Home რუბრიკები პოლიტიკა ნიკიტა მიხალკოვი ამხელს

ნიკიტა მიხალკოვი ამხელს

როგორ ახრჩობს ვალებში დასავლეთი ე.წ. განვითარებად ქვეყნებს და ამკვიდრებს სატანიზმს

1967
ნიკიტა მიხალკოვი

პროგრამაბესოგონისმორიგ გამოშვებაში მისმა ავტორმა და წამყვანმა, ცნობილმა კინორეჟისორმა ნიკიტა მიხალკოვმა ამხილა დასავლეთის აგენტები, რომლებიც თავიანთ მისიას მაღალფარდოვნად უწოდებენმსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დამყარებისა და განვითარებისთვის ხელის შეწყობას”.

“ბესოგონ ტვ”-ის ავტორ ნიკიტა მიხალკოვის თქმით, აშშ-ის მთავრობა ყოველწლიურად ხარჯავს 2 მლრდ დოლარს “დემოკრატიის განვითარებისთვის”, ფაქტობრივად კი _ ამერიკის ინტერესების დასაცავად და საზღვარგარეთ ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.

ამერიკელები განსაკუთრებით აქტიურობენ ყოფილი სსრკ-ის ტერიტორიაზე. აქ მათი მთავარი სამიზნე რუსეთია, რომელიც დამოუკიდებელი პოლიტიკის გატარებას ცდილობს.

ძირითადი არხები, რომელთა მეშვეობით აშშ ოპოზიციურ ძალებს აფინანსებს
ძირითადი არხები, რომელთა მეშვეობით აშშ ოპოზიციურ ძალებს აფინანსებს

მიხალკოვმა დაასახელა ოპოზიციის დაფინანსების საკვანძო არხები აშშ-ის მხრიდან. ეს არის, მაგალითად, აშშის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) _ საერთაშორისო განვითარებისა და საზღვარგარეთ დახმარების აღმოჩენის ოფიციალური სამთავრობო სააგენტო, ბიუჯეტით დაახლოებით 40 მლრდ დოლარი წელიწადში.

ამ ორგანიზაციის მუშაობის ძირითადი მიმართულება არის ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება, როგორიცაა ელექტორატული სისტემების საერთაშორისო ფონდი, “თავისუფლების სახლი”, დემოკრატიის ნაციონალური ფონდი (NED), რომელიც თავის მისიად ასახელებს მსოფლიოში დემოკრატიისა და თავისუფლების დამყარებისა და განვითარებისთვის ხელშეწყობას.

ისინი რა, ხალხების თავისუფლებაზე ზრუნავენ? ამერიკელების 80% რუკაზე ვერ გიჩვენებს უკრაინასა და ბელარუსს”, _ თქვა მიხალკოვმა და დასძინა, რომ NED-ი, თავის მხრივ, აფინანსებს პროამერიკულ არასამთავრობო ორგანიზაციებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ორგანიზაცია ფუნქციონირებს 90 სახელმწიფოში, ხოლო მისი ბიუჯეტი წელიწადში 100 მლრდ დოლარს შეადგენს.

NED-ის სპონსორებს შორის არიან ამერიკის უდიდესი კორპორაციები: Chevron-ი, Coca-Cola, Goldman Sachs-ი, Google-ი, Microsoft-ი, აგრეთვე, აშშის სავაჭრო პალატა.

2003-2017 წლებში საქართველოში, უკრაინაში, ყირგიზეთსა და სომხეთში მომხდარმა “ფერადმა რევოლუციებმა” აჩვენა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ეფექტიანი ინსტრუმენტია სახელმწიფო გადატრიალებების მოსაწყობად. ისინი მატერიალურად და ორგანიზაციულად ეხმარებიან ოპოზიციურ ძალებს, ამზადებენ მათთვის აქტივისტებს.

სტალინი

“ამერიკული ტრანსნაციონალური კამპანიები ამ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქტიურად აფინანსებენ. თითქმის ყველა ამ არასამთავრობო ორგანიზაციის დასახელებაში არის სიტყვა “დემოკრატია”. აი რას ამბობდა დემოკრატიაზე სტალინი: “მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ დემოკრატია ხალხის ძალაუფლებაა, მაგრამ ამხანაგმა რუზველტმა გასაგებად ამიხსნა, რომ დემოკრატია _ ეს არის ამერიკელი ხალხის ძალაუფლება”.

