Home ახალი ამბები საქართველო რევოლუციური, ეპოქალური, ისტორიული მიმართვა

რევოლუციური, ეპოქალური, ისტორიული მიმართვა

322

2024 წლის 29 აპრილი საქართველოს დაამახსოვრდება, როგორც დიდი ეროვნული შეკრების დღე, როცა  ქართველმა ხალხმა შინ და გარეთ ყველას დაანახ სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირებულებების (მამული, ენა, სარწმუნოება) დაცვისთვის მზადყოფნა.  ამ დღეს ქართველ ხალხს მიმართა ეროვნულმა ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა. დარწმუნებული ვარ, ეს მიმართვა საქართველოს ისტორიას შემორჩება, როგორც რევოლუციური განაცხადი, რომელიც ეპოქალური მნიშვნელობის ძვრებს დაედება საფუძლად.

აი, რას გვითხრა ბიძინა ივანიშვილმა: საქართველო უნდა მართოს ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ! 2004-2012 წლებში ჩვენ გამოვიარეთ უმძიმესი წლები, როდესაც ქვეყანას არა ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, არამედ გარედან დანიშნული რევოლუციური კომიტეტი, უცხოური აგენტურა მართავდა. შეგახსენებთ, რომ ეს ადამიანებისააკაშვილი, ბოკერია, მერაბიშვილი, ადეიშვილი, გვარამია, კეზერაშვილი და სხვებისაქართველოს ხელისუფლების ლიდერებადენჯეოებისხელით მოწყობილი რევოლუციის შემდეგ დაინიშნენ“.

ეს ნათქვამი სრული ჭეშმარიტებაა და ყველასთვის ნათელია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთაც. ამ ნათქვამს ასეთი მსჯელობა მოჰყვა: „არადემოკრატიული წესით გარედან დანიშნული ადამიანების მმართველობამ მკაფიოდ დაგვანახვა,  რა მძიმეა თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაკარგვის გარდაუვალი შედეგი. სისხლიანმა რეჟიმმა გადაავსო ციხეები, აწამა პატიმრები, შეიწირა ასობით უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე, დააყაჩაღა ათასობით ბიზნესმენი, გააყალბა არაერთი არჩევნები, მიიტაცა მედია, დაკარგა საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი“.

ვის შეუძლია, ამ ნათქვამში რამე სიყალბე ან თუნდაც მცირეოდენი უზუსტობა აღმოაჩინოს? არავის! ბიძინა ივანიშილმა მისი ეს უაღრესად საინტერესო და აბსოლუტურად გულწრფელი საუბარი ასე განაგრძო: ბევრს ჰგონია, რომ ამ დანაშაულების მთავარი მიზეზი სააკაშვილის და მისი თანამზრახველების არაჰუმანური, სადისტური და არაპატრიოტული ბუნება იყო. სინამდვილეში ყველაფერი, რასაც ისინი აკეთებდნენ, გარედან მათი პატრონებისგან იყო დაკვეთილი და მართული“.

ეს რევოლუციური განცხადება არ არის? ეს დასავლეთის ვერაგული პოლიტიკის შეუპოვარი მხილება არ არის? საქართველოს რომელი ლიდერისგან მოგისმენიათ ასეთი თავგანწირულობით ნათქვამი სიმართლე?! ივანიშვილმა  ამ ნათქვამს არგუმენტებიც მოაყოლა: „სწორედ ამიტომ იყო, რომ რეჟიმს ჰქონდა მწვანე შუქი ყოველგვარ უმსგავსობაზე იმ უცხოელი პოლიტიკოსებისგან, რომლებიც დღეს სააკაშვილს, გვარამიასა და კეზერაშვილს უმანკო კრავებად გვიცხადებენ და არსებული ხელისუფლების დასჯას ითხოვენ. ამ უცხოელებს დღეს ამოძრავებთ სურვილი, საქართველოში იმავე ადამიანების არაჰუმანური და სადისტური დიქტატურა დაგვიბრუნონ, რასაც არაფრის ფასად არ დავუშვებთ. როდესაც მწვანე შუქზე ვსაუბრობთ, ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ რეჟიმის სადიზმი „ენჯეოებისგანაც” სრული მხარდაჭერით სარგებლობდა”.

აბსოლუტურად სწორი ნათქვამია. სადისტი ბელადი, სადისტი რეჟიმი, სადისტი პარტია, სადისტი მთავრობა, სადისტი არასამთავრობოები და, რაც მთავარია, სადისტი მხარდამჭერები დასავლეთში. ეს იყო ის პოლიტიკური თაიგული, რომლის არსებობა რეჟიმს იდეოლოგიურად, პოლიტიკურად, ფინანსურად კვებავდა და სიცოცხლეს უხანგრძლივებდა.

