Home ახალი ამბები მსოფლიო რაზე ისაუბრეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა სოჭში

რაზე ისაუბრეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა სოჭში

1535
რაზე ისაუბრეს რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა სოჭში

14 სექტემბერს სოჭში გაიმართა რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტების _ ვლადიმერ პუტინისა და ალექსანდრე ლუკაშენკოს შეხვედრა, რომელიც 4 საათის განმავლობაში დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა.

რუსეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა ყურადღება გაამახვილეს ორი ქვეყნის კავშირების გაღრმავებასა და სავაჭრო-ეკონომიკურ კოოპერაციაზე.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, 1,5 მლრდ დოლარის ახალი კრედიტი, რომელსაც მოსკოვი მინსკს გამოუყოფს, ძველი ვალების რეფინანსირებას მოხმარდება.

“მიზანი არის რუსეთსა და ბელარუსს შორის ეკონომიკური თანამშრომლობისთვის დამატებითი იმპულსის მიცემა. ჩვენ უახლოესი პარტნიორები ვართ”, _ განაცხადა პესკოვმა და დასძინა, რომ “ჯერ ნაადრევია”, ერთობლივი საწარმოების შექმნაზე ლაპარაკი, რადგან ეს უნდა იყოს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგი”.

საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში შექმნილ ვითარებასა და საპროტესტო აქციებზე საუბრისას პესკოვმა აღნიშნა, რომ მოსკოვის ქმედებები გამომდინარეობს იქიდან, რომ ლუკაშენკო რესპუბლიკის ლეგიტიმურ პრეზიდენტად მიაჩნია, ხოლო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებზეც ლუკაშენკო ლაპარაკობდა, ბელარუსის საშინაო პროცესია. “დიახ, პუტინმა განაცხადა, რომ მხარს დაუჭერდა ამ პროცესს, მაგრამ მასში არავინ უნდა ჩაერიოს _ არც მოსკოვი და არც ევროპის სხვა რომელიმე დედაქალაქი”, _ განაცხადა პესკოვმა.

კრემლის წარმომადგენლის თქმით, პრეზიდენტებს არ უმსჯელიათ ქვეყნებს შორის სამხედრო თანამშრომლობასა და ბელარუსში რუსული სამხედრო ბაზების განლაგებაზე, თუმცა ერთობლივი სამხედრო სწავლებები აუცილებლად ჩატარდება.

აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტების შეთანხმებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა “სპუტნიკის” პირველ პარტიას ბელორუსი მიიღებს.

Ria.ruზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here