დიდმა ირლანდიელმა დრამატურგმა ბერნარდ შოუმ მისთვის დამახასიათებელი იუმორითა და ირონიით განსაზღვრა ცნება “დემოკრატია”:

 ბერნარდ შოუ
ბერნარდ შოუ

“დემოკრატია _ ეს არის საჰაერო ბუშტი, რომელიც დაკიდებულია თქვენს თავზე და თქვენს ყურადღებას იპყრობს, ამ დროს კი სხვები თქვენს ჯიბეებს კარგად ქექავენ”.

ალენ ვაინშტაინი
ალენ ვაინშტაინი

NED-ის ერთ-ერთი ორგანიზატორის _ ალენ ვაინშტაინის თქმით, “ბევრი რამ, რასაც ჩვენ დღეს ვაკეთებთ, 25 წლის წინათ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ამოცანა იყო”, ე.ი. დაზვერვა, დივერსია, მოსმენები, თვალთვალი, გავლენების მოპოვება, მოსყიდვა _ ყველაფერი, რასაც დაზვერვა აკეთებს, ამ ორგანიზაციის საქმიანობის ნაწილია.

აი კიდევ ერთი ორგანიზაცია: აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტი (USIP). ეს არის ამერიკული ორგანიზაცია, რომლის მიზანია მსოფლიოში კონფლიქტების თავიდან აცილებისა და გადაწყვეტისთვის ხელშეწყობა. კონფლიქტის თავიდან აცილებისთვის ხელშეწყობა”? …ერთი ქვეყანა მაინც მაჩვენეთ, რომელსაც ამ ორგანიზაციამ თავიდან ააცილა კონფლიქტი, პირიქით _ სწორედ მათ შეუწყვეს ხელი კონფლიქტების გაღვივებას. ვინ გააკეთა ეს, მაგალითად, ლიბიაში, სირიაში, ერაყში, ავღანეთში ან სხვაგან?”

აქცია

ამ ორგანიზაციას, რომლის ბიუჯეტი წელიწადში 40 მლნ დოლარია, კონგრესი აფინანსებს.

არაძალადობრივი მოქმედებებისა და სტრატეგიის ცენტრი (CANVAS) მოქმედებს 2003 წლიდან და დაფუძნებულია ცნობილი პროგრამაოტპორ”-ის ბაზაზე. ამ მოძრაობამ 2000 წელს დაამხო სლობოდან მილოშევიჩი, 2003-2004 წლებში კი მოაწყო რევოლუციები საქართველოსა და უკრაინაში. მუშაობს FREODON HOUSEსა და NEDის ეგიდით, ფინანსდება სოროსის ფონდღია საზოგადოებიდან”, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტიდან (IRI) და ალბერტ აინშტაინის ინსტიტუტიდან, დაფუძნებულია ბელგრადში.

ჯორჯ სოროსის ფონდი “ღია საზოგადოება” ერთ-ერთი მსხვილი საერთაშორისო “საქველმოქმედო” ორგანიზაციაა. მხარს უჭერს პროგრამებს განათლების, კულტურისა და ხელოვნების, ჯანდაცვის სფეროებში, რომელთა გაცხადებული მიზანია “ღია საზოგადოების მექანიზმებისა და იდეების განვითარება”. სოროსის ფონდის ბიუჯეტი წელიწადში 19 მლრდ დოლარია.

შეგახსენებთ ამ მსოფლიო “ქველმოქმედის” ცხოვრების გზას: წარმოშობით ებრაელი ჯორჯი მოზარდი იყო, როცა მამასთან ერთად გერმანელებს ეხმარებოდა ოკუპირებულ უნგრეთში ებრაელებისთვის წართმეული ძვირფასი ნივთების აღწერაში.

