Home ახალი ამბები მსოფლიო პუტინთან პირისპირ საუბრისას სხვანაირად ჭიკჭიკებენ

პუტინთან პირისპირ საუბრისას სხვანაირად ჭიკჭიკებენ

290

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივან დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინის გარშემო შექმნილ ვითარებაზე პუტინთან დასავლეთის ქვეყნების ლიდერების საუბრის ტონალობამკვეთრად საწინააღმდეგოა ამ სახელმწიფოების მედიაში გაჩაღებული ისტერიკისგან” _ დასავლეთის ქვეყნების ლიდერები პუტინთან პირისპირ საუბარში სანქციებით კი არ იმუქრებიან, სხვანაირად ჭიკჭიკებენ.

პესკოვმა ისიც თქვა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, კრემლს შეუძლია პუტინსა და უცხოელ ლიდერებს შორის საუბრების ჩანაწერების გამოქვეყნება, როგორც ეს უკვე გაკეთდა საფრანგეთის პრეზიდენტ მაკრონის შემთხვევაში.

“იმედი მაქვს, საქმე იქამდე არ მივა, რომ პრეზიდენტების მოლაპარაკებების დახურული ნაწილის ჩანაწერები შეიქნეს გამოსაქვეყნებელი, მაგრამ, თუ ჩვენი პრეზიდენტის სიმართლის დამტკიცება გახდა საჭირო, ჩვენ ამას გავაკეთებთ”, _ განაცხადა პესკოვმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here