Home რუბრიკები საზოგადოება “ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს, მე დაგიფარავ შენ”

“ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს, მე დაგიფარავ შენ”

10940
“ჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს, მე დაგიფარავ შენ”

ასე მიმართავს უფალი საქართველოს. ამის თაობაზე ჯერ კიდევ 2006 წელს საახალწლო ქადაგებაში აღნიშნა ჩვენმა პატრიარქმა. თქვა, რომ XVII-XVIII საუკუნეში მოღვაწე ბერმა _ კირილოს ლავრიოტისმა განმარტაიოანეს გამოცხადება”, რომჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს (აქ იგულისხმება მეორედ მოსვლის წინ ანტიქტრისტეს მეფობის საშინელი ჟამი), მე დაგიფარავ შენ!”

დღეს ჩვენ, ღვთისმშობლის წილხვდომილი ერი, არაერთი განსაცდელის წინაშე ვგდავართ, ნეოლიბერასტები ათასგვარ სისაძაგლეს ცხვირში გვტენიან, უცხოელიპატრონებიგვკარნახობენ, როგორ ვიცხოვროთწლებია, ჩვენს რუბრიკაში ამ საკითხებზე ვსაუბრობთ, გულისტკივილს გამოვთქვამთ უამრავ ნაკლსა და არამართებულ ნაბიჯზე ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში _ ურთიერთგაუტანლობაზე, “უცხოთა ბაძისგამო ქვეყნის წინსვლის შეფერხებაზე, ეროვნული ტრადიციების, მენტალობის შელახვაზე

ფაქტია, უამრავიგაცვეთილი პოლიტიკური სახისშემყურეთ სასოწარკვეთილებამდე რომ აღარაფერი გვაკლდა, კორონავირუსმა დაგვანახვა, რომ ჩვენ შორის არიან ადამიანები, რომელთაც ერის ბედითა და უბედობითდაედაგვით მტკიცე გული”, რომლებიც წინ წარუძღვებიან ხალხს და მის ტკივილს მალამოდ დაედებიან. დღეს მთელი ერი მოწიწებით ქედს იხრის და მადლიერია მათი, ვინც ამ მძიმე დღეებში, როცა საქართველო ცხოვრობს საგანგებო მდგომარეობის რეჟიმში, ყველაფერს აკეთებს ცხოვრების ჩვეულ რიტმში დასაბრუნებლად.

ხალხის ერთიანობა და მადლიერება იგრძნობა ყველგან _ ქუჩაშიც, ტრანსპორტშიც, სასურსათო მაღაზიებშიც, განსაკუთრებით _ სოციალურ ქსელებში. ხედავ ადამიანების ურთიერთთანადგომას, მზადყოფნას ყველა ინსტრუქციის შესრულებისთვის, წესრიგს და გიხარია, ისე გიხარია, რომ წამით გავიწყდება, რომ ეს შიშმა მოახერხა, რომელსაც თურმე მართლა დიდი თვალები აქვს.

და ვხუმრობთ ასეთ სერიოზულ სიტუაციაშიც კი, თუმცა ამ ხუმრობაში სიმართლეც ურევია და ის სასიამოვნო რეალობა, რომელზეც სოცქსელებში ვითომ ხუმრობით წერენ, უფლის გარეშე ვერასდროს დადგებოდა:

დედამიწას უნდოდა დასვენება, ჰაერს უნდოდა გაწმენდა, ოჯახებს უნდოდათ ერთად ყოფნა, ბავშვებს _ ყურადღება, ადამიანებს _ შეგნების ამაღლება, ექიმებს _ დაფასება, ეზოებს _ ახმაურება, წიგნებს _ წაკითხვა, ახლობლებს _ მოკითხვა, ქვეყანას _ გამოცდის ჩაბარება, ემიგრანტებს _ სამშობლოსკენ გამოხედვა.

