Home ახალი ამბები მსოფლიო ნიკოლა სარკოზის სამი წლით აღუკვეთეს თავისუფლება

ნიკოლა სარკოზის სამი წლით აღუკვეთეს თავისუფლება

219
ნიკოლა სარკოზის სამი წლით აღუკვეთეს თავისუფლება

კორუფციულ გარიგებაში მონაწილეობისა და გავლენის ბოროტად გამოყენებისთვის საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის, სასამართლომ სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია. მოსამართლის განჩინებაში აღნიშნულია, რომ ექსპრეზიდენტს შეუძლია სასჯელი შინაპატიმრობაში მოიხადოს, ასეთ შემთხვევაში მისი ზედამხედველობა ელექტრონული სამაჯურის საშუალებით მოხდება.

სასამართლომ ანალოგიური სასჯელი გამოუტანა სარკოზის ადვოკატ ტიერი ჰერცოგს და მოსამართლე ჟილბერ აზიბერს. ისინი პროფესიული საიდუმლოს გამჟღავნებისთვის მოიხდიან სასჯელს. სარკოზი მოსამართლე ჟილბერ აზიბერის მოსყიდვის მცდელობაში დაადანაშაულეს. კერძოდ, ბრალდების თანახმად, სარკოზიმ მოსამართლეს თავის პოლიტიკურ პარტიაზე მიმდინარე გამოძიების შესახებ ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ მონაკოში პრესტიჟული სამსახური შესთავაზა.

სარკოზის განაჩენის გასასაჩივრებლად 10 დღე აქვს.

ნიკოლა სარკოზის საფრანგეთის პრეზიდენტის პოსტი 2007-2012 წლებში ეკავა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here