Home სხვადასხვა დაიჯესტი მოძალადე მსხვერპლს სამმეტრიანი გველით აშინებდა

მოძალადე მსხვერპლს სამმეტრიანი გველით აშინებდა

591
მოძალადე მსხვერპლს სამმეტრიანი გველით აშინებდა

შოტლანდიელ სერიულ მოძალადეს, რომელიც მსხვერპლის დასაშინებლად სამმეტრიან მახრჩობელა გველს იყენებდა, სასამართლომ 14 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ერთი მსხვერპლი ჯონ დიქსონმა 5 წლის განმავლობაში თითქმის ათასჯერ გააუპატიურა. მეორე ისე იყო შეშინებული, რომ პოლიციელებმა იგი დანით ხელში კარადაში დამალული იპოვეს, _ იუწყება Mirror.

38 წლის ჯონმა 2000-დან 2017 წლამდე ოთხ ქალზე იძალადა. სასამართლომ დანაშაული მას უტყუარად დაუდასტურა.

ერთ-ერთმა ქალმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რომ მოძალადე მახრჩობელა გველს მის დასაშინებლად იყენებდა. მან თქვა, რომ დიქსონი მაშინაც კი ძალადობდა, როცა (მსხვერპლს) ეძინა, და ეს ისე ხშირად ხდებოდა, რომ ქალისთვის ნორმად იქცა. ჯონი ყოველთვის სცემდა და შეურაცხყოფდა თავის მსხვერპლს, უწოდებდა მეძავს და სხვა ბინძურ სახელებს.

ერთერთი ასეთი თავდასხმისას მოძალადე მას 4 საათის განმავლობაში სცემდა. სანამ ეს ქალი ამგვარ დამცირებას ითმენდა და მოძალადესთან შეხვედრას განაგრძობდა, სხვა ახალგაზრდა ქალი ჯონ დიქსონისგან დაფეხმძიმდა.

დიქსონმა აღიარა, რომ ზედმეტად უხეშად ექცეოდა დაზარალებულებს, მაგრამ ირწმუნებოდა, რომ არ ძალადობდა მათზე და სექსი ორმხრივი თანხმობით ხორციელდებოდა. სამოთხეში ადამისა და ევას შეცდენის შემდეგ ეს შემთხვევა გველის მონაწილეობის მეორე უნიკალურ ფაქტად აღირიცხა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here