ასე უცნაურად მოვიდა გაზაფხული…”

დიახ, ასე უცნაურად მოვიდა გაზაფხულიმაგრამ საკითხავია: როგორი გაზაფხული დადგება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში _ უცხოელთა შეკვეთილი თუ ნამდვილი ქართული? მით უფრო, რომ ამ დღეებში დავანახვეთ იმ ჩვენს კარგადდავარცხნილევროპაამერიკასა და საკუთარ თავსაც, რანი ვართ, რა შეგვძლებია. ისინი, ვისაც სულ თვალებში შევციცინებდით, _ როდის რას გვიკარნახებდა, რასგვირჩევდა ვითომ ჩვენდა სასიკეთოდ”, დღეს უკვე აშკარად მიხვდნენ, ჩვენზე ჭკვიანი როდი ყოფილან. აი ფაქტიც:

პრეპარატს, რომლითაც საქართველოში ინფექციონისტები პაციენტებს კორონავირუსისგან მკურნალობენ, მალე ამერიკაც მოიხმარს. ინფექციური საავადმყოფოს დირექტორ თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, შესაბამისი ბრძანება აშშის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ გასცა. ამ წამალს იყენებენ საფრანგეთში, რაც .. მარსელის გაიდლაინში არის აღნიშნული. “გუშინ გამოქვეყნდა საფრანგეთის რეკომენდაციები, რომლებშიც ფრანგებიპლაქვენილსერთერთ სამკურნალო საშუალებად ასახელებენ. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვერ დაელოდება FDA-ის ოფიციალურ რეკომენდაციას და ექსპერტების რჩევის საფუძველზე, როგორც პრეზიდენტი, იღებს გადაწყვეტილებას, რომ ამ პრეპარატის გამოყენება ლეგიტიმური გახდეს. ამის გამო სამსახურში მცირე ზეიმიც კი გვქონდა, იმიტომ, რომ იმას, რაც ტრამპმა თქვა გუშინ, ჩვენ თვენახევარია ვაკეთებთ”, – განაცხადა ცერცვაძემ.

ამ ინფორმაციამ მხნეობა და იმედი გაუორკეცა ჩვენს ხალხს, მაგრამ იქვე ქვეცნობიერში შიშმაც წამოჰყო თავი, რატომ?

გადახედეთ იმ ექიმთა ასაკს, რომლებსაც ხალხი ყოველდღე უხდის მადლობას. ეს ის თაობაა, რომელიცავადსახსენებელიკომუნისტების დროს საბჭოთა კავშირში დაიბადა, გაიზარდა და მიიღო განათლება. მედიცინის ეს პროფესიონალი კადრები გასაგები მიზეზების გამო რომ ვეღარ შეძლებენ სრულფასოვან საქმიანობას ან საერთოდ შეწყვეტენ მას, მერე ვის იმედზე ვრჩებით და რა ეშველება ასეთ ექსტრემალურ სიტუაციებში ქვეყანას, ჩვენს მომავალს?

მთელს მსოფლიოში პანდემია ღვთის რისხვას ჰგავს, კაცობრიობისთვის მოვლენილს, რამეთუ უკვე იქამდე გავზულუქდით, რომ ბუნების არა ერთი კანონზომიერების შეცვლა განვიზრახეთ, რა არ მოვიმოქმედეთ ღვთისგან ბოძებული ნიჭისა და უნარის წყალობით, ბოლოს კი იქამდე გავთავხედდით, ღმერთსაც კი ავუმხედრდით _ ქალად დავიბადეთ თუ კაცად, ჩვენივე გადასაწყვეტიაომავანთათვის კი კორონავირუსი მხოლოდ ადამიანთა დაუდევრობის შედეგია ან კარგად გათვლილი მზაკვრობა.

პანდემიით გამოწვეულმა კრიზისმა მორწმუნე საზოგადოების ნაწილს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის სწორედ ის ქადაგება გაახსენა, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. აი მისი სრული ტექსტი:

უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი ილია II საკვირაო ქადაგება

სახელითა მამისათა და ძისათა და წმიდისა სულისათა!

ჩვენთან არს ღმერთი!

