Home ახალი ამბები მსოფლიო რატომ დაიწყო საინფორმაციო შეტევა რუსულ “სპუტნიკ V”-ზე

რატომ დაიწყო საინფორმაციო შეტევა რუსულ “სპუტნიკ V”-ზე

1538
რატომ დაიწყო საინფორმაციო შეტევა რუსულ “სპუტნიკ V”-ზე

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დამზადებისთვის ბრძოლა გეოპოლიტიკური გავლენის იარაღად იქცა. საკუთარი ვაქცინის შექმნა არა მხოლოდ პრესტიჟის სიმბოლოდ იქცა, არამედ შემქმნელი სახელმწიფოს სიმძლავრის მაჩვენებლად _ თავის მოქალაქეებს სიცოცხლე შეუნარჩუნოს საგანგებო ვითარებაში. დღეს ვაქცინა სახელმწიფოს, როგორც ბრენდის, მსოფლიო არენაზე წამოწევის მარკეტინგული საშუალებაა.

გავლენისთვის ბრძოლაში ჩართულია ყველა საშუალება _ სრული საინფორმაციო ბლოკადით დაწყებული, დეზინფორმაციით დასრულებული. გებელსის ზეობის პერიოდში პოპულარული იყო ფრაზა: “მსოფლიოზე ბატონობს ის, ვინც პირველი ეტყვის მას სიტყვას”. დღეს მსოფლიოზე გაბატონდება ის, ვინც პირველი მისცემს მას კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.

როგორც კი რუსეთმა გამოაცხადა, რომ წარმატებით მუშაობს ვაქცინის შექმნაზე, უცხოეთში ამ ვაქცინის წინააღმდეგ ბრძოლა გააჩაღეს რუსეთის გეოპოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა, ქვეყნის შიგნით კი _ ამ მოწინააღმდეგეების მიერ შექმნილმა და გამოკვებილმა “გავლენიანმა” არასამთავრობოებმა და ზოგიერთმა მედიასაშუალებამ.

ვაქცინის შექმნის ვადა უპრეცედენტოდ მოკლეა, ტრადიციული პროცედურები დარღვეულია იმის გამო, რომ კაცობრიობას არ აქვს საშუალება, აუჩქარებლად დაამზადოს პრეპარატი, მაგრამ დრო მიდის და მასთან ერთად მიმდინარეობს ყველაფრისთვის თავისი ადგილის მიჩენის პროცესი. დაიწყო საინფორმაციო შეტევა ვაქცინასპუტნიკ V”-ზე. რუსეთში თითქოს კარგად ინფორმირებული ელიტა იმედგაცრუებულია ვაქცინაციის შემდეგ ინფიცირების შემთხვევების გამოვლენით და უპირატესობას ანიჭებსეპივაკკორონას” (კოვიდის საწინააღმდეგო ერთკომპონენტიანი პეპტიციდურ ვაქცინას, რომელიც სამეცნიერო ცენტრმავექტორმაშექმნა და ახლა შემოწმების მესამე ფაზას გადის _ . .). ეს იმ ვითარებაში, როცა ამ ვაქცინის ეფექტიანობაზე ჯერჯერობით ყველაფერი ცნობილი არ არის, “სპუტნიკმაკი ყველას გაუსწრო წარმატებული შედეგისა და დისტრიბუციის თვალსაზრისით.

ყველაზე საინტერესოა ის, რომ რეალური ფაქტები აღრიცხული არ არის. თუკი არსებობს ვაქცინაციის შემდგომ ინფიცირების შემთხვევები, საჭიროა გამოძიება, როგორ, რა პირობებში შეიქნა ეს შესაძლებელი: ხომ არ იყო ეს ადამიანი ინფიცირებული აცრამდე და ვისთან ჰქონდა ურთიერთობა ვაქცინაციის ვადის ამოწურვამდე? _ ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. სამაგიეროდ, არის ჭორების ტალღა და პანიკის შექმნის მცდელობა.

“სპუტნიკის” კომპრომეტაცია _ ეს არის არა, უბრალოდ, სტარტზევე ბაზრის ხელში ჩაგდების მცდელობა, არამედ გარკვეული მმართველი წრეების კომპრომეტაციაც, რომლებიც ხელს უწყობდნენ, სახელდობრ, “სპუტნიკის” შექმნასა და მის წარმოჩენას საერთაშორისო არენაზე. ეს არჩევნების შედეგებზე გავლენის ფაქტორიცაა. წარმოიდგინეთ შედეგები იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ვაქცინის პოპულარიზაციაში საერთაშორისო ასპარეზზე.

