Home ახალი ამბები მსოფლიო ჟოზეფ ბორელი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპელი დიპლომატების გაძევების შესახებ და მოსკოვს გადაწყვეტილების...

ჟოზეფ ბორელი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპელი დიპლომატების გაძევების შესახებ და მოსკოვს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

201
ჟოზეფ ბორელი გმობს რუსეთის გადაწყვეტილებას ევროპელი დიპლომატების გაძევების შესახებ და მოსკოვს გადაწყვეტილების გადახედვისკენ მოუწოდებს

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჟოზეფ ბორელი მოსკოვში მისი ვიზიტის პარალელურად, რუსეთის მიერ სამი ევროპელი დიპლომატის გაძევების ფაქტს ეხმაურება.

ევროკავშირის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი რუსეთის გადაწყვეტილებას გმობს და მოსკოვს მოუწოდებს, გადახედოს დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილებას. ამის შესახებ რუსული მედია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური სამსახურის წარმომადგენელზე პიტერ სტანოზე დაყრდნობით იუწყება.

„რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან სერგეი ლავროვთან შეხვედრისას, უმაღლესმა კომისარმა შეიტყო, რომ სამი ევროპელი დიპლომატი იქნება რუსეთიდან გაძევებული. მან დაგმო აღნიშნული გადაწყვეტილება და უარყო ბრალდება იმის შესახებ, რომ ისინი მონაწილეობდნენ იმ ღონისძიებაში, რომელიც შეთავსებულია მათ სტატუსთან. აუცილებელია გადაწყვეტილების გადახედვა“, – განაცხადა სტანომ.

მისი თქმით, ჟოზეფ ბორელიმ სოლიდარობა გამოუცხადა იმ ქვეყნებს, ვისაც შეეხო აღნიშნული გადაწყვეტილება.

https://www.interpressnews.ge/

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here