თითოეული თქვენთაგანისთვის კარგადაა ცნობილი მოღვაწეობა დიდი ღირსი მამისა სერაფიმე საროველისა. ნებისმიერ დროს, როცა მასთან ადამიანები მიდიოდნენ, ყველას მუდამ ასეთი სიტყვებით მიმართავდა: “სიხარულო ჩემო, ქრისტე აღსდგა!” ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი დღე მისთვის აღდგომის დღესასწაული იყო.

ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ დღეს ახალი წლის საერო დღესასწაულია. ზოგი დღესასწაულობს ამას, ზოგი _ არა. ჩვენ ვიცით, რომ წარსულში ახალი წლის აღნიშვნის თარიღი მრავალგზის შეცვლილა. იყო დრო, როცა ახალი წელი მარტიდან იწყებოდა.

საეკლესიო ახალი წელი ძველი სტილით 1 სექტემბრიდან იწყება.

მიუხედავად იმისა, ვდღესასწაულობთ დღეს ახალ წელს თუ არა, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მინდა, დღეს ყველამ ვიფიქროთ იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, ვინ ვიყავით წარსულში, ვინ ვართ დღეს და ხვალ ვინ ვიქნებით.

ძველი რომაელები ამბობდნენ: “დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად”. და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ვიცვლებით, საით მივდივართ _ როგორი ცვლილებაა ჩვენში _ სიკეთისკენაა თუ ბოროტებისკენ.

უნდა გვახსოვდეს ერთი რამ, _ ბრძოლა აუცილებელია. როგორც თქვა ერთმა მეცნიერმა და ფილოსოფოსმა: “ქვეყანა გაიყო შუაზე და ბზარმა გაიარა ჩემს გულზე”. თვით ადამიანშია ეს წინააღმდეგობა და ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის. მაგრამ ადამიანი არასოდეს არ უნდა შეურიგდეს ცოდვას, არ უნდა დატკბეს ცოდვით. მას უნდა ახსოვდეს, რომ ცოდვა ბოროტისაგანაა, იგი ბოროტი სულის მიერ ადამიანის დაცინვაა. შეაცდენს და შემდეგ დასცინის. საერთოდ, დაცინვა ბოროტი სულის თვისებაა. რაც არ უნდა ნაკლი დაინახო სხვა ადამიანში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დასცინო. თუ ადამიანს რაიმე დადებითი თვისებები გააჩნია _ სილამაზე თუ სიკეთე _ უნდა ახსოვდეს, რომ ეს მისი დამსახურება არ არის. ეს არის ღვთის ჯილდო, ღვთის მადლი და ჩვენ მუდამ უნდა ვმადლობდეთ უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

როცა გუშინ ერს ტელევიზიით ახალი წელი მივულოცე, ვთქვი, რომ არსებობს სინერგია, რომელიც ღვთისა და ადამიანის ენერგიის დაახლოებით მიიღწევა. ეს არის ადამიანის მაცხოვნებელი, დიდებული და საოცარი პროცესი. საოცარ შედეგს გამოიღებს ის ადამიანი, რომელშიც სინერგია ხდება. მაგრამ სამწუხაროდ, ხშირად პირიქითაც ხორციელდება, როცა ერთმანეთს შორდება ღვთისა და ადამიანის ენერგია. ღმერთი ჩვენსკენ მოდის, ადამიანი კი მას შორდება. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია, შეუერთდეს ერთმანეთს კეთილი და ბოროტი. როცა ადამიანი ბოროტისკენ მიიდრიკება, იგი ღმერთს შორდება.

ხშირად ამბობენ, რომ ღმერთი სჯის. ბოროტების მოქმედი ადამიანი ჯოჯოხეთში მიდის. ბოროტმოქმედი ადამიანი ღმერთმა სამოთხეში რომ შეიყვანოს, მისთვის ეს ტანჯვა იქნება, რადგან იგი მთელი ცხოვრება ბოროტებას ჩადიოდა, მთიდან დაქანებულ ქვას ემსგავსა და მას ვეღარაფერი შეაჩერებს.

