Home ახალი ამბები მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას, მხოლოდ...

მოზარდების მკვლელობაში ბრალდებულის დედა: ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას, მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენებით

993
ხორავას ქუჩაზე მოზარდებს შორის მომხდარ მკვლელობაში ერთ-ერთ ბრალდებული არასრულწლოვნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს მკვლელობა არ ჩუდენია.

როგორც ბრალდებულის დედამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა, მისი შვილის საწინააღმდეგოდ მოწმემ არასწორი ჩვენება მისცა.

ბრალდებულის დედა არ გამორიცხავს, რომ მომხდარ ტრაგედიაში „ორ ან სამ ადამიანს აფარებდნენ ხელს“.

ჩემს შვილს აბრალებენ ორი არასრულწლოვანი ბავშვის მკვლელობას, მხოლოდ მოწმის ცრუ ჩვენებით. ეს ალბათ, მოწმემ იმიტომ გააკეთა, რომ თავისი თავი დაეძვრინა. სხვა პასუხები არ არის, არც სასამართლოს სამედიცინო ექსპერტიზის პასუხები არ გვაქვს და ბავშვს ორი ადამიანის მკვლელობაში ედება ბრალი. ეს პირდაპირ ცილისწამებაა. ამით ძალიან დათრგუნულები ვართ. მინდა, ამ კონფლიქტში მონაწილე ყველა პირმა შესაბამისი დანაშაულისთვის აგოს პასუხი რაც ჩაიდინა. მათ შორის, ჩემმა შვილმაც თუ ის დამნაშავეა“, – განაცხადა არასრულწლოვნის დედამ.
მისივე თქმით, მისი შვილი ამ დროისთვის, დუმილის უფლებით სარგებლობს.

იმიტომ რომ გამოძიება არ მიდის ისე, როგორც საჭიროა და ამ საქმეში ჩვენ ადვოკატი გვიან ჩავრთეთ, ჩემი შვილი, ახლა, დუმილის უფლებით სარგებლობს. რა თქმა უნდა, ის ჩვენებას მისცემს“, – განაცხადა ბრალდებულის დედამ.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, ერთს – გირაო, ხოლო ერთი ბრალდებული გადაეცა მშობლის – დედის მეთვალყურეობას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here