ბიძინა ივანიშვილი გვეუბნება: „მინდა, გავიხსენო ინდოელი ლიდერის, ჯავაჰარლალ ნერუს სიტყვები მცირე ადაპტირებით: არ არსებობს საკუთარი ქვეყნის იმაზე დიდი მტერი, ვიდრე უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილი ფსევდოელიტა. უცხო ქვეყნის მიერ აღზრდილ ფსევდოელიტას რამდენიმე მთავარი თვისება გამოარჩევს: ის არის უსამშობლო, არ უყვარს არც საკუთარი ქვეყანა და არც საკუთარი ხალხი, რადგან მას სინამდვილეში საკუთრად არ მიიჩნევს. პირიქით, ასეთ ადამიანებს საკუთარი ქვეყანაც და ხალხიც ეთაკილებათ. ასეთი ადამიანი არის აკაკისეული ღამურა, რომელიც საბოლოოდ ვერც უცხოელდება და ქართველობასაც კარგავს. ასეთი ადამიანები იოლად ექვემდებარებიან გარედან მართვას, რადგან ისინი ყოველგვარი პრინციპებისგან არიან დაცლილი. სწორედ ასეთია დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის სახე და ასეთი იყო ამ ადამიანების სახე ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც”.

დიდი ინდოელი მოღვაწისა და მოაზროვნის ციტირება ზუსტი იყო, ვინაიდან საქართველოში ანალოგიური ვითარებაა შექმნილი. ივანიშვილს ხშირად საყვედურობენ, პოლიტიკიდან ხან მიდის და ხან ბრუნდებაო. ამ მიმართვაში მან ეს მომენტიც ახსნა: „როდესაც 2012 წელს გარედან დანიშნული უსამშობლო პოლიტიკოსების სისხლიანი რეჟიმი გავისტუმრეთ, ვფიქრობდი, რომ ჩემი მისია სრულად მქონდა შესრულებული. ქართველ ხალხს დავუბრუნეთ საარჩევნო უფლება, ციხიდან გავათავისუფლეთ 15 ათასი პატიმარი, სრულად აღვკვეთეთ პატიმრების წამება და არაადამიანური მოპყრობა, დავასრულეთ „ნაციონალური მოძრაობის” მედიამონოპოლია, გავათავისუფლეთ ბიზნესი, ქვეყანას მოვუტანეთ გრძელვადიანი მშვიდობა და გაძლიერებული უსაფრთხოება. ეს მიღწევები არ აღმოჩნდა საკმარისი. ჩვენ კვლავაც გვიწევს ბრძოლა თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის, რათა ავასრულოთ ილია ჭავჭავაძის შეგონება, რომ „ჩვენი თავი ჩვენადვე უნდა გვეყუდნოდეს”, ამიტომ პრინციპულად და თავდადებით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, პირადად მე განვაგრძობ ბრძოლას საქართველოს, ჩვენი სამშობლოს, სუვერენიტეტის სრულად აღსადგენად”.

ბიძინა ივანიშვილმა შემდგომ მსჯელობაში უაღრესად საინტერესო ცნება შემოიტანა: „2022 წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველომ გადაიტანა ურთულესი ბრძოლა ომის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობის შესანარჩუნებლად. ბუქარესტის 2008 წლის სამიტის დაპირების მიუხედავად, საქართველო და უკრაინა არ გააწევრიანეს ნატოში და ორპირ ქარში დააყენეს. ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატო-ზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს”. დააკვირდით: გლობალური ომის პარტია.  ეს დასავლეთზეა ნათქვამი და ეს უკვე რევოლუციური აზროვნებაა. ზემოთ ვთქვი და ერთხელ კიდევ გავიმეორებ: გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან  დღემდე რომელ ლიდერს გაუბედავს, რომ დასავლური ბოროტებისთვის ასე პირდაპირ დაედო ხელი? კი, გამსახურდიამ ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში (უფროსი) და სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი უშუალოდ დაადანაშაულა საქართველოში განხორციელებულ სახელმწიფო გადატრიალებაში, მაგრამ ეს იყო პოსტ ფაქტუმ. დღეს კი საქართველოს მმართველი პარტიის ხელმძღვანელი და ერის ლიდერი დასავლეთში გლობალური ომის პარტიის არსებობაზე მოურიდებლად გველაპარაკება. ერთხელ კიდევ გადავიკითხოთ ეს წინადადება და ვნახავთ, რომ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ეს მართლაც თავგანწირული ბრძოლაა: ყველა ასეთ გადაწყვეტილებას გლობალური ომის პარტია იღებს, რომელიც ნატოზეც და ევროკავშირზეც გადამწყვეტი გავლენით სარგებლობს და რომლისთვისაც საქართველოსაც და უკრაინასაც მხოლოდ საზარბაზნე ხორცის ფასი აქვს“. ამ განცხადებას პირდაპირ საბრალდებო დასკვნა მოჰყვა: მათ ჯერ 2008 წელს საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან, ხოლო 2014 და 2022 წლებში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში უკრაინა ჩააყენეს. საქართველოს მიმართ გლობალური ომის პარტიის აგრესიის მთავარი მიზეზი ისაა, რომ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, საქართველო მეორე ფრონტად ვერ აქცია, რასაც ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნების პირობებში ძალიან მარტივად მიაღწევდა“.

