Home სხვადასხვა დაიჯესტი ნიდერლანდებში ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს

ნიდერლანდებში ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს

531
ნიდერლანდებში ევროსკეპტიკოსებმა გაიმარჯვეს

პარტიაფორუმი დემოკრატიისთვის” (FVD) 2016 წლის რეფერენდუმის ტალღაზე იშვა, მაშინ, როცა ჰოლანდიელმა ამომრჩევლებმა უარი თქვეს უკრაინაევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულებაზე

პროვინციული მმართველობითი ორგანოების არჩევნებში, რომლებიც გასულ კვირაში აქ გაიმართა, პირველ ადგილზე გავიდა ევროსკეპტიკოსების არასისტემური პარტია “ფორუმი დემოკრატიისთვის”. ეს პოლიტიკური გაერთიანება პირველად მონაწილეობდა საარჩევნო კამპანიაში. მისი გამარჯვება ადასტურებს ევროსკეპტიკური ძალების გაძლიერების ტენდენციას ახალ ევროპარლამენტში, რაც თავისთავად ძალიან აშფოთებს ელიტებს.

პარტია “ფორუმი დემოკრატიისთვის” (FVD) 2016 წლის რეფერენდუმის ტალღაზე იშვა, მაშინ, როცა ჰოლანდიელმა ამომრჩევლებმა უარი თქვეს უკრაინა-ევროკავშირის ასოციაციის ხელშეკრულებაზე.

ახალგაზრდა ევროსკეპტიკოსებმა, რომლებმაც ეს კამპანია წამოიწყეს, სწორედ ამ მოძრაობის საფუძველზე შექმნეს “ფორუმი დემოკრატიისთვის”. პარტიას სათავეში ჩაუყენეს ქარიზმული ახალგაზრდა (ამჟამად 36 წლის) მასწავლებელი და კომუნისტი ტიერ ბოდე. მან ოპერატიულად ჩაატარა საპარლამენტო კამპანია და შედეგად ქვედა პალატაში ამ პარტიის ორი წევრი აირჩიეს. ერთ-ერთი თვით ბოდე იყო.

მას შემდეგ ჩვენ ამ ორგანიზაციის სწრაფი ზრდის მოწმენი ვართ. პარტიამ წამოაყენა მიგრაციული ნაკადების შეზღუდვის, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარების (რომელმაც ოპონენტებს საფუძველი მისცა, პარტიის ლიდერი კრემლის აგენტად მოენათლათ), ბრიუსელელი ბიუროკრატების დიქტატის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები. ნიდერლანდების ევროკავშირიდან გამოსვლის (ე.წ. Nexit-ის) საკითხი ჯერჯერობით FVD-ს პროგრამაში ოფიციალურად არ შეუტანიათ, მაგრამ ბოდემ არაერთხელ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს ამ საკითხის დაყენებას, რომელიც მან გამოწვლილვით შეისწავლა ბრექსიტის პერიპეტიების მაგალითზე.

შეიძლება ვინმეს ეგონოს, რომ პროვინციული და მუნიციპალური არჩევნები ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ საქმე ის არის, რომ მათი (არჩევნების) შედეგებით მაისში განისაზღვრება ქვეყნის სენატის შემადგენლობა (რომელსაც ოფიციალურად ეწოდება გენერალური შტატების პირველი პალატა). შესაბამისად, მომავალ სენატში “ფორუმს” ექნება 13 ადგილი 75-იდან, მმართველ პარტიას კი მხოლოდ 12, თუმცა თეორიულად გამორიცხული არ არის სხვა ვარიანტებიც.

მაგრამ პირველ პალატაში ადგილების ნებისმიერი განაწილება დაადასტურებს, რომ მმართველი კოალიცია იქ უმრავლესობით არ იქნება წარმოდგენილი. ეს კი მთავრობის ბედს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს, რადგან სენატს შეეძლება, დაბლოკოს კოალიციის ნებისმიერი კანონპროექტი.

უეჭველია, ნიდერლანდის პროევროპულმა ელიტებმა ისეთივე გამანადგურებელი დამარცხება განიცადეს, როგორც “უკრაინის რეფერენდუმის” შემთხვევაში; განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, თუ როგორი გაცოფებული აგიტაცია იყო გაჩაღებული თითქმის ყველა მეინსტრიმულ მედიაში “ფორუმი დემოკრატიისთვის” წინააღმდეგ.

ვლადიმირ კორნილოვი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here