Home ახალი ამბები მსოფლიო მსოფლიო ბანკმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშპ-ის 2,8 პროცენტით შემცირება ივარაუდა

მსოფლიო ბანკმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშპ-ის 2,8 პროცენტით შემცირება ივარაუდა

1105
მსოფლიო ბანკმა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მშპ-ის 2,8 პროცენტით შემცირება ივარაუდა

მსოფლიო ბანკმა კორონავირუსის ეპიდემიის გამო 2020 წლის I კვარტლის შემდეგ გამოქვეყნებულ ანგარიშში მნიშვნელოვნად გააუარესა მიმდინარე წლის პროგნოზი საბაზრო ეკონომიკის ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ქვეყნებისთვის და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებადი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოებისთვის.

იანვრის ანგარიშში მსოფლიო ბანკმა ამ რეგიონებისთვის მშპ-ის ზრდა 2,6%-ით ივარაუდა 2020 წლისთვის.

განახლებული საბაზისო სცენარის მიხედვით კი, აღნიშნული რეგიონების მშპ 2020 წლისთვის 2,8 პროცენტით შემცირდება შარშანდელი 2,2%-ით მატების შემდეგ.

სხვა ალტერნატიული მოდელის მიხედვით, რეგიონების მშპ 4,4%-ით შემცირდება. რაც შეეხება 2021 წელს, მსოფლიო ბანკის საბაზისო სცენარით ეკონომიკა 5,6%-ით გაიზრდება.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here