Home სხვადასხვა დაიჯესტი მოსკოვის საპატრიარქო თავის მღვდელმსახურებს თურქეთში მიავლენს

მოსკოვის საპატრიარქო თავის მღვდელმსახურებს თურქეთში მიავლენს

769
მოსკოვის საპატრიარქო თავის მღვდელმსახურებს თურქეთში მიავლენს

კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან განხეთქილება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას აიძულებს, გადაწყვიტოს თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მართლმადიდებელ მრევლზე ზრუნვის საკითხები, _ განაცხადა მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელმა, მიტროპოლიტმა ილარიონმა ტელეარხროსია-24”-ის ეთერში.

იერარქი მიიჩნევს, რომ მოსკოვს სხვა გზა აღარ დარჩა.

“ამჟამად, განხეთქილების პირობებში, ჩვენ არ გვექნება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურები გავგზავნოთ ჩვენი მრევლის საკითხების მოსაგვარებლად; და ეს გაგრძელდება მანამდე, სანამ კონსტანტიპოლის პატრიარქი განხეთქილებაში იქნება”, _ განაცხადა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მისი თქმით, მას შემდეგ, რაც მოხდა განხეთქილება მოსკოვსა და კონსტანტინოპოლს შორის, რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ უამრავი წერილი მიიღო თურქეთში მცხოვრები რუსი მართლმადიდებელი მორწმუნეებისგან.

მიტროპოლიტმა ყველას შეახსენა, რომ, თუ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს თურქეთში ჰყავს, ყველაზე ოპტიმისტური გათვლებით, დაახლოებით 2 ათასიანი საწმყსო, ამ ქვეყანაში რუსულენოვანი ადამიანი ათიათასობითაა. ილარიონმა ასევე გაიხსენა მიზეზი, რომლის გამოც რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს ნაბიჯი გადადგა.

“თუკი ადრე ვამბობდით, რომ იქ ჩვენს სასულიერო პირებს არ ვგზავნით, რადგან ეს არის კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ტერიტორია, ახლა ამის თქმა აღარ შეგვიძლია, რადგან კონსტანტინოპოლის პატრიარქი განხეთქილებაშია”, _ განმარტა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

მოამზადა

ნიკოლოზ აბაშიძემ

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here