღვინო არავის უნდა.

2013 წელს, როდესაც ქართული ღვინო კვლავ შეუშვეს რუსეთის ბაზარზე, ასეთ წარმატებას არავინ ელოდა. ამჟამად ქართველ მეღვინეებს თავიანთი ნაწარმის 65% რუსეთში გააქვთ. თუ რუსეთი თავის ბაზარს დახურავს ქართული ღვინისთვის, ეს შეიძლება ძალიან მტკივნეული დარტყმა აღმოჩნდეს ქართული მევენახეობისა და მეღვინეობისთვის.

2019 წლის იანვარ-მაისის პერიოდში საქართველოს ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორები იყვნენ თურქეთი (702 მლნ დოლარი), რუსეთი (568 მლნ დოლარი) და აზერბაიჯანი (236 მლნ დოლარი). საქართველოსა და რუსეთს შორის ვაჭრობის სტატისტიკური მონაცემები გვიჩვენებს, რომ საქართველოსთვის თავისი პროდუქციის გასაღების მთავარი საგარეო ბაზარი კვლავ რუსეთია. ამასთანავე, საქართველოს უფრო სჭირდება რუსული საქონელი, ვიდრე რუსეთს _ ქართული. “ქინძმარაულისა” და “ბორჯომის” ადგილს რუსული ან ყოფილი სსრკ-ის ქვეყნების ბრენდები დაიკავებენ, საქართველოსთვის კი რუსეთი მთავარი მიმწოდებელია ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, აგრეთვე, ხორბლის.

აი, ჩამონათვალი იმ 5 პროდუქტისა, რომლებსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ვყიდდით რუსეთში 2019 წლის 4 თვის განმავლობაში:

* ფეროშენადნობები _ 51,048 მლნ დოლარი;

* ღვინოები _ 40,266 მლნ დოლარი;

* მინერალური და მტკნარი წყლები _ 19,873 მლნ დოლარი;

* ცენტრიფუგები, სითხის გასაფილტრი აგრეგატები _ 13,244 მლნ.

* მედიკამენტები _ 9,920 მლნ დოლარი;

ისიც აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში ყველაზე მეტი ფული გადმოირიცხა რუსეთიდან, სადაც დაახლოებით 800 ათასი ქართველი ცხოვრობს და მუშაობს. წარმოიდგინეთ, რა მოხდება, თუკი რუსეთი გადაწყვეტს მათ დეპორტაციას და ამით უამრავ ოჯახს საქართველოში საარსებო წყაროს გადაუკეტავს.

მოამზადა

გიორგი გაჩეჩილაძემ

1 COMMENT

  1. კარგი ანალიზია ბატონო გიორგი. გეტანხმებით. გარდა ეკონომიკური ზარალისა, რაც ქვეყნისთვის უდაოდ საზიანოა, რა ეშველება იმ ზარალს, რაც ასე გვირცხვენს სახელს და გვილახავს ავტორიტეტს მსოფლიოში? ვინ ვართ? რა გვინდა? რით ვერ ისვენებენ ეს საქართველოს შემარცხვენელი ‘ქალები’ (ციტატა: “როგორიც არის ქალი, ისეთია ერი” — ვოლტერი) – ბოკუჩავა, ხოშტარია, სამადაშვილი? მადლობა ღმერთს სამაგალითო ქალბატონებიც გვყავს, მაგრამ მათი ხმა არ ისმის. ესენი კი წამს არ კარგავენ, აღარ იციან სად გამოაჭენონ ჩვენი ქვეყანა. განსაკუთრებით კი ხოშტარია!!! (შინ) და სამადაშვილი!!! (გარეთ). ვისაც მოუსმენია სამადაშვილის ‘გამოსვლები’ საერთაშორისო ფორუმებზე, დამეთანხმება ამაში. თვითონ წერს ამ ‘შედევრებს’ თუ სხვა კარნახობს? ვის ხარჯზე მოგზაურობს? ვინ ხარჯავს ფულს ამ დედაკაცის აქეთ-იქით წანწალში? მადლობა თქვენ ამ სტატიისთვის, ბატონო გიორგი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here