დღეს ყველას უჭირს. უპირველეს ყოვლისა, ხალხს სულიერად უჭირს. ჩვენც, მორწმუნეებსაც, გვიჭირს და მითუმეტეს, ურწმუნო ადამიანს როგორ გაუჭირდება? ერთ მოხუცებულ ქალბატონს ჰკითხეს: დღეს ყველაზე მეტად რა აკლია ქართველ კაცსო? მან ასე უპასუხა: დღეს ყველაზე მეტად ქართველ კაცს ქართველობა აკლიაო. და ეს იმიტომ, რომ სულიერება აკლია და ქართული წეს-ადათი დაივიწყა ქართველმა ადამიანმა. როგორი კრძალვა იყო ძველად ქართულ ოჯახში შვილებსა და მშობლებს შორის! როგორი მორჩილება იყო შვილებისა მშობლების მიმართ! სადღაა დღეს ყოველივე ეს?!

დღეს ყველაფერი შეიცვალა. თანამედროვე საზოგადოებაში წარმოიშვა ტერმინები: “ლიბერალიზმი”, “დემოკრატია”, “თავისუფლება”. მართალია, ადამიანს ღმერთმა თავისუფალი ნება მისცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს თავისუფლება ჩვენი გამოცდაა. ადამიანმა მონაწილეობა უნდა მიიღოს თავისი ცხონების პროცესში. ადამიანმა თავად უნდა გააკეთოს არჩევანი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ უფალი უკვე არჩევს, ვინ უნდა დადგეს მარჯვებით და ვინ _ მარცხენით. უფალი ხედავს ამას და ჩვენც ვხედავთ.

თუ ადამიანი დაეცა, ამის გამო სასოწარკვეთილებაში არ უნდა ჩავარდეს. მთავარი ის კი არ არის, რომ დაეცა; მთავარი ის არის, რომ მას ადგომის სურვილი ჰქონეს. მთავარი ის არის, რომ ადამიანს ცოდვა ცოდვად მიაჩნდეს და არა ჩვეულებრივ მოვლენად ან ადამიანის ბუნების თვისებად.

წმიდა წერილში წერია: “არ არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არ სცოდოს”. ე.ი. არ არსებობს ადამიანი, რომელიც მოვიდეს ამქვეყნად და არ სცოდოს. წმიდა ეფრემ ასური ამისთვის შესანიშნავ წამალს გვთავაზობს, იგი უფლისამი ასეთ ლოცვას აღავლენს: ჰე, უფალო, მომანიჭე მე განცდაი თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა”. რატომ დაუკავშირა წმიდა ეფრემ ასურმა ეს ორი რამ _ “განცდაი თვისთა ცოდვათა” და “არა განკითხვა”. იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც სხვა ადამიანს განიკითხავს, აუცილებლად ვარდება იმავე ცოდვაში, რასაც განიკითხავს. ამიტომ წმიდა ეფრემ ასურის ლოცვა არის საშუალება იმისა, რომ ადამიანი ცოდვებისაგან გათავისუფლდეს. ამას გისურვებთ თქვენ ყველას, ჩემს თავსაც, მთელს საქართველოს და მთელ ქვეყანას, რომ გავთავისუფლდეთ იმ “ძველი კაცისაგან”, ძველი ვნებებისაგან, ძველი ცოდვებისაგან, შუღლისაგან, მტრობისაგან, ორგულობისაგან, უწმუნოებისაგან და ღვთის მადლით მოვიპოვოთ ჭეშმარიტი სარწმუნოება, სიყვარული, სასოება, თავმდაბლობა, მორჩილება და ყოველი სიკეთე, რომელსაც ანიჭებს უფალი მადლითა სულისა წმიდისათა.