საერთაშორისო ტრანსნაციონალური კორპორაციები კორუფციულ კავშირში არიან დსთის (დამოუკიდებელი სახელმწიფოების თანამეგობრობის) ქვეყნების მმართველ ელიტებთან რუსეთის ინტერესების საზიანოდ, რომელსაც არ სურს იმ კანონებით ცხოვრება, რომლებსაც თავს ახვევენ.

იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოპოვება, გადადიან იზოლაციის პოლიტიკაზე.

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან რუსეთის იზოლაცია დაიწყო 2011 წელს, ქვეყნის დესტაბილიზაციის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარეობს ქსელური ომი იმ სტრუქტურების მონაწილეობით, რომლებიც თითქოს მშვიდობიანი არიან და გარეგნულად თითქოს დაკავშირებული არ არიან არც სტრატეგიულ ინსტიტუტებთან და არც პროფესიულ დაზვერვასთან. ამ თვალსაზრისით, რუსეთისა და მისი მეგობარი მეზობელი ქვეყნების, როგორც ანალიტიკოსები მიიჩნევენ, გარკვეული უმოქმედობა გამოიწვევს ისეთი სცენარების რეალიზაციას, როგორიც იყო, მაგალითად, “ფერადი რევოლუციებიუკრაინასა და საქართველოში.

უცხო სახელმწიფოების ინტერესების გატარების კიდევ ერთი სტანდარტია საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის დახმარება, თუმცა ამაზე უკეთ ილაპარაკებს ამერიკელი მწერალი და აქტივისტი ჯონ პერკინსი, ავტორი გულახდილი წიგნისაეკონომიკური მკვლელის აღსარება”:

ჯონ პერკინსი
ჯონ პერკინსი

რესურსებით (მაგალითად, ნავთობით) მდიდარ ქვეყანას ვალად ვაძლევთ დიდ თანხას მსოფლიო ბანკის ან მისი ერთერთი ორგანიზაციის სახელით. სინამდვილეში ფული არასოდეს არ მიდის ამ ქვეყანაში, ის ხვდება ჩვენს დიდ კორპორაციებში, რათა ამ ქვეყანაში აშენდეს ინფრასტრუქტურა _ მძლავრი საწარმოები, ინდუსტრიული ფაბრიკები, პორტები. ეს ყველაფერი კიდევ უფრო ამდიდრებს ჩვენს კორპორაციებს, ხოლო ამ ქვეყანაში ხეირობს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი. ხალხი ამ ფულით მოტანილ სარგებელს ვერ ნახავს, მაგრამ ეს ადამიანები ქვეყნის მოსახლეობაა და მათ ედებათ უზარმაზარი ვალი, ისეთი უზარმაზარი ვალი, რომ ქვეყანა ვერ გადაიხდის. ეს არის გეგმის ნაწილი და, როდესაც ქვეყანას ვალის გადახდა აღარ შეუძლია, ჩვენ, ეკონომიკური მკვლელები, კიდევ ვაძლევთ მათგან ამოქაჩული ფულის ნაწილს და ვეუბნებით: თქვენ დიდი ვალი გაქვთ და, რომ გაისტუმროთ, ჩვენს ქვეყანას ნავთობი იაფად მიჰყიდეთ ან თქვენს ქვეყანაში ავაშენებთ სამხედრო ბაზას, ან გაგზავნეთ თქვენი ჯარისკაცები ჩვენი სამხედროების დასახმარებლად სადმე, მაგალითად, ერაყში, ან კიდევ მხარი დაგვიჭირეთ გაეროში; მიჰყიდეთ თქვენი ელექტროკომპანიები და წყალმომარაგების სისტემები აშშის ან საერთაშორისო კორპორაციებს”.

საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მუშაობის მეთოდები ძალიან მარტივია: ისინი სახელმწიფოებს ვალების ორმოში ითრევენ და ეს ვალები იმხელაა, რომ სახელმწიფო ვერასდროს ვერ გაისტუმრებს, შემდეგ ისინი კვლავ აძლევენ სახელმწიფოს თანხას ვალად, რათა უფრო მეტი პროცენტით მოიგონ და სახელმწიფოებიც იღებენ და იღებენ ვალს, ბოლოს კი იძულებულნი არიან, უცხოურ კორპორაციებს კაპიკებად მიჰყიდონ თავიანთი რესურსები, მათ შორის, სტრატეგიული ობიექტები, საგანმანათლებლო, სოციალური, სადაზღვევო და მართლმსაჯულების სისტემაც კი”.