აქ მთელი პოლიტიკური ანატომიაა დანახული და მთელი ფილოსოფიაა ჩამოყალიბებული იმ უბედურებისა, რომელიც დღეს საქართველოში ტრიალებს. „მათ ჯერ საქართველო დააპირისპირეს რუსეთთან”. ბიზინა ივანიშვილმა გახსნა კარტი. საქართველოსა და რუსეთის დაპირისპირება დასავლური გლობალური ომის პარტიის ნახელავია. განა ეს რევოლუცია არ არის?! ბიძინა ივანიშვილმა სიმართლის ბოლომდე თქმაში საკუთარ გუნდსაც აჯობა. მან ხალხს პირდაპირ უთხრა შემდეგი: საზოგადოებაში ხშირად კითხულობენ: მაინც რატომ იბრძვიან უცხოეთიდან ასეთი გამალებითენჯეოებისგამჭვირვალობის წინააღმდეგ? ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ამ  შეკითხვას სწორი მიმართულებით პასუხობენ, თუმცა სრული სიმართლის თქმას ისინი მაინც ერიდებიან. სრული სიმართლე  კი ისაა, რომენჯეოებისგაუმჭვირვალე დაფინანსება არის მთავარი ინსტრუმენტი, რომლითაც საქართველოს ხელისუფლება გარედან შეგიძლია დანიშნო“.

ივანიშვილმა ზუსტად გაშიფრა იმ გააფთრებული წინააღმდეგობის ნამდვილი მიზეზი, რომელსაც ამ კანონის დამტკიცებას დასავლეთში უწევენ. ნებისმიერ დროს ხელისუფლების შეცვლა სახელმწიფო გადატრიალების გზით –  აი, რას ნიშნავს ამ ე.წ. ენჯეოების დაფინანსებაში სრული უკონტროლობის შენარჩუნება. ივანიშვილმა უფრო დააზუსტა ეს საკითხი: ენჯეოებისდაფინანსება, რომელსაც უცხოეთიდან ხშირად გვამადლიან და დახმარებაში გვითვლიან, სინამდვილეში თითქმის მთლიანად აგენტურის გამაგრებასა და ხელისუფლებაში მათ მოყვანას ხმარდება. შესაბამისად, ამ თანხებს არავითარი საერთო არ აქვს დახმარებასთან, პირიქით, ერთადერთ მიზნად საქართველოსთვის სახელმწიფო სუვერენიტეტის წართმევას ისახავს“.

ამ ნათქვამით ბიძინა ივანიშვილმა დასავლეთს ბოლომდე ჩამოჰგლეჯა ნიღაბი, რის შემდეგაც ასეთი დასკვნა გააკეთა: სწორედ საქართველოს სუვერენიტეტის გამყარებას ემსახურება ქართული კანონიუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“. ივანიშვილმა განაცხადა: „ცხადია, რომ იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინათ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას აუცილებლად ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ”.

საქმეში თუნდაც ზედაპირულად ჩახედული ნებისმიერი ადამიანი დაადასტურებს, რომ ისინი არჩევნებზე დიდ არეულობას გეგმავდნენ. ბევრი სვამს შეკითხვას: რატომ გადაწყვიტა მმართველმა პარტიამ ამ კანონის მაინცდამაინც ახლა მიღება და ხომ არ იყო ეს შეცდომა? ივანიშვილის პასუხი ასეთია: ენერგიას, რომელიც შემოდგომისთვის უნდა დაეგროვებინათ, ახლა ისინი ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ“.