უნდა ვიფიქროთ ჩვენს მომავალზე. ის, რასაც ჩვენ აწმყოს ვუწოდებთ, პრინციპში, წარსულია. აწმყო წამია, რომელიც მყისვე გაივლის და უკვე წარსულში გადადის. ამიტომ უფრო სწორი იქნებოდა, თუ აწმყოს არ ვახსენებთ და ვიტყვით მხოლოდ _ წარსული და მომავალი. და იმედი გვაქვს, რომ მომავალი, ღვთის მადლითა და წყალობით, ღვთის კაცთმოყვარეობით კეთილი და მშვიდობიანი იქნება ჩვენთვის.

მინდა, შეგახსენოთ, რომ ათონის მთაზე წმიდა ათანასეს ლავრაში XVII-XVIII საუკუნეში მოღვაწეობდა ერთი ბერი _ კირილოს ლავრიოტისი. იგი ლავრაში ცხოვრობდა და იმიტომ მიიღო ასეთი სახელი _ “ლავრიოტისი”, კირილე ლავრელი. ის განმარტავსიოანეს გამოცხადებასდა ამბობს: როცა უფალი შვიდ ეკლესიას მიმართავს, VI _ ფილადელფიის ეკლესია, არის საქართველოს ეკლესია. ჩვენ თუ წავიკითხავთ მიმართვას 7 ეკლესიისადმი, შევამჩნევთ, რომ ყველაზე კარგი ფილადელფიის ეკლესიისადმია, უფალი ბრძანებს: შენ წინ კარი ღიაა! ეს არის სასუფევლის კარი. იქ წერია ასევე, რომჟამსა განსაცდელისასა, რომელიც მოელის მთელს მსოფლიოს (აქ იგულისხმება მეორედ მოსვლის წინ ანტიქტრისტეს მეფობის საშინელი ჟამი), მე დაგიფარავ შენ!” _ აი, ასე მიმართავს საქართველოს; ასეთია ნება ღვთისა, ასეთია წყალობა ღვთისა. მე არ ვიცი, რით დავიმსახურეთ ჩვენ ეს. საინტერესო ისაა, რომ კირილოს ლავრიოტისი ამას წერს იმ დროს, როცა საქართველომ დაკარგა პოლიტიკური დამოუკიდებლობა, როცა რუსეთის იმპერიამ გააუქმა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია. და აი ამ დროს იგი საუბრობს საქართველოს გაბრწყინებაზე. და ჩვენ ვმადლობთ უფალს ამისათვის. დიდება და მადლობა უფალს მისი წყალობისა და კაცთმოყვარეობისათვის!

ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგახაროთ, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო! ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ, ქართველნი და მთელი საქართველო, ღირსი გახდეს ღვთის დიდი წყალობისა!

ღმერთმა მშვიდობა, სიხარული და სიყვარული მოგანიჭოთ!

ღმერთმა დალოცოს და გაამთლიანოს სრულიად საქართველო!

ღმერთმა ბედნიერი შობაახალი წელი გაგითენოთ!

ჩვენთან არს ღმერთი!

(გაზეთისაპატრიარქოს უწყებანი” ?1, 2006 .).

წმიდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)

შეგონებანი

ქრისტიანობა, ქრისტეს მოძღვრების გარდა, ჩვენში ჰნიშნავდა მთელის საქართველოს მიწა-წყალს, ჰნიშნავდა ქართველობას. დღესაც, მთელს ამიერკავკასიაში ქართველი და ქრისტიანი ერთისა და იმავეს მნიშვნელობის სიტყვები არიან. გაქრისტიანების მაგიერ გეტყვიან: გაქართველდაო. ჩვენმა სამღვდელოებამ კარგად იცოდა, რომ მამული და ეროვნება, რჯულთან ერთად შეერთებული, რჯულთან შეხორც-შეთვისებული, უძლეველი ხმალია და შეულეწელი ფარია მტრისა წინაშე. სიტყვას ქადაგებისას, სწავლას, მოძღვრებას იგი სულ იმაზედ მოაქცევდა ხოლმე, რომ მამული და ეროვნება რჯულამდე გააპატიოსნოს, სარწმუნოებამდე აღამაღლოს, ასწიოს და ყოველივე ამ სამს წმინდას და უდიდეს საგანს, ერთად შეერთებულს, თავდადებით ამსახუროს, თავგანწირვით ამოქმედოს.