ნიკიტა მიხალკოვს უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჟურნალისტიკის სფერო და განაცხადა, რომ ზოგიერთი ე.წ. დამოუკიდებელი ჟურნალისტი დაკავშირებულია სადაზვერვო სამსახურებთან და სახელისუფლებო სტრუქტურებთან და ეწევიან მანიპულაციებს.

“მანიპულაციებში ჩართული არიან ე.წ. ანალიტიკური ცენტრები. მაგალითად, საერთაშორისო მშვიდობის კარნეგის ფონდი, უფრო ზუსტი იქნებოდა, გვეთქვა _ “საერთაშორისო ომის კარნეგის ფონდი, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიის ინსტიტუტი (საქართველოში). არადა, ბევრმა ამერიკელმა არც იცის, სად არის საქართველო”.

საზოგადოებაში გარკვეული განწყობების გასაღვივებლად არსებობს გლობალური მედიის აშშ-ის სააგენტო, რომლის მიზანია საზღვარგარეთის ქვეყნების მნიშვნელოვანი აუდიტორიისთვის უტყუარი ახალი ამბებისა და ინფორმაციის მიწოდება და იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც არა აქვთ მასობრივი ინფორმაციის დამოუკიდებელი საშუალებები იყოს ახალი ამბების საიმედო წყარო და თავისუფალი პროფესიონალური პრესის თვალსაჩინო მაგალით.

ამ სააგანტოს ბიუჯეტი 800 მლნ დოლარია წელიწადში. რა არის უტყუარი ინფორმაცია? რომელ ქვეყნებს არ აქვთ დამოუკიდებელი პრესა? ეს ის ქვეყნებია, რომლებშიც ინფორმაცია ვრცელდება ოფიციალური წყაროებიდან, და ეს ინფორმაცია აპრიორი სიცრუედ ითვლება. ამიტომ ამ ქვეყნებში რომლებშიც არ არსებობს დამოუკიდებელი ინფორმაცია, შედის ძალიან უტყუარი ინფორმაცია ამ “შესანიშნავი” გლობალური მედიის სააგენტოდან. მიჰყვებით ჯაჭვს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი რისთვის მუშაობს?

მიხალკოვმა ნიღაბი ჩამოჰგლიჯა, აგრეთვე ე.წ. თავისუფლების სახლს (Freedom House) _ ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია შტაბ-ბინით ვაშინგტონში. ამ ორგანიზაციას აშშ-ის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი შეფი ხელმძღვანელობს.

ეს, ფაქტობრივად, შეუნიღბავად მოქმედი ამერიკული ინსტიტუტია, რომელიცფერადი რევოლუციებისმოწყობით არის დაკავებული”, _ თქვა რეჟისორმა. შემდეგ კი ილაპარაკა ნეგატიურ როლზე საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტისა (IRI), რომელსაც მიზნად აქვს დასახული ცალკეული ქვეყნის ვითომ დახმარება დემოკრატიის მშენებლობაში. ეს ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტსა და USAID-თან. რესპუბლიკური ინსტიტუტის წარმომადგენლობები გახსნილია მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, ყაზახეთში, ყირგიზეთში, მოლდოვაში, სომხეთში, უკრაინასა და საქართველოში.

ნიკიტა მიხალკოვის აზრით, დასავლეთი ცდილობს, რუსეთი ჩააყენოს “დაგვიანებული მომნანიებლის პოზაში” და ქვეყნისთვის დიდი ბედნიერებაა, რომ აქვს თავის დაცვის ძალა. რუსეთი თავისი დღევანდელი მდგომარეობით ხომ “დასავლელი პარტნიორების” ძალიან დიდ გაღიზიანებას იწვევს, რომლებმაც, მიხალკოვის თქმით, არა მხოლოდ უღალატეს და უარი თქვეს თავიანთ ისტორიასა და ფასეულობებზე, არამედ ცდილობენ, თავიანთი “ცივილიზაცია” რუსებსაც მოახვიონ თავს, მაგრამ საფრთხე თვითონ ქვეყნის შიგნითაცაა.

