Home ახალი ამბები საქართველო პარლამენტმა 21 ივლისს დაგროვებითი პენსიის კანონი მიიღო

პარლამენტმა 21 ივლისს დაგროვებითი პენსიის კანონი მიიღო

1170
პენსია

მთავრობა 2019 წლის 1 იანვრიდან ქვეყანაში ნაწილობრივ სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო რეფორმის ამოქმედებას გეგმავს. საქართველოს პარლამენტმა დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონი 21 ივლისს მესამე მოსმენით მიიღო. კანონპროექტის მიხედვით, სქემაში ჩართვა სავალდებულო იქნება 40 წლამდე პირებისთვის, 40 წლის ზემოთ კი ნებაყოფლობითია. სისტემაში სავალდებულო წესით ჩაერთვება ყველა დასაქმებული, ხოლო ნებაყოფლობით _ ნებისმიერი თვითდასაქმებული.

როგორ გროვდება პენსია ახალი კანონის მიხედვით?

დასაქმებულის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად დაუბეგრავი ხელფასის 6 პროცენტი გროვდება. აქედან 2 პროცენტი დასაქმებულის ხელფასიდან აკლდება, 2 პროცენტს დამსაქმებელი იხდის, დარჩენილი 2 პროცენტს კი _ სახელმწიფო.

თუ თქვენი დაუბეგრავი ხელფასი არის 1?000 ლარი, საშემოსავლოს ჩამოჭრის შემდეგ 800 ლარს აიღებთ. დაუბეგრავი ხელფასის 4-პროცენტიანი შენატანი, რომელიც დამსაქმებელმა და დასაქმებულმა უნდა გააკეთონ, 40 ლარია. ეს თანხა, შესაძლოა, თქვენს ხელზე ასაღებ ხელფასს მოაკლდეს, 800 ლარის ნაცვლად კი 760 აიღოთ. შესაძლოა, რომ დამსაქმებელმა 2 პროცენტი თვითონ გადაიხადოს, ხოლო 2 პროცენტი დასაქმებულს ჩამოაჭრას ხელფასიდან. ამ შემთხვევაში თქვენი ხელფასი 780 ლარი იქნება.

საქართველო პენსიის ოდენობით რეგიონში (თურქეთის, რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის შემდეგ) მეხუთე ადგილზეა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here