Home ახალი ამბები მსოფლიო მფრინავი ტაქსები და კაფსულები _ როგორი იქნება გადაადგილების უახლესი საშუალებები დუბაიში

მფრინავი ტაქსები და კაფსულები _ როგორი იქნება გადაადგილების უახლესი საშუალებები დუბაიში

349
მფრინავი ტაქსები და კაფსულები _ როგორი იქნება გადაადგილების უახლესი საშუალებები დუბაიში

ბოლო ათწლეულებია, არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქი დუბაი მსოფლიოს ერთერთი საინტერესო და გამორჩეული ქალაქი გახდა. ქალაქის ცხოვრება საკმაოდ მრავალფეროვანია _ არსებობს გართობისა და დასვენების უამრავი საშუალება, ეწყობა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უახლესი აღმოჩენების პრეზენტაციები და სხვ.

ქალაქში, სადაც 3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ყოველწლიურად 20 მილიონზე მეტ ტურისტს ემსახურებიან (პანდემიამდე), შესაბამისად, დუბაის გადაადგილების თანამედროვე, კომფორტული და უსაფრთხო საშუალებები ესაჭიროება.

ბოლო 15 წლის განმავლობაში ქალაქის ტრამვაისა და მეტროს სისტემა გაფართოვდა, ამოქმედდა წყლის ტაქსები, გამოჩნდა უამრავი ელექტრომობილი და სხვ. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის და დუბაიში მალე შეიძლება ისეთი ტრანსპორტი ვიხილოთ, რომელიც აქამდე მხოლოდ ფანტასტიკური ჟანრის ფილმებში თუ გვინახავს.

სწრაფი გადაადგილების კაფსულები მომავლის უსწრაფესი საშუალებაა, რომელიც ახლახან ლას-ვეგასში გამოსცადეს. Euronews-ის ინფორმაციით, გადაადგილების ახალი საშუალება არაბთა გაერთიანებულ სამეფოში მალე დაინერგება და დუბაიდან აბუ-დაბიმდე 140-კილომეტრიანი გზის გავლას 12 წუთი დასჭირდება, მაშინ, როდესაც ავტომობილით ამ გზის დაფარვას 1 საათზე მეტი დრო სჭირდება.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დუბაიში განხორციელდება, არის მფრინავი ტაქსები. ქალაქის ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის თქმით, დუბაი გახდება ერთ-ერთი პირველი ქალაქი მსოფლიოში, რომელშიც მფრინავი ტაქსებით ყოველდღიურად გადაადგილება შესაძლებელი იქნება.

ქალაქში ასევე დაგეგმილია ავტომატურად მართული ავტომობილების სისტემის დანერგვა, რაც ავტომობილით გადაადგილებას მძღოლის გარეშე გულისხმობს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here