“…საგარეო პოლიტიკაში ჩვენ ვეწინააღმდეგებითგვაქვს შესაძლებლობა თავი დავიცვათ ჩვენი სამხედრო ტექნოლოგიებით, ეს რომ არა, უკვე გაგვსრესდნენ. მაგრამ უცხო ძალებისმოღვაწეობითჩვენს სახელმწიფოში იზრდებიან ახალი ადამიანები, რომლებიც შიგნიდან გახსნიან ალყაშემორტყმული ქალაქის კარს, თანაც ისე, რომ ვერც კი მიხვდებიან, მტერს რომ უშვებენ შიგნით”.

ნიკიტა მიხალკოვი თვლის, რომ, სანამ დასავლეთი ანტირუსულ პოლიტიკას ეწევა, სანამ საბჭოთა კავშირს ათანაბრებს ჰიტლერულ გერმანიასთან და ცდილობს, ყველა ცოდვა რუსეთს აჰკიდოს, მათთან განმარტებებით ლაპარაკი უაზრობაა. დაე, ეს იყოს რთული ნაბიჯი, რომლის გამოც შეიძლება გაგვიჭირდეს, მაგრამ რუსმა ადამიანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ძლიერი რუსეთი არავის არ სჭირდება. ამიტომ საკუთარი თავით უნდა დავიწყოთ _ პასუხი მოვთხოვოთ მაღალჩინოსნებს დაპირებების შეუსრულებლობისთვის, მათ მომავალი თაობის წინაშე პასუხისმგებლობით უნდა იმუშაონ”, _ მიაჩნია რეჟისორს.

რეჟისორი დარწმუნებულია: რუსი ადამიანი პატივისცემით მოეკიდება მას, ვინც დაელაპარაკება, როგორც თანასწორს, ხოლო რუსეთის ეროვნული იდეა უნდა იყოს მისი ინტერესები, რომლებიც მდგომარეობს იმაში, რომ უზარმაზარი ქვეყანა აცნობიერებდეს და ხედავდეს, რომ მხოლოდ საკუთარი ხელით შეუძლია გააკეთოს თავისთვის ყველაფერი.

მიხალკოვი ხაზს უსვამს: დღეს სიგიჟემდე მისულიტოლერანტობისადა მულტიკულტურიზმის ფონზე, რომლებმაც დათრგუნა ტრადიციული ფასეულობები, რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს და რომელსაც სურს და შეუძლია, შეინარჩუნოს ევროპული და ქრისტიანული ფასეულობები”.

ნიკიტა მიხალკოვმა თავის ახალ “ბესოგონში” წარმოადგინა საფინანსო დოკუმენტები, რომლებიც აჩვენებს, რამდენ ფულს დებს მიხეილ ხოდორკოვსკი თავისი ფონდების მეშვეობით “საგანმანათლებლო” პროექტებში. რიგი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებს ვითომ უფართოებენ თვალსაწიერს, მაგრამ ეს უანგაროდ არ ხდება.

გადაცემის მიმდინარეობისას მიხალკოვმა განაცხადა, რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია “ოქსფორდის რუსული ფონდი” შექმნილია და ფინანსდება ხოდორკოვსკის ფონდის მიერ. “ოქსფორდის რუსული ფონდის” დეკლარირებული ამოცანები ერთობ პატივსაცემია, მაგ.: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, საგანმანათლებლო მოღვაწეობა, საგანმანათლებლო ინოვაციების გავრცელებისა და დანერგვისთვის ხელშეწყობა და ა.შ.”. მაგრამ ამ ფონდის კეთილშობილურობის მიმართ ეჭვი ჩნდება.

ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ფონდს არ აქვს სოციალური, რელიგიური, პოლიტიკური და იდეოლოგიური მიზნები _ უბრალოდ, ყმაწვილები უცხოეთში მიჰყავთ, რათა ასწავლონ და შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულებმა ქვეყნის დიდებისთვის იღვაწონ. ამას აკეთებენ ადამიანები, რომლებიც ჩვენ სანქციებს გვიწესებენ. და რა, ჩვენ ამის გვჯერა?” _ დასვა შეკითხვა ეთერში მიხალკოვმა და დასძინა, რომ ამ პროექტის მიხედვით ათეულობით სასწავლებელში ირიცხება ფული და ეს აშკარად არ კეთდება რუსეთის სიყვარულით”.

მეტყვიან, მერე რა მოხდაო? _ არც არაფერი, რომ ისევ ის არ გითხრათ, რასაც ადრე გეუბნებოდით: ჩვენ იდიოტები ვართ? 2020 წელს საერთაშორისო განვითარების ამერიკულ სააგენტოს, USAID-, 40 მლრდ გამოუყვეს აშშის ბიუჯეტიდან. მათგან 661 მლნ მიმართულიაევროპაში, ევრაზიასა და ცენტრალურ აზიაში რუსეთის გავლენის საწინააღმდეგოღონისძიებებისთვის; 112 მლნ _ ჩამოყალიბების პროცესში მყოფი დემოკრატიის შესაძლებლობების გაფართოებასა და სტაბილიზაციისთვის. ეს არის ფული, რომელსაც დებენ ჩვენს მოქალაქეებში, რათა დაუპირისპირდნენ რუსეთის გავლენას ევროპის, აზიისა და ევრაზიის ცხოვრებაზე. და ჩვენ ეს უნდა მოვითმინოთ? “ _ განაცხადა რეჟისორმა.

ნიკიტა მიხალკოვმა გადაცემაში ილაპარაკა რომის პაპის განცხადებაზე ერთი და იმავე სქესის პირებს შორის ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ.

“რომის პაპი ფრანცისკე დასაშვებად მიიჩნევს ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინებას და ოჯახებს. ამას ამბობს პონტიფიკოსი, ადამიანი, რომელიც კათოლიკებისთვის ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე, პირველი ადამიანი კათოლიკურ სამყაროში.

ერთი და იმავე სქესის ადამიანებს აქვთ უფლება, შექმნან ოჯახი, ისინი ღვთის შვილები არიან და უნდა ჰქონდეთ უფლება, შექმნან ოჯახი, არავინ არ უნდა იყოს განკიცხული და ამის გამო ტანჯული. საჭიროა, შეიქმნას კანონი სამოქალაქო კავშირებზე და ეს ადამიანებიც იქნებიან კანონით დაცულნი”.

პაპის ნათქვამი ეწინააღმდეგება წმინდა წერილს _ ძირითად დოკუმენტს, რომლის მიხედვით ცხოვრობდა კაცობრიობა, ყოველ შემთხვევაში ქრისტიანული, კათოლიკური კაცობრიობა, ლაპარაკი აღარ არის მართლმადიდებლებზე:

* “ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი, უნდა მოკვდნენ, მათზეა მათი სისხლი (ლევიათანნი. თ. 20.13).

*”ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა მათივე გულისთქმათა უწმინდურებას, რათა შეებილწათ თავიანთი სხეულიამიტომ მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებრივით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი. გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცდუნების საზღაური(რომაელთა 1.24-26).

ბაფომეტი სენ გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონიაზე
ბაფომეტი სენ გოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონიაზე

“ამ სატანიზმის პირველი მერცხლები უკვე ვაჩვენეთ “ბესაგონში”. ეს არის სენტგოტარდის გვირაბის გახსნის ცერემონია, რომელსაც ევროპული სახელმწიფოების მეთაურები ესწრებოდნენ. ეს იყო სპექტაკლი _ ანტიქრისტეს მოსვლის წარმოდგენა დედამიწაზე. პირველ ნაწილში კაცობრიობა წარმოდგენილი იყო ზომბების მასად, რომლებიც მზად არიან, ყველა ბრძანება შეასრულონ. სპექტაკლი განაგრძო ჩვილისსახიანმა დაცემულმა ანგელოზმა, გარეგნობით ლუციფერმა, რომელიც გამოჩნდა, როგორც ბაფომეტი _ სატანის ოფიციალური სიმბოლო. ერთ-ერთი სტუმრის პიჯაკზე შეამჩნევდით ბროშს, რომელზეც გამოსახულია თხა _ აგრეთვე, ბაფომეტის განსახიერება. კაცი-თხა ყველაზე მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ცერემონიაში. შერწყმული თხა და ადამიანი წარმოადგენენ სატანასა და ანტიქრისტეს.