აი, სად და რაში ჰპოულობდა ჩვენი უწინდელი სამღვდელოება თავის სულიერს და ხორციელს ღონეს, თავის ძლიერებას, პატივისცემას! აი, როგორ გაიმაგრა სამღვდელოებამ სარწმუნოება ქრისტეში ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც გარშემო ვეშაპი მტრები ეხვივნენ და ჰლამობდნენ, ქრისტიანობა ძირიანად ამოეგდოთ. აი, რამ მოაგერიენებინა ამ პატარა ქვეყანას აუარებელი მტერი! მამული და ეროვნება მოაშველა სამღვდელოებამ რჯულს, რჯული _ მამულსა და ეროვნებას, და ეგრეთ მოძღვრებულმა ერმა ეს სამება წაინძღვარა წინ, ათასხუთასი წელიწადი ომითა და სისხლისღვრითა გამოიარა და ქართველს ბინაც შეუნახა და ქართველობაცა.

* * *

ქრისტეს რჯული ქართველებისათვის მარტო სარწმუნოებითი აღსარება კი არ იყო, იგი ამასთან ერთად პილიტიკური ქვიტკირიც იყო საქართველოს მრავალ ნაწილის გასაერთებლად და შემოსაკრებად. ერთობა სარწმუნოებისა ერთობას ერისას მოასწავებდა. დრო იყო ამისთანა და სხვა არა-რა ელემენტი მაშინ შემძლებელ არ იყო ეს ჩვენის ისტორიის დასაბამიდამ სასურველი ერთობა დაედგინა. სხვათა შორის, ქართველი ამისთვის უფრთხილდებოდა თავის რჯულს, რომელიც, თავის შინაგან ღირსების გარდა, დუღაბობას უწევდა ერთობასა. ამ სიკეთეს დიდი ხანია მიაგნეს ჩვენთა ბედის-გამგებელთა და არ არის ჩვენში არც ერთი სახელგანთქმული კაცი ან მეფე, რომ, სხვათა შორის, ამ თვალით არ ეყურებინა ქრისტეს სარწმუნოებისათვის. ამიტომაც, მოაცალებდათ თუ არა პოლიტიკური ტრიალი ბედისა, ყოველი მათგანი სცდილობდა, არაფერს ზოგავდა, ქრისტეს რჯული, შინაგანის ღირსებით განდიდებული და მიმზიდველი, გარეთა ღირსებითაც განედიდებინათ, გაემშვენიერებინათ და მისი მონასტრები და ტაძრები ყველგან მოეფინათ ქრისტეს რჯულის სახსოვრად და სადიდებლად.

* * *

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც “ძელმა ჭეშმარიტებისამ”, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: “გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი”.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა.

* * *

დიდი წამება დიდბუნოვნების ნიშანია, როგორც დიდი ძლევამოსილება. დიდი წამება იგივ დიდი გამარჯვებაა, რომელიც წილად ხვდება ხოლმე დიდბუნოვანს კაცსა, ხოლო გამარჯვებული ბედნიერია იმიტომ, რომ თვითონაც სტკბება მით, რაც გამარჯვებას მოაქვს, და წამებული კი თვით იწვის სანთელსავით და სხვას კი გზას უნათებს.

ამიტომაც ეკლიანი გვირგვინი წამებულისა უფრო უანგაროა, უფრო მიმზიდველია, უფრო საგულმტკივნეულოა და, მაშასადამე, უფრო მშვენიერი, სასახელო და სადიდებელი. მარტო ამ წამებულთა ჰლოცულობს კაცობრიობა, მარტო ამ წამებულთა აღიარებს იგი წმინდანებად და თაყვანს სცემს ლოცვითა და კურთხევითა.

