Home ახალი ამბები რევაზ ნადარაია: დოლიძემ მოსამართლეები ნარჩენებად მოიხსენია, შეურაცხყოფის გამო გასაუბრებიდან ავიცილე

რევაზ ნადარაია: დოლიძემ მოსამართლეები ნარჩენებად მოიხსენია, შეურაცხყოფის გამო გასაუბრებიდან ავიცილე

1497

უვადო მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა რევაზ ნადარაიამ, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე გასაუბრებაზე აიცილა.

ნადარაიამ ანა დოლიძე პოლიტიკური განცხადებების გაკეთებაში დაადანაშაულა და აცილების მიზეზად 6 თებერვალს, დოლიძის მიერ გაკეთებული “მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ადეიშვილის ნარჩენებად მოიხსენია”, განცხადება დაასახელა.

ნადარაის განცხადებით, მას ასევე არ სურს, რომ დოლიძემ კენჭისყრის პროცესშიც მიიღოს მონაწილეობა.

ანა დოლიძე ავიცილე მისი განცხადებიდან გამომდინარე. მან თქვა, რომ მოსამართლეები, რომლებიც გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდნენ სასამართლო სისტემაში და საქმეებს იხილავდნენ, არ უნდა დაინიშნონ. მან უკვე პირდაპირ და ცალსახად გამოთქვა წინასწარ აზრი ამ კონკურსანტების მიმართ. ის ჩემს მიმართ და ამ ტიპის კონკურსანტი მოსამართლეების მიმართ ვერ იქნებოდა მიუკერძოებელი. ვფიქრობ, რომ მან არ უნდა მიიღოს მონაწილეობა ჩემს შეფასებაში, გასაუბრებაში და ასევე კენჭისყრაში, მიუხედავად იმისა, რომ მისი აცილებით, ერთი ხმა აკლდება კონკურსანტს. მისი აცილება არავითარ შემთხვევაში არ არის თავისუფალი აზრის დევნა. თავისუფალი აზრის დევნა შეუძლებელია იყოს სასამართლო სისტემის ლანძღვა. მან თითოეულ მოსამართლეს შეურაცხყოფა მიაყენა, ნარჩენებად მოიხსენია ისინი. მისი არაეთიკური და პოლიტიკური განცხადებები სისტემას ზიანს აყენებს. ასევე შეურაცხყოფას აყენებს მთელ სასამართლო სისტემას, – განაცხადა ნადარაიამ.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უვადო მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრების პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here