რომის პაპამა მიგრანტებს ფეხები დაუკოცნა
რომის პაპმა მიგრანტებს ფეხები დაუკოცნა

და ეს ყველაფერი ხდებოდა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების მეთაურთა თვალწინ.

დღეს კი რომის პაპი, რომელსაც მისი ტოლერანტობის გამო უნდა ვუწოდოთ “მშობელი #1”, გვთავაზობს იმას, რაც, პრაქტიკულად, ადამიანის მოდგმის შეწყვეტას ნიშნავს. ეს ის პაპია, რომლის ხელის შეხებაზეც ოცნებობს მილიონობით ადამიანი. კათოლიციზმს ხომ მილიარდზე მეტი ადამიანი აღიარებს?! როგორ მოიქცნენ ეს ადამიანები, რა იწამონ, რა გზას დაადგნენ? წარმოგიდგენიათ, როგორი წყალგამყოფი წარმოიქმნა ქრისტიანობაში? არ გეშინიათ, რომ ისინი, ვინც გადაწყვეტს, რომ ღმერთის ადგილი არ არის დედამიწაზე, ამის მტკიცებას იარაღით ხელში დაუწყებს მათ, ვისთვისაც ეს მიუღებელია?

თეთრკანიანი ამერიკელი ფეხებს უკოცნის შავკანიანს
თეთრკანიანი ამერიკელი ფეხებს უკოცნის შავკანიანს

და, საერთოდ, რომის პაპის ქმედებებში ვერ ხედავთ გარკვეულ ფარისევლობას, მცდელობას _ ყველას ასიამოვნოს? წარმოგიდგენიათ უმაღლესი სასულიერო პირი, იერარქი, რომელიც ფეხსაცმელზე კოცნის სამხრეთ სუდანის ლიდერს და ამას იმით ხსნის, რომ სურს, შეწყდეს ომი; ფეხსაცმელზე კოცნის მიგრანტებს და მათ მიტევებას თხოვს? და როგორ იყენებენ ამას ისინი, ვინც ამტვრევს ვიტრინებს და ესვრის პოლიციელებს? მათ აქვთ თავიანთი საქციელის გამამართლებელი არგუმენტი: “რომის პაპმა გიბრძანათ, ფეხზე გვმთხვეოდით. თუკი თქვენ მორწმუნე კათოლიკები ხართ!” ეს არის ძალიან კონკრეტული ტენდენცია, რომელსაც ამკვიდრებენ მსოფლიოში _ აიძულონ სხვები, გააკეთონ ის, რაც სჭირდება “ცივილიზებულ” სამყაროს. ამისთვის კი საჭიროა ამ სამყაროს შიგნით, ვგულისხმობ ჩვენს სამყაროს, ერთადერთ სამყაროს, რომელშიც შეიძლება ადამიანის დაცვა საკუთარი რწმენის, საკუთარი ისტორიის ღალატისგან და ა.შ., უნდა მომზადდეს ნიადაგი”.

