Home ახალი ამბები მსოფლიო ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ პოროშენკომ ამერიკელების წაქეზებით დაიწყო

ომი მართლმადიდებლობის წინააღმდეგ პოროშენკომ ამერიკელების წაქეზებით დაიწყო

962
პოროშენკო და ბრაუნბეკი

2018 წლის აპრილის დასაწყისში უკრაინის პრეზიდენტი პეტრე პოროშენკო ერთიანი ადგილობრივი მართლმადიდებლური ავტოკეფალიური ეკლესიის შექმნის იდეით გამოვიდა. 19 აპრილს მას მხარი დაუჭირა უკრაინის პარლამენტის დეპუტატების ნაწილმა. პოროშენკომ მიმართა კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსს თხოვნით, გამოეტანა შესაბამისი გადაწყვეტილება (ტომოსი).

აღსანიშნავია, რომ აშშ დაჰპირდა პოროშენკოს უკრაინის რელიგიურ კონფლიქტში ჩარევას. უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პეტრე პოროშენკომ მოლაპარაკებები გამართა უკრაინაში სამუშაო ვიზიტით ჩასულ საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების საკითხებში აშშ-ის ელჩ სემუელ ბრაუნბეკთან.

პოროშენკომ ბრაუნბეკს გააცნო ის ნაბიჯები, რომლებიც გადაიდგა და უნდა გადაიდგას უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის შექმნის გზაზე, _ ნათქვამია ოფიციალურ მიმართვაში, _ და მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს ამ პროცესში აქტიური მხარდაჭერისთვის. თავის მხრივ, ელჩი ბრაუნბეკი დაჰპირდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები სამომავლოდაც მხარს დაუჭერს უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში და იმაში, რომ ქვეყანას ჰქონდეს ავტოკეფალიური მართლმადიდებელი ეკლესია”.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ცნობით, პოროშენკომ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელთან დაიჩივლა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე საშინლად ირღვევა ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის, რელიგიური თავისუფლებისა. მოლაპარაკებებისას მხარეებმა აღნიშნეს, რომ “აუცილებელია, მკაცრი პასუხი გაეცეს კიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის, უკრაინის ბერძნულ-კათოლიკური ეკლესიების წარმომადგენელთა სისტემურ დევნას ოკუპირებულ დონბასსა და ყირიმში”. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია და უკრაინის პარლამენტის დეპუტატები უარყოფითად შეხვდნენ პოროშენკოს ინიციატივას _ მას ძალაუფლების გადამეტება და ეკლესიის საქმეებში ჩარევა უწოდეს, რადგან, უკრაინის კონსტიტუციის 35- მუხლის თანახმად, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან. უკრაინის მიტროპოლიტ ონოფრეს 2018 წლის 21 აპრილის განცხადებაში აღნიშნულია, რომ თვით უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელსაც კანონიკური კავშირი აქვს მსოფლიოს მართლმადიდებლობასთან, პატრიარქ ბართოლომეოსისთვის არ მიუმართავს თხოვნით უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თაობაზე და არც ამის თხოვნის უფლება მიუცია უკრაინის პრეზიდენტისა და დეპუტატებისთვის.

“დამოუკიდებელი ეკლესიის” იდეა მთლიანად ეკუთვნის ხელისუფლებას (პოროშენკოს სურს, რომ ოფიციალურ ღონისძიებებზე ჰყავდეს “თავისი” პატრიარქი). ისიც გასათვალისწინებელია, რომ სწორედ მოსკოვის საპატრიარქოს თაოსნობით მოიპოვა უკრაინის ეკლესიამ მეტი დამოუკიდებლობა. რუსეთის პატრიარქის დიპლომატიურმა ქმედებებმა გამორიცხა მოსკოვის გავლენა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაზე (კიევის მიტროპოლიტი ონოფრე მონაწილეობს რუსეთის საპატრიარქოს სინოდის სხდომებში, რუსეთის საპატრიარქოს კი წარმომადგენელიც არ ჰყავს კიევის მიტროპოლიაში).

საზოგადოდ კი, მართლმადიდებელი ეკლესია თავის ნაწილად არ აღიარებს განხეთქილების შემომტან განდგომილ სტრუქტურებს, ისეთს, როგორიც არის 1992 წელს შექმნილი ორგანიზაციაკიევის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია”, რომელსაც ხელმძღვანელობს ანათემას გადაცემული მიხეილ დენისენკო _ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი. მასზე დაყრდნობით და კონსტანტინოპოლის პატრიარქ ბართოლომეოსის აქტიური მონაწილეობით დასავლეთისგან წაქეზებული უკრაინისპოსტმაიდნურიხელისუფლება ცდილობს, რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას ჩამოაჭრას კანონიკური ტერიტორიები, შექმნას სექტანტური სტრუქტურების კონგლომერატი სახელწოდებითუკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია”. მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია კატეგორიული წინააღმდეგია სექტანტებთან გაერთიანებისა და უარს ამბობს მათთვის თავისი ქონების გაყოფაზე, რომლის ნაწილიც მიტაცებული იქნა უკრაინის პოსტსაბჭოთა ხელისუფლების თანხმობით. აშშ კი ტრადიციულად მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომლებიც მიმართულია რუსეთისა და მართლმადიდებლობის დასასუტებლად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here