Home ახალი ამბები მსოფლიო “მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო!” _ პუტინი ზელენსკის მიერ დაწუნებულ მინსკის...

“მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო!” _ პუტინი ზელენსკის მიერ დაწუნებულ მინსკის შეთანხმებაზე

156

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის მიერ მინსკის სამშვიდობო შეთანხმების პუნქტების დაწუნებას გამოეხმაურა.

“რაც შეეხება მინსკის შეთანხმებას, არის თუ არა ცოცხალი ან აქვს თუ არა რაიმე პერსპექტივა, მივიჩნევ, რომ სხვა ალტერნატივა, უბრალოდ, არ არსებობს. გავიმეორებ: კიევში ან ამბობენ, რომ დააკვირდებიან, ან _ ჩვენს ქვეყანას დაანგრევსო. მოქმედმა პრეზიდენტმა არც ისე დიდი ხნის წინათ განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმების არც ერთი პუნქტი არ მოსწონს. მოგწონს თუ არა, აიტანე, ჩემო ლამაზო, შესრულებაა საჭირო, სხვანაირად არ გამოვა. არ სურთ დონბასის წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბარი. წერია (შეთანხმებაში), რომ უნდა განიხილონ და შეთანხმდნენ მათთან, სხვანაირად როგორ იმუშავებენ?! შეუძლებელია! ამიტომ ვაჟკაცობა უნდა მოიკრიბო, აღიარო, რაც წერია; არ თქვა შავზე, თეთრიაო და თეთრზე _ შავიაო”, _ განაცხადა ვლადიმერ პუტინმა პრესკონფერენციაზე.

ge.news-front.info

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here