Home ახალი ამბები მომაკვდინებელი სათამაშო – „ტყლარწში“ დარიშხანის დიდი დოზა აღმოჩნდა

მომაკვდინებელი სათამაშო – „ტყლარწში“ დარიშხანის დიდი დოზა აღმოჩნდა

1537

მაგნიტური ჟელეს ე.წ. მაგნიტური ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა, თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია.

კვლევებით დადგინდა, რომ მაგნიტური ჟელე ე.წ. ტყლარწი მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს. ის სიცოცხლისთვის საშიშია და მისი მცირე რაოდენობით ორგანიზმში მოხვედრა ჯერ მწვავე ინტოქსიკაციას, გართულების შემთხვევაში კი სიკვდილს იწვევს.

დღეს ბაზარზე სათამაშო ჟელეს იგივე ტყლარწის რამდენიმე სახეობა იყიდება. სპეციალისტებმა საეჭვოდ მიიჩნიეს, მაგნიტური ჟელე, რომლის შემადგენლობაშიც რკინის ნაწილაკები შედის. ლაბორატორიული კვლევებმა აჩვენა რომ ეს ნივთიერება დარიშხანის სახიფათო დოზას შეიცავდა.

საშიში მაგნიტური ჟელე თბილისში მაღაზიების ქსელიდან უკვე ამოიღეს, თუმცა სავაჭრო ობიექტების მფლობელებს არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია აკრძალვამდე რა ოდენობის საშიში ჟელე გაიყიდა საქართველოში.

მაგნიტური ჟელეს გაყიდვა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში უკვე აიკრძალა.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here