Home ახალი ამბები საქართველო რა რეკომენდაციები მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ში

რა რეკომენდაციები მისცეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აშშ-ში

996
დავით ზალკანიანი და ჯონ სალივანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი 24-26 ივლისს ვაშინგტონში გამართულ რელიგიის თავისუფლების საკითხზე საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა. ამ ვიზიტის ფარგლებში ზალკანიანი აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯონ სალივანს შეხვდა დასაქართველოს სტრატეგიული პარტნიორისგან ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, აგრეთვე, ტერიტორიული მთლიანობის მორიგი (ეს უკვე მერამდენე) მხარდაჭერა მიიღო.

თუმცა, გაუგებარია, რა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობაზე გვესაუბრება “სტრატეგიული პარტნიორი”, რომლის ნების გარეშეც საქართველოს ხელისუფლება არათუ საკადრო საკითხებს (გაიხსენეთ, როგორ დანიშნეს თავდაცვის მინისტრად თინათინ ხიდაშელი) ვერ აგვარებს, სწორედ მისი მითითებით წყვეტს, ვისთან უნდა დაიწყოს კოაბიტაცია, რომელი პოლიტიკური პარტია უნდა  იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა და ა.შ. ლაპარაკი არ არის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხზე _ ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორი” რუსეთთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომასაც კი გვიკრძალავს… სალივანმა საქართველოს მადლობა გადაუხადა ავღანეთში ნატოს მისია “გადამწყვეტ მხარდაჭერაში” შეტანილი წვლილისთვის. საქართველომ რამდენიმე ათეული ახალგაზრდის სიცოცხლე მიიტანა ზვარაკად ავღანეთში დასავლეთის ინტერესების დასაცავად, მაგრამ სანაცვლოდ რა მიიღო? _ ნატოს კარზე უაზრო კაკუნი და მაპზე უკეთესის მოლოდინი წლების განმავლობაში. რაც შეეხება რელიგიური თავისუფლების საკითხზე გამართულ კონფერენციაში საქართველოს წარმომადგენლის მონაწილეობას, ეტყობა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს რეკომენდაციები მისცეს, კიდევ უფრო შეზღუდონ მართლმადიდებლობა, რომლის დიდი დამსახურებაც არის ის, რომ დღეს საქართველო არსებობს. ამასთანავე, თავი უნდა დავანებოთ დანარჩენი კონფესიების წარმომადგენელთა “ჩაგვრას” და მათ მეტი თავისუფლება მივცეთ…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here