“სპუტნიკი” უკვე ბევრ ქვეყანაშია და დაიწყო მის საწარმოებლად საჭირო ბაზის შექმნა არა მხოლოდ არგენტინაში, ვენესუელასა და ბელარუსში, ამ ვაქცინას უკრაინასა და თურქეთშიც კი ცდიან ტოქსიკურობაზე, რათა შემდეგ დაიწყონ მისი წარმოება. პროპაგანდა _ პროპაგანდად, მაგრამ ცხოვრება ყველას უნდა, თანაც კარგად ცხოვრება.

სხვადასხვა სქემის მიხედვით (ერთიანი სტანდარტი ჯერჯერობით არ არსებობს) ჩატარებული ტესტირების შედეგები აჩვენებს, რომსპუტნიკისეფექტიანობის 95% შენარჩუნებული იყო პირველი აცრიდან 42- დღეს. ასეთი შედეგები სხვა ვაქცინებს არ აქვს.

დასავლური ანალოგების მაჩვენებლები გაცილებით ნაკლებია. ბრიტანეთში მოსახლეობა გააფრთხილეს, რომ, თუ პაციენტი გარდაიცვლება ვაქცინაციის შემდეგ, ამის გამო არ უნდა ინერვიულონ _ სიკვდილი შეიძლება სხვა დაავადებით იყოს გამოწვეული.

სრულიად შესაძლებელია, რომ ორივე რუსული ვაქცინა საკმარისად ეფექტიანია. სპეციალისტებს შეუძლიათ გააანალიზონ და შეადარონ პარამეტრები და იმსჯელონ დეტალებზე, მაგრამ ფაქტია: რუსეთი პირველი გავიდა კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინის მსოფლიო ბაზარზე, როცა ეფექტიანი პრეპარატი შექმნა, რომელზე უკეთესიც ჯერ არ არსებობს, და ამით დაანგრია მათი გეგმები, ვინც მიჩვეულია, თავი უკონკურენტოდ მიიჩნიოს.

აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინათ ერთ-ერთმა რუსულმა მედიასაშუალებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ თურქეთმა, რომელთანაც რუსეთს არც ისე კარგი ურთიერთობა აქვს, თავდაპირველად, აიღო ვაქცინები ტოქსიკოლოგიაზე გამოსაცდელად, შემდეგ კი უკან დააბრუნა. ამ ინფორმაციით გამოვიდა თურქული გამოცემა Haber Turk-ი, რომელიც თითქოს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრ ფაჰრეტინ კოჯას ნათქვამს ეყრდნობოდა. შემდეგ ეს ინფორმაცია მსოფლიოში გავრცელდა, რაც რუსეთის რეპუტაციისთვის მტკივნეული დარტყმა იყო. ახლახან კი გაირკვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუეა _ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა უარყო Haber Turkის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და დაადასტურა, რომ რუსული ვაქცინის ტესტირების დასრულების შემდეგ მისი შესყიდვა დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ, ზემოაღნიშნული 2 ვაქცინის გარდა, რუსეთში მესამე ვაქცინაც იქმნება, გენეტიკური _ ურალი”.

კოვიდის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინების ისტორიაში ძალიან ბევრია პოლიტიკა და ცოტა _ მედიცინა. ვაქცინის მეთოდების შესწავლა ახლა იწყება, მაგრამ უკვე ცხადია, ვინ ვინ არის ამ საკითხში, რომელშიც ბიოტექნოლოგიები ყველაფერს მართავს. და უცებ… ერთ-ერთი მიმართულებით დასავლეთი რუსეთს მკვეთრად ჩამორჩება.

კოვიდის საწინააღმდეგ ვაქცინა არც ასპირინია პარაცეტამოლთან ერთად და არც ანგინის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკი. ეს ძალიან მტკივნეული დარტყმაა, რომელსაც დასავლეთი არ ელოდებოდა. სწორედ ამიტომ აქვს რუსული ვაქცინის გარშემო ატეხილი ფათიფუცი ბინძურ კრივს მოსყიდული მსაჯებით.

iarex.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here