Home სხვადასხვა Facebook ფრაზები ოფიცერი მაჩალიკაშვილზე: ტელევიზიამ შექმნა ,,ბომბი“ , ოჯახის უბედურება და ქართველი ერის ეროვნული...

ოფიცერი მაჩალიკაშვილზე: ტელევიზიამ შექმნა ,,ბომბი“ , ოჯახის უბედურება და ქართველი ერის ეროვნული ემოციები გამოიყენა“

3264

საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი დავით ნემსაძე, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც “საქართველო და მსოფლიო” უცვლელად გთავაზობთ.

“ტელევიზიებმა ბოდიში უნდა მოგვიხადოს.

ქართველი ერის უბედურებაზე ფულის შოვნას მხოლოდ ვასილ მაღლაფერიძე თუ იკადრებდა.

გუშინ დამიკავშირდა ჩემი მეგობარი მიშა ცილიკიშვილი, მითხრა რომ თურმე თამირლანის მამას სატელევიზიო დრო ამოეწურა ბოლო სიტყვების არსი რომ განევრცო. მოგვიანებით ეს ე.წ. ტელევიზია ბატონ მალხაზთან ჩასულა ინტერვიუს ასაღებად მაგრამ მისი კომენტარი საზოგადოებას არ მიაწოდეს.

რეალობაში კი მივიღეთ ე.წ. ტელეკომპანიის მიერ მომზადებული ,,ბომბი“ რომელმაც გამოიყენა ოჯახის უბედურება და ქართველი ერის ეროვნული ემოციები, შექმნა პოლიტიკური პროდუქტი საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. ეს პირველად არ ხდება და ყოველივე იმის ბრალია რომ დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს.

მე არ ვიცი თქვენ როგორ გესმით ტერორიზმის არსი, ჩემთვის ტერორიზმზე მეტია როცა ტელევიზია საზოგადოებრივი აზრის აფეთქებას ცდილობს თანაც ამას კერძო ინტერესებით სჩადის. საზოგადოებრივი მაუწყებელი რომელიც ვალდებულია საზოგადოებას სიმართლე მიაწოდონ დანაშაულებრივად დუმს.

მაშინ როცა ქვეყნის 20% ოკუპირებულია მოსახლეობის ნერვები კი გიტარის სიმებივით არის დაჭიმული საზოგადოებრივ მაუწყებელს მართებს მოწოდების სიმაღლეზე დგომა თუმცა ისინი ანტისაზოგადოებრივად დუმან რითიც საინფორმაციო ბიზნესი ერის ინტერესების წინააღმდეგ მოცულობით კაპიტალს აგროვებს.

მოვისმინე ბატონი მალხაზის სიტყვები ტევე ობიექტივის ეთერით – მოხარული დავრჩი მისი შეხედულებების გამო.

რაც შეეხება თემირლანს ამ ტრაგედიის სიმძიმეში ქართველ ერს არასოდეს შეპარვია ეჭვი. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ჩვენს შორის სტრასბურგებში და ამერიკაში გასარკვევი სამართალი არუნდა იყოს მარტივი მიზეზის გამო ჩვენი ძმობა იქ არ დაწყებულა, ვინც ჩვენ საქმე ასე გაგვიხადა სწორედ ისაა ქვეყნის მტერი.

სახელმწიფოს აქვს ვალდებულება კეთილი ინებოს და დროულად დაგვანახოს მისი საქციელის აუცილებლობა.

ჩვენ შეკითხვები იმის შემდეგ გვაქვს რაც მინისტრის ქმრები, კაბინეტში გაგენერლებული დედაკაცების 24 წლის ჯარმოუხდელი შვილები და პარლამენტარების ნათესავები არაკომპეტენტურად ძალოვან უწყებებში წამყვან თანამდებობებზე დაინიშნენ.

რაც შეეხება ტერორიზმს ამ სიტყვას პირდაპირი მნიშვნელობით მაშინ ვხედავდი როცა

1, მართალი სიტყვის გამო წესიერ ხალხს სამსახურებიდან ყრიდით.

2.როცა ბავშვების კასრში თავით ჩაყუდებლები დღემდე ჯარში გყავთ.

3.როცა ,,ენვერის” ოპერაციის დამგეგმავები კარიერულ ზენიტში იმყოფებიან.

ესაა პოლიტიკური ტერორიზმი (შიში) და ეს ტრადიციულ ტერორიზმზე ასჯერ უფრო საშიშია.

ვისაც სახელმწიფო რეპრესიები არ გამოუვლია იმას ვერაფერს შევაგონებ მეტადრე უმცროს თაობას როლებსაც არ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ჭვრეტა პრობლემის არს სახელმწიფოებრივად ჩაწვდნენ. სამწუხაროდ იდეებისთვის სიკვდილი სიმართლეს უნდა ემყარებოდეს და არა მისტიურ რომანტიზმს სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მისი საზოგადოება თუნდაც მავნე იდეოლოგიური შეტევებისგან.

რამე ამ კუთხით გაკეთებულა?

ყველაფერი ღიად არ ითქმის მაგრამ იმ ადამიანებს ვინც ზუსტად გაიგო რისი თქმაც მსურდა გიხდით მადლობას, ასეთი სახელმწიფოებრივი აზროვნებისთვის, რაინდულია ზრდილობისთვის და შეგნებისთვის.

რეალობაში კი ნამდვილი კაცების და ნამდვილი ქალების წინაშე დღეს ეპოქალური გამოწვევებია ესაა არატრადიციული იდეის, ნარკომანიის, და ღისების ნიველირებისთვის ომი რასაც რელიგიური დაპირისპირებით, დეზიმფორმაციული პროპაგანდით და ტრადიციების მოშლით ებრძვიან. სწორედ ასე გამოიყურება სრული სურათი რომელ მოზაიკაშიც ამ დატრიალებული უბედურების ნატეხმა მისი წვლილი მტრების გასახარად ვერ შეიტანა.

მაგრამ რა იქნება ხვალ თუ ხალხი სიმართლის განცდას დაკარგავს?

P.S. ტელევიზიების მიმართ პროტესტის ნიშნად ვცვლი პროფილის სურათს.

ვასილ მაღლაფერიძე შე საზოგადოებრივი ინტერესების მტერო!”,-წერს დავით ნემსაძე.

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here