ჯუჯა სახელმწიფო ვატიკანის მეთაური ხორხე მარიო ბერგოლიო, რომელიც თავს რომის პაპ ფრანცისკეს უწოდებს, უკვე ბევრს აღარ აკვირვებს. პიარისა დალამაზი ფოტოებისთვისის უკვე ეამბორა ფეხებზე არალეგალ მიგრანტებსა და მცირეწლოვან დამნაშავეებს, მოუბოდიშა რუმინელ ბოშებს, იუდეველებს, პროტესტანტებსა და ჰომოსექსუალებს; შეიტანა ცვლილება ლოცვაშიმამაო ჩვენოდა კათოლიკური კატეხიზმი ლიბერალური სულისკვეთებით შეცვალა _ ამოიღო დებულება სიკვდილით დასჯის დაშვების შესახებ. ფრანცისკე 2020 წლის ოქტომბრამდე ცდილობდა რაღაც ბალანსის დაცვას, მაგრამ ოქტომბერში მან ოფიციალურად მოითხოვა ერთი და იმავე სქესის პირთა შორის ქორწინების დაკანონება. პაპის გამონათქვამები მიუთითებს მსოფლიოში ვითარების შეცვლაზე. რუსეთი, ფაქტობრივად, ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან სახელმწიფოებს შორის, რომლებშიც შენარჩუნებულია ჭეშმარიტი ფასეულობები და ჩვენ სრულად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და გვესმოდეს, რომ რუსებს აქვთ ძალა წინააღმდეგობების გასაწევად”, რადგან კატასტროფა მოახლოებულია.

“მე ადრეც ვამბობდი, რომ რუსეთი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია და ვალდებულია, დაიცვას თავისი ქრისტიანული, ისტორიული, ტრადიციული ფასეულობები. დღეს ამის გაკეთება რუსეთის გარდა არავის არ შეუძლია. მაჩვენეთ, კიდევ ვის შეუძლია ეს? კიდევ ვის შესწევს ძალა, წინააღმდეგობა გაუწიოს იმას, რაც ხდება მსოფლიოში? ბოლო პერიოდამდე ადამიანურობის შენარჩუნებაში ხელშეუხებელი იყო ქრისტიანული რელიგია. დღეს კი ვხედავთ, რომ კატასტროფა გვიახლოვდება”, _ აღნიშნა ნიკიტა მიხალკოვმა, რომელიც კატასტროფაში რომის პაპის განცხადებას გულისხმობდა.

ნიკიტა მიხალკოვმა ილაპარაკა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა და მის შემქმნელებზეც:

“ძმებმა დალესებმა (ერთმა _ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორმა, მეორემ _ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა) დევიდ როკფელერის ფინანსური მხარდაჭერით შექმნეს World Health organization-ი _ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. მათ ეს ორგანიზაცია შექმნეს არა იმისთვის, რომ ადამიანებისთვის ემკურნალათ, არამედ იმისთვის, რომ გაეკონტროლებინათ მსოფლიოს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ადამიანებზე გავლენა მოეხდინათ ვაქცინაციისა და სხვა გზით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პირველი ხელმძღვანელი იყო როკფელერის ახლო მეგობარი ბროკ ჩისჰოლმი. აი მისი ციტატა:

მსოფლიო მთავრობის ჩამოყალიბებამდე რომ მივიდეთ, საჭიროა, ადამიანების ცნობიერებიდან განვდევნოთ მათი ინდივიდუალურობა, ოჯახური ტრადიციებისადმი ერთგულება, ეროვნული პატრიოტიზმი და რელიგიური დოგმებიგანადგურება ცნებებისაჭეშმარიტებადასიცრუე”, რომლებიც ბავშვის აღზრდის საფუძველია, _ აი, გვიანდელი მიზნებირომლებიც საჭიროა ადამიანის ქცევების შესაცვლელად”.

ბროკ ჩისჰოლმი
ბროკ ჩისჰოლმი

ეს 1948 წლის მემორანდუმია.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ საღი აზრი გაიმარჯვებს, მაგრამ, თუ არ ვიმოქმედებთ, ვერ გაიმარჯვებს. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ იმისთვის, რომ შევქმნათ ბაზა, რომელიც გაფართოვდება და გაიზრდება ახალგაზრდების შეგნებასთან ერთად, რომლებმაც უნდა გააცნობიერონ, რა ემუქრება მათ იქიდან და რა შეიძლება მიიღონ აქ. რა უნდა გააკეთონ, აქ კარგად და სწორად რომ იცხოვრონ, როგორ დაიცვან ის, რაც აქვთ.

დასავლური დემოკრატიის შედეგი
დასავლური დემოკრატიის შედეგი

Youtube.comზე გამოქვეყნებული მასალის _ “მეგობართა გორგალისმიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here