პოლიტიკა რაკი გათვლების ხელოვნებაა, ამაშიც უნდა დავეთანხმოთ ეროვნულ ლიდერს, რომელიც, მეთორმეტე წელიწადია, წაუგებელ თამაშს თამაშობს. ლგბტ პროპაგანდისა დაენჯეოებისშესახებ კანონების ინიცირებას ორმაგი სარგებელი ჰქონდა,  განაგრძობს ბიძინა ივანიშვილი. – ერთი მხრივ, ამ ორი საკითხის საკანონმდებლო მოწესრიგებას ალტერნატივა არ აქვს და, მეორე მხრივ, დასაგროვებელი ენერგიის ნაადრევი ხარჯვა ისედაც დასუსტებულ აგენტურას ძალას ბოლომდე გამოაცლის. შესაბამისად, კანონპროექტების ინიცირებისთვის დროც იდეალურად არის შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალური ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ, რომელსაც მეორე ფრონტის არგახსნის გამო ჩვენ მიმართ წყენა ისედაც არ აკლია“.

ივანიშვილს, ეტყობა, ესეც გათვლილი აქვს. მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმას ისინი არ გვაპატიებენ, მაგრამ, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი ამბობს, გამჭვირვალობის კანონი აქ არაფერ შუაშია, მეორე ფრონტის გახსნაზე უარის თქმას ისინი არც ისე გვაპატიებდნენ და არც ასე გვაპატიებენ, ამიტომ, როგორც ჩანს, გამოწვევა მიღებულია.

ბიძინა ივანიშვილი ერთ მტკივნეულ საკითხსაც შეეხო: „ბევრი ჩვენი თანამოქალაქე განაწყენებულია იმის გამო, რომ 2012 წელს ნაციონალები სათანადოდ არ დავსაჯეთ. რეჟიმის არაერთმა ლიდერმა მრავალწლიანი სასჯელი მოიხადა. გასამართლდა რეჟიმის დანაშაულებრივი დავალებების მრავალი შემსრულებელი. ამჟამად სასჯელს იხდის რეჟიმის მთავარი დამნაშავე მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, სამწუხაროდ, არ მომხდარანაციონალური მოძრაობის“, როგორც ერთიანი დანაშაულებრივი და მოღალატეობრივი დაჯგუფების, გასამართლება... ყველამ იხილეთ ევროპარლამენტის მიერ რამდენიმე დღის წინათ მიღებული რეზოლუცია, რომელშიც ევროპელი პოლიტიკოსები „ნაციონალური მოძრაობის” დამნაშავე ლიდერებს კიდევ ერთხელ გამოექომაგნენ. ამ შემთხვევაშიც გლობალურმა ომის პარტიამ ევროპარლამენტი აიძულა, სრულიად არაევროპული რეზოლუციისთვის დაეჭირა მხარი. ამ ყველაფერს ორი მიზანი ჰქონდა: ერთი მხრივ, საქართველოს საქმეებში კიდევ ერთხელ უხეშად ჩარევა სცადეს და, მეორე მხრივ, ყველას ერთხელ კიდევ აჩვენეს, რომ ევროპარლამენტი მათ ერთერთ მორიგ ინსტრუმენტად არის ქცეული, რომელსაც ნებისმიერ დროს, როგორც უნდათ, ისე გამოიყენებენ“.

ნაციონალური რეჟიმი, როგორც ბოროტება, იმიტომ არ დავსაჯეთ, რომ არ დაგვასჯევინეს, – გვეუბნება ივანიშვილი. ჩვენც ხომ ვხედავთ, რომ ეს მართლაც ასეა; ჩვენც ხომ ვხედავთ, როგორ არიან გადაფარებულნი ამ ბოროტმოქმედებზე და რა მასშტაბის მხარდაჭერას უცხადებენ ამ ფაშისტებს. მათ საქართველოში სხვა არავინ სჭირდებათ, ეს ძალა არის მათი „მეხუთე კოლონაც” და მათი ყველაზე საიმედო დასაყრდენიც. ივანიშვილი ევროპაში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო: ამ სრულიად არაევროპული რეზოლუციის დამტკიცებით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, თუ რამხელა გავლენა აქვს გლობალური ომის პარტიას ევროკავშირზე. გლობალური ომის პარტია ევროკავშირს საკუთარი ხელით ანგრევინებს ევროპულ ღირებულებებს, რაც, ზოგადად, მისი ჩვეული ხელწერაა. ზუსტად ასევე ანგრევდნენ ისინი საქართველოს 2004-2012 წლებში ხელისუფლებაში მყოფი ქართველების ხელით“.

აქ არა მხოლოდ საქართველოში არსებული მდგომარეობა, არამედ ევროპაში არსებული სავალალო ვითარებაც შესანიშნავად არის დახასიათებული. ივანიშვილმა ასეთი დასკვნა გააკეთა: საქართველოს ბედი ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ამ წლების განმავლობაში ჩვენ დავაგროვეთ საკმარისი რესურსი, რომ სუვერენიტეტის სრულად განმტკიცება დავიწყოთ. სწორედ ამას ემსახურება კანონიცუცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

რაც შეეხება დამნაშავე რეჟიმის გასამართლებას, რომელსაც ქართველი ხალხი, დიდი ხანია, ელის, აუცილებლად შედგება. ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ამაში ღრმად არის დარწმუნებული: არჩევნების შემდეგ კი ჩვენ გვექნება იმის საშუალება, რომ კოლექტიურნაციონალურ მოძრაობასგამოვუტანოთ მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენი, რომელსაც ის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობისა და თორმეტწლიანიმაოხრებელი გზირობისთვისიმსახურებს. არჩევნების შემდეგნაციონალური მოძრაობამკაცრად აგებს პასუხს ყველა იმ დანაშაულისთვის, რომლეიც მან ორი ათწლეულის მანძილზე ქართული სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩაიდინა!”

ივანიშვილმა „ნაციონალური მორაობის” დანაშაულებრივი საქმიანობის ვადის განსაზღვრისას ორი ათეული წელიწადი ახსენა. ე.ი., მან „ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებასა და ოპოზიციაში ყოფნის ვადები დაჯამებულად წარმოგვიდგინა ანუ ღიად გვითხრა, რომ ნაციონალური მოძრაობა, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის, ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროსად დამნაშავე ორგანიზაციაა.

ამ შესანიშნავი მიმართვის დასკვნითი ნაწილი ასეთი იყო: გაძლევთ პირობას, რომ ყველა წინააღმდეგობას გადავლახავთ, სუვერენიტეტსაც განვამტკიცებთ, მშვიდობასაც შევინარჩუნებთ, ქართულ ეკონომიკასაც გავაძლიერებთ და 2030 წელს გავხდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა. ჩვენ ვართ უნიკალური ერი უნიკალური ისტორიით, ტრადიციებითა და იდენტობით. სწორედ ამ უნიკალური ეროვნული ტრადიციებითა და იდენტობით უნდა გავწევრიანდეთ საერთო ევროპულ ოჯახში, რადგან მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შეიძლება ჰქონდეს ნამდვილი ფასი ევროკავშირს საქართველოსთვის და საქართველოს ევროკავშირისთვის“.

ამ ისტორიული მიმართვის პათოსის მხოლოდ ბოლო ნაწილში შემაქვს ეჭვი, ვინაიდან ევროპა (მთლიანად დასავლეთი), რომელიც ასე უსინდისოდ გვექცევა, არ არის ჩვენი პერსპექტივა. ამასაც თავი რომ დავანებოთ, ძალიან საეჭვოა, ევროკავშირმა (როგორც ორგანიზაციამ) 2030 წლამდე მიაღწიოს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა, ალბათ, პოლიტიკური მიზანშეწონილობის გამო ჩათვალა, რომ ასე უნდა ეთქვა. ამ მიმართვის ისტორიულ მნიშვნელობას ამით არაფერი დაუკარგავს.

მიმართვის დასახასიათებლად უკვე გამოვიყენე სიტყვა  „რევოლუციური”. მიმართვის ჯეროვანი შეფასების დრო მოგვიანებით დადგება, როცა გაყალბებული ისტორიის აღდგენისა და გამრუდებულ საგარეო ვექტორთა გასწორების ჟამი დაჰკრავს. ბიძინა ივანიშვილის ეს მიმართვა ღირსეულ ადგილს დაიკავებს საქართველოს ისტორიაში, რადგან იგი შეიძლება იმ ეპოქალური ცვლილების დასაბამადაც მოგვევლინოს, რომელთა მსგავსი არც  ისე ბევრი ახსოვს ისტორიას.

გაერთიანებული და გამთლიანებული საქართველოეს არის ჩვენი ქართული ოცნება, რომელსაც ყველა ერთად აუცილებლად ავიხდენთ. კიდევ ერთხელ წინასწარ გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! გაუმარჯოს დამოუკიდებელ, თავისუფალ, სუვერენულ და ერთიან საქართველოს!” –  ასე დაასრულა ერის წინამძღოლმა ეს ისტორიული მიმართვა.

მე კი ისღა დამრჩენია, რომ აღდგომის წინა დღეებში ჩემი ხმაც შევუერთო ბატონ ბიძინა ივანიშვილის მოლოცვას: ღმერთი ჰფარავდეს სრულიად საქართველოს!

ვალერი კვარაცხელია

                                                                                          

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here