* * *

წმინდა ნინოს მოციქულობით მოფენილმა და დამკვიდრებულმა ქრისტიანობამ გვიხსნა ჩვენ არამცთუ სულიერად, არამედ ხორციელადაც. იმა უდიდესმა მოძღვრებამ, რომელიც ქრისტე ღმერთმა მოუვლინა ქვეყანას ხსნად და ცხონებად, თავისი ძლევამოსილი კალთა გადააფარა ჩვენში ჩვენს მამულს, ჩვენს ეროვნებას, ვითა ობოლნი შეიკედლა, თავისის ღვთაებურის ძალ-ღონით გამოჰზარდა, შეჰმოსა, შთაუდგა გული რკინისა, გაუმძღვარა ჯვარი პატიოსანი და ძელი ჭეშმარიტებისა. და, აი, ათასხუთასი წელიწადია, ამ ძალ-ღონით ქრისტიანობამ შემოგვინახა ჩვენ ჩვენი მიწა-წყალი, ჩვენი ენა, ჩვენი ვინაობა, ჩვენი ეროვნობა.

ქრისტიანობის მოფენა და დამკვიდრება თითონ ცალკედ, თავსითავად დიდი ღვაწლია, და რომ ქრისტიანობამ ქვითკირსავით შეგვკრა და გაგვამაგრა, რომ ქრისტიანობა გაგვიძღვა მამულისა და ეროვნების შერჩენისა და ხსნისათვის, ღვაწლი იგი გვიორკეცდება, გვიდიდდება, გვიძლიერდება. ეგ გაორკეცებული, ეგ განდიდებული ღვაწლი დაგვდო ჩვენ ჩვენმა განმანათლებელმა წმინდა ნინომ. აი რით არის მართლა სადიდებელი, მართლა სადიდ-დღესასაწაულო იგი დღე, როდესაც ჩვენი ეკლესია დიდებით იხსენიებს ამ მოციქულთა-სწორს ქალწულსა. ამა ღვთაებურის მადლით მოსილმა მოციქულმა დაგვაწაფა დაუშრობელს წყაროს ღვთაებურის ჭეშმარიტებისას და მოგვივლინა იგი მოძღვრება, რომელმაც იშვილა ჩვენი მამული, ჩვენი ეროვნება, და ერთსაც და მეორესაც უპატრონა დღემდე.

* * *

ქრისტე-ღმერთი ჯვარს ეცვა ქვეყნისათვის და ჩვენს ჯვარს ვეცვით ქრისტესათვის. ამ პატარა საქართველოს გადავუღეღეთ მკერდი და ამ მკერდზედ, როგორც კლდეზედ, დავუდგით ქრისტიანობას საყდარი, ქვად ჩვენი ძვლები ვიხმარეთ და კირად ჩვენი სისხლი, და ბჭეთა ჯოჯოხეთისათა ვერ შემუსრეს იგი. გავწყდით, გავიჟლიტენით, თავი გავწირეთ, ცოლ-შვილი გავწირეთ, უსწორო ომები ვასწორეთ, ხორცი მივეცით სულისთვის და ერთმა მუჭა ერმა ქრისტიანობა შევინახეთ, არ გავაქრეთ ამ პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჩვენს სამშობლოს, ჩვენს მამულს სამართლიანის თავმომწონებით ვეძახით.

* * *

“ვით მამა ზეცისა იყავნ შენც სრული” _ აი თავი და ბოლო ადამიანის ცხოვრებისა. ვის რა მანძილი გაუვლია, ცალკე ადამიანია თუ მთელი ერი, _ ამ სისრულის გზაზე ვინ რამოდენად წინ წამდგარა, ვის რამოდენად აღფრთოვანებული აქვს სულთა-სწრაფვა ამ გზაზე დაუღალავად სიარულისათვის, _ აი საწყაო, როგორც ცალკე ადამიანის ღირსებისა, ისეც მთელის ერისა.

დარეჯან ანდრიაძე

2 COMMENTS

  1. დიმიტრი: გაიხარეთ ქალბატონო დარეჯან,ასეთი წერილებისთვის. რეალობის პირუთვნელი გადმოცემისთვის. წარმატებები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here