Home ახალი ამბები საქართველო პატრიარქი სასკოლო პროგრამაში გოგებაშვილის “დედა ენის” შეტანას აუცილებლონად მიიჩნევს

პატრიარქი სასკოლო პროგრამაში გოგებაშვილის “დედა ენის” შეტანას აუცილებლონად მიიჩნევს

948

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის წევრებსა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწე იაკობ გოგებაშვილის საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე იმსჯელეს მომავალი თაობის სულიერი და ინტელექტუალური აღზრდის შესახებ. მისმა უწმინდესობამ პედაგოგებს მრავალწლიანი შრომისათვის მადლობა გადაუხადა და გაიზიარა მათი პოზიცია სასკოლო პროგრამაში იაკობ გოგებაშვილის ,,დედა ენის” შეტანის აუცილებლობის შესახებ.

ღონისძიების დასასრულს პედაგოგთა კავშირის ხელმძღვანელმა, ბატონმა გარი ჩაფიძემ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იაკობ გოგებაშვილის სახელობის მედლითა და პრემიით დააჯილდოვა.

გოგებაშვილის “დედა ენის” სკოლებში დაბრუნების მომხრეა საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილიც. “აუცილებელია, რომ ჩავატაროთ განათლების რეფორმა, მივხედოთ ახალგაზრდებს და ამ ქვეყნის მომავალ კულტურას და განათლებას. პირველ რიგში, გოგებაშვილის დედაენა უნდა დავაბრუნოთ სკოლებში. ამით უნდა დავიწყოთ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი ყველანაირი კულტურის საწყისი”, _ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here