Home ახალი ამბები პარტიზანი მებაღეები საბურთალოზე ხეების ჭრას აპროტესტებენ

პარტიზანი მებაღეები საბურთალოზე ხეების ჭრას აპროტესტებენ

651

პარტიზანი მებაღეების ინფორმაციით, ვაჟა-ფშაველას 70-ში ხეებს ჭრიან. მათი განცხადებით, ადგილზე სავაჭრო ცენტრის მშენებლობა იგეგმება და ხეების მოჭრაც მშენებლობის დაწყებას მოჰყვა.

ნატა ფერაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ათამდე ხეა მოჭრილი, თუმცა ჯამში 89 ხის ჭრაზეა ნებართვა გაცემული. ფერაძე ვითარების გარკვევას ადგილზე შეეცადა, თუმცა მის კითხვებს ობიექტზე ამ დრომდე არ პასუხობენ. პარტიზანი მებაღეების შეფასებით, დედაქალაქის ცენტრში 89 ხის მოჭრა თბილისის ეკოლოგიურ მდგომარეობას კიდევ უფრო გააუარესებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here