Home ახალი ამბები საქართველო როგორი იქნება 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები

როგორი იქნება 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები

817
როგორი იქნება 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები

1 ოქტომბრიდან მიმოქცევაში გამოვიდა 10 ლარის ნომინალის განახლებული ბანკნოტები. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ახალი მოდიფიკაციის 10 ლარის ნომინალის ბანკნოტები მიმოქცევაში წინა წლების გამოშვების იმავე ნომინალის ბანკნოტების პარალელურად იქნება.

აღსანიშნავია, რომ ამით ლარის განახლების პროცესი დასრულდა. განახლებული ბანკნოტების ოჯახის ბოლო წევრი  10-ლარიანია.

განახლებული ბანკნოტების მიმოქცევაში გაშვება დაიწყო ეტაპობრივად: 2016 წლის 1 თებერვლიდან მიმოქცევაში გავიდა 20 და 50 ლარის ნომინალის ბანკნოტები; შემდეგ, 2016 წლის 1 ნოემბრიდან _ 100 ლარის ნომინალის ბანკნოტები, ხოლო 5 ლარის ნომინალის ბანკნოტები _  2017 წლის 1 სექტემბრიდან.

განახლებული ბანკნოტების შესახებ დაწვრილებითი

ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ სპეციალურ ვებგვერდს _ www.ganakhlebulilari.ge.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here