Home ახალი ამბები მსოფლიო ნულანდის ცინიკური განცხადება: “უკრაინა ჩინეთის მსხვერპლია”

ნულანდის ცინიკური განცხადება: “უკრაინა ჩინეთის მსხვერპლია”

კიევი მძიმე ვითარებაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის მითითებებით მოქმედებს

95
ნულანდის ცინიკური განცხადება: “უკრაინა ჩინეთის მსხვერპლია”

უკრაინა ჩინეთის პოლიტიკურ მსხვერპლად უნდა ვაღიაროთ. “ჩინეთმა კიევს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მიწოდება გაუუქმა მას შემდეგ, რაც გაეროში უკრაინის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა ანტიჩინურ რეზოლუციას სინძიანის მიმართ”, _ განაცხადა აშშის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში _ ვიქტორია ნულანდმა 25 ივნისს გამართულ ონლაინკონფერენციაზე.

“უკრაინა ჩინეთის მსხვერპლად იქცა, როცა გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოში მხარი დაუჭირა სინძიანის შესახებ რეზოლუციას. ჩინეთმა უკრაინისთვის 500 ათასი ვაქცინის მიწოდება გააუქმა”, _ განაცხადა ვიქტორია ნულანდმა და უკრაინას აშშ-ის სახელით დაჰპირდა, სწრაფად უპასუხოს უკრაინის გარშემო ვითარების გამწვავების მცდელობებს”. ამ მხარდაჭერისთვის კი კიევისგან “რეფორმების ჩატარება” მოითხოვა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკაში ტრადიციად იქცა უკრაინის გამოცხადება “ჩინეთის მსხვერპლად”. ვაშინგტონი მაშინ შეშფოთდება ხოლმე, როცა პეკინსა და კიევს შორის თანამშრომლობის აქტივიზააციის ნიშნები ჩნდება.

ნულანდამდე ეს ფორმულირება გამოიყენა ჯონ ბოლტონმა, რომელიც იმხანად პრეზიდენტ დონალ ტრამპის მრჩეველი იყო უსაფრთხოების საკითხებში. ბოლტონმა კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, _ აშშ ყველაფერს გააკეთებს, უკრაინა ჩინეთის ეკონომიკურ მსხვერპლად რომ არ იქცესო. იმხანად ვაშინგტონმა ძალიან განიცადა, რომ ჩინურმა კომპანიებმა გამოისყიდეს უკრაინული საწარმო “მოტორ სიჩის” აქციები. როგორც ცნობილია, ამერიკის წნეხში მოქცეულმა კიევმა დაარღვია გარიგება და ჩინელების მიერ ნაყიდი საწარმოს ნაციონალიზაცია განახორციელა; თანაც ისე, რომ ინვესტორებს ზარალი არ აუნაზღაურა. ამის გამო კიევისა და პეკინის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა. მოტყუებულმა ჩინელმა ინვესტორებმა უკრაინას 3,6 მლრდ დოლარის კომპენსაცია მოსთხოვეს “მოტორ სიჩზე” გარიგების ჩაშლისთვის. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ამ შემთხვევაში უკრაინა მსხვერპლად შეწირეს “ჩინეთის შეკავების” აშშ-ის პოლიტიკას.

ცხადია, რომ ასეთი რამ კიდევ არაერთხელ მოხდება და ვიქტორია ნულანდის წუხილი ჩინეთის მსხვერპლად უკრაინის გადაქცევაზე უკიდურესად ცინიკურია. კიევი ასეთ ვითარებაში მხოლოდ იმიტომ აღმოჩნდა, რომ ვაშინგტონის მითითებებით მოქმედებს.

eadaily.